გორის რომელი დასახლების კორპუსთან შენიშნეს გველები?

0
გორში წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელ კოსრპუსთან ადგილობრივებმა ქვეწარმავლები ნახეს. როგორც რადიო "მოზაიკას" ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა, გველები მრავალსართულიანი ბინის წინ მდებარე ბუჩქნართან დაინახეს. "აქ ბავშვებიც ცხოვრობენ და საშიშია უკვე მათი ეზოში გაშვება დავრეკეთ 112-ში, მაგრამ გვითხრეს, რომ დახმარება არ შეუძლიათ", - გვითხრა ნანა გაბლიშვილმა. მათ არ იციან, ვის უნდა მიმართონ უსაფრთხოების ზომების უზრუველსაყოფად.
#საინტერესო
#სიახლე
#გორისმუნიციპალიტეტი
#goridaily
წყარო - radiomosaic.ge
#ახალიამბები
0