13 votes
1 comments
0 shares
Save
18 views
Mate Chapichadze
Dortmund · 11 months ago

რა ხდება აქ არავინ რომ არ აქტიურობს 🙄🙄 Gruß aus Deutschland


Mate Chapichadze
Dortmund · 11 months ago
Similar Posts
Mate Chapichadze
Kutaisi · 1 month ago
სისტემა
ადამიანების უმეტესობა სისტემას იმდენად ეთანხმება, რომ შეკითხვასაც არ სვამს, სისტემას მართავს პოლარიზებული პარტიული რეჟიმი, რომელიც მოქმედებს საკუთარ ინტერესებზე მორგებული დღის წესრიგით, რომელსაც აჯერებს საზოგადოებას "თავის სიმართლეს", ამიტომ არ ისმება საჭირო შეკითხვები სისტემაზე, როგორ არის მოწყობილი პოლიტიკური ეკონომიკური ჯანდაცვის განათლების სისტემა. საზოგადოება უფრო პირადი რუტინული თემებით არის დაკავებული და ნაკლებად აქტიურობს ამ საკითხების მიმართ ან აქტიურობს იმპულსურად ემოციურად წინასწარ ნაკარნახევი სცენარით. შეიძლება თქვა რომ დიდი რაოდენობა ჩვენი მოსახლეობის მასლოუს პირველ საფეხურზეა შესაბამისად ნუ მოვთხოვთ სისტემებზე და მაღალ მატერიეზე ყურადღების გამახვილებას. თუმცა ამ საზოგადოების წარმომადგენლებმა ფულიც რომ იშოვონ და ბევრია ასეთი ვინც ამოძვრა სიღარიბისგან ღირებულებით ნაწილზე მაინც არ ფიქრობს ან იშვიათად ფიქრობს. ეს მართლა ცალკე თავის ტკივილია როგორ საიდან უნდა დაიწყო რომ საზოგადოებას ღირებულებები აკიდო სკოლიდან ?! თუმცა ფაქტი ერთია დღეს საზოგადოება არ არის კონსოლიდირებული ერთიანი იგი დაიყო კლასტერებად და ყველა თავისი პოლიტიკის სხვებზე გავრცელებას და გადაფარვას ცდილობს აქ სად არის კონსესუსის ადგილი არ ვიცი, ვფიქრობ ახლა გავდივართ ყველაზე რთულ ეტაპს აქამდე ჩვენი საზოგადოება იყო ერთფეროვანი საბჭოთა წარუსლიდან გამომდინარე, ახლა კიდე ღირებულებით თუ ფსევდო ღირებულებით შეიარაღებულები სხვადასხვა პოლუსზე აღმოვჩნდით. სოციოლოგია მეცნიერება რომელიც სკოლაში უნდა ისწავლებოდეს იმისათვის რომ მიხვდეს როგორ არის მოწყობილი სახოგადოება და სად მიგიჩინა ადგილი სისტემამ სად ხარ როგორია შენი ღირებულებითი ვექტორი, გენდერიც აქედან უნდა ისწავლებოდეს, 10 წელი ვერ გავიგე რა იყო და რატომ გვტენიდნენ ამ საკითხს საზღვარგარეთიდან, ეს მეცნიერება ამბობს რომ ქალი ხარ თუ კაცი ხარ შენი როლი დიდი ხნის წინ არის დაწერილი და თუ არ დაეთანხმები გახდები ჰომოსაკერი. ჩემი სურვილია რაც შეიძლება მეტმა ადმიანმა იფიქროს ამ თემაზე ჩვენს გეოგრაფიულ არეალში, არ მგონია რომ ეს ხელს გვიშლიდეს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, პირიქით.
AstroGeorgia
Tbilisi · 2 weeks ago
შავი იუმორი ზოდიაქოს ნიშნებზე
ვერძი ვერძებს აქვთ კარგად გამოკვეთილი წარბები და თავმომწონე გამომეტყველება,თუმცა ტყუილად გამოიყურებიან ასე თავმომწონედ რადგან გამუდმებით ურახუნებენ თავს სხვადასხვა პრობლემას და საგნებს.ცნობილი ხისთავიანები.ყოველთვის აკეთებენ იმას რასაც ამბობენ.სიჩქარეში ბევრშეცდომასაც უშვებენ,მაგრამ ამას არასოდეს აღიარებენ და ამ საკითხს არასოდეს განიხილავენ.თქვენც გირჩევთ მასთან საუბრისას ეს არ წამოგცდეთთორემ ნაწლავებს გამოგიღებენ.ვერძები კარგად გრძნობენ თავს თევზებთან,რადგან მათთან შედარებით მყარად დგანან მიწაზე და დასცინიანკირჩხიბებს მათი ზედმეტი მგრძნობელობის გამო. ფილოსოფიურ კონცეფციებს ამტკიცებენ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.არ აქვსმნიშვნელობა სად უწევთ ცხოვრება სასახლეში თუ კარდონის ყუთში,იფიცებიან და ამტკიცებენ რომ ზუსტად ეს სურდათ ცხოვრებაში.ბავშვობის ასაკშიუკვე მიღებული აქვთ ყველა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება.ქორწინდებიან რამდენჯერმე,გართობისთვის,მაგრამ არასოდესშორდებიან,უბრალოდ მათი მეუღლეები უბედური შემთხვევებით იღუპებიან ან სახიჩრდებიან.ვერძები ყოველთვის მენეჯერებად ან მმართველებადან დირექტორებად მუშაობენ მაგრამ თუ მოხდა ისე რომ მუშაობენ მაგალითად დამლაგებლად,აუცილებლად ჩამოაყალიბებენ დამლაგებელთაკავშირს,თუნდაც ერთწევრიანს და იბრძოლებენ ამ კავშირის უფლებებისთვის.ვერძები უცოდველები არიან როგორც ღმერთი,ესეიგი ღმერთიზოდიაქოთი ვერძია,რაც იმას ნიშნავს რომ სატანა მერწყულია.ვერძები არასოდეს უსმენენ მორიელს, ამაყობენ იმით თვით მორიელზე უფროეგოცენტრულები არიან.ფაქტიურად მთელ ზოდიაქოს ნიშნებში ვერძი ყველაზე დიდი ნაძირალაა მორიელის შემდეგ. ვერძებო Your rams’ horns are in everyone else’s asses. კურო ხშირად ეცვლებათ განწყობა,ერთ წუთში რომ მხიარულობენ მეორე წუთში უცებ მოიწყენენ და მესამე წუთში შეიძლება ვიღაცას ფეხები მიუმტვრიონ რატომღაც.ძალიან მიწიერი არსებები არიან, რაც იმას ნიშნავს რომ ან სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით უფრო იშვიათად ბანაობენ ან თუკისადმე ყვავილი ან ბალახი ნახეს იმწუთში ცხვირთან მიაქვთ და საათობით ყნოსავენ.კუროებს უყვართ მხიარული ,გასართობი ფილმები სადაც ყველაბედნიერია ცხოვრება მხიარულია და სიკეთე იმარჯვებს.ცხოვრებაში ხშირად ეხვევიან აყალმაყალში. ჩხუბობენ მიმტანებთან,წესრიგის დამცველებთან ანბილბორდების გამო.უყვართ თავიანთ მეგობრებს ფსიქოანალიზი ჩაუტარონ,თუმცა თავად ზოგადად დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება არასოდესაქვთ.ფილოსოფიურ კონცეფციებს ხსნიან გაუგებარი ბუტბუტით.კურო უცნაური არსებაა რადგან წლების განმავლობაში შეუძლია გულში შეინახოსწყენა რაღაც მოვლენის გამო,რომელიც შეიძლება გაირკვეს,რომ სინამდვილეში არც მომხდარა.ეს შეიძლება იმით იყოს გამოწვეული რომ კუროხშირად არასწორად იგებს მოვლენებს ან ნათქვამს და არაადეკვატურად აფასებს.ამის გამო კი ის ხშირად ხვდება ვერძების გასალახთა სიაში,რიგითმეორე.თვითონ კუროებს მიაჩნიათ რომ ეს არის მათი ადგილი. ზოგადად ყველაფერში ურჩევნიათ იყვნენ რიგით მეორე,ვიდრე პირველი და უდაოდსაუკეთესონი არიან ამაში,ანუ მათზე კარგად ვერავინ ახერხებს იყოს რიგით მეორე.(კურო ზოდიაქოს მეორე ნიშანია) ყველა კუროს უნდა იყოსღმერთი,მაგრამ როგორც უკვე ვთქვით ღმერთი ვერძია,სამწუხაროდ.ძნელია კუროს გაუგო,ხშირად კითხვებს კითხვითვე პასუხობენ და იშვიათადტოვებენ თავის ბუნაგს.უყვართ კონფლიკტები.ვერ იტანენ თუ ყველაფეი წესრიგშია, ესეიგი რაღაც არ არის წესრიგში.ზოგიერთ კუროს განსაკუთრებითუყვარს ბარებში და რესტონებში მუშტიკრივი,თუ ასეთი რამ არასოდეს გადახდენიათ იგონებენ ასეთ ისტორიებს და სიამოვნებით უყვებიან მეგობრებს.კურომ იცის რომ ცხოვრებაში მიემართება არსად და ყოველთვის ეჩქარება ამ “არსად” წასასვლელად.უყვართ სახლში საკუთარი პატარა სამყაროსმოწყობა სადაც შემოკრიბავენ საყვარელ ადამიანებს და მათთან ერთად ოცნებობენ იმაზე თუ როგორი იქნებოდა სამყარო კურო რომ ღმერთიყოფილიყო. ტყუპები ტყუპები ყველას უყვარს,იმიტომ რომ ნებისმიერ საზოგადოებაში უყვართ შიზოფრენიკები.თვითონ ტყუპებს მიაჩნიათ რომ არიან ნახევრად სოკრატედა ნახევრად მიქელანჯელოები,თუმცა რათქმაუნდა ეს ასე არა არის.ძალიან პროგრესულები გონებაგახსნილები და კონტაქტურები.უყვართსაზოგადოება და რაღაც ამოუხსნელი ძალის წყალობით ახერხებენ იყვნენ ყველგან და იცოდნენ ყველაფერი. ტყუპებს შეუძლია ორ ადგილზეერთდროულად იმყოფებოდეს. ხშირად ატარებენ სწრაფ მანქანებს და ასეთი მანქანებით გამუდმებით ეჯახებიან ხეებს და შენობებს.არიან მოურიდებელნი და ზედმეტად გაბედულნი.უყვართ კამათი და თითქმის ყველაფრის საწინააღმდეგო აზრები და არგუმენტები შეუძლიათ წამოაყენონ.(მაგალითად,ეს წინადადება არ ექნებათბოლომდე წაკითხული,რომ უკვე ამის გაპროტესტებას დაიწყებენ)უყვართ ჩხუბი ქორწილებში,თავისზე სუსტი ადამიანების დაჩაგვრა,მაგალითადჩაგრავენ ბავშვებს და კირჩხიბებს,სასწორებს ხომ საერთოდ ბოქსში სავარჯიშო ტომარად იყენებენ.ტყუპები ან ბისექსუალია ან ჰერმაფროდიტი.არესმის რას ნიშნავს სიყვარულში ერთგულება.ვანდალურად ექცევა საკუთარ სახლს და ოჯახს.ფილოსოფიურ კონცეფციებს ამტკიცებენ სულელურიანალოგიებით.ოლიმპიურ თამაშებში ტყუპები ვერასოდეს იმარჯვებს,თუ გაიმარჯვა ეს იქნება რაიმე ახალი სპორტის სახეობაში რომელსაც არავინიცნობს.ტყუპები გამუდმებით მოიხმარს მედიკამენტებს,ხშირად არალეგალურს.ლაპარაკობენ თითქმის ყვირილით იმისათვის რომ ვინმემმოუსმინოს,ხშირად ტყუპები თავის თავს ელაპარაკებიან ასე,თუ არ გჯერად მოუსმინეთ როცა აბაზანაში მარტოა.ტყუპი არასოდეს არ არის ერთი ისყოველთვის ორი,ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანია ერთად. ერთი სიყვით ტყუპები ეს არის აბსოლიტურად ჭკუიდან გადასული მერწყული. კირჩხიბი აინტერესებთ იცოდნენ რა ხდება სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაში,მაგრამ აზრზე არ არიან რა ხდება მათ საკუთარ ცხოვრებაში,ამასმეგობრებისგან იგებენ.კირჩხიბები იმოსებიან მარტო იმიტომ რომ ასეა საჭირო,არ აქვთ გემოვნება, არ ესმით მოდა და სტილი.ეს იმ კატეგორიისადამიანებია რომლებიც ტანსაცმელს მატრასებს შორის ათავსებენ,ზემოდან წვებიან და ასე “აუთოვებენ”.თვეობით,წლობით შეუძლიათ ერთიდაიგივეტანსაცმელი ეცვათ,გაუხდელად.მათი სახლი მათი საკუთარი ბიოსახლია,როგორც პატარა კენგუროსთვის ჩანთა.აქვთ პერიოდები როცა თვეობითიკეტებიან იქ,არ პასუხობენ ტელეფონს, არ აღებენ კარებს,ფანჯრიდანაც კი არ იყურებიან.მიუხედავად იმისა რომ აქვთ სურვილი ყველას მომვლელიდა მხსნელი იყვნენ,საზოგადოება და სოციალური ურთიერთობები საერთოდ არ აინტერესებთ.კირჩხიბი ეს მოარული ჟურნალიადიასახლისებისთვის,იციან უგემრიელესი რეცეპტები,იციან როგორ გაუძღვნენ სახლს,ათვითცნობიერებენ ამას თუ არა,ორივე სქესის კირჩხიბსეხერხება ჭრა-კერვა, ქარგვა და ქსოვა,ეხერხებათ ბავშვებთან და თინეიჯერებთან ურთიერთობა მათი მოვლა და აღზრდა.მათი ნება რომ იყოსსიამოვნებით იქნებოდნენ მთელი მსოფლიოს დედიკოები. კირჩხიბები არასოდეს არიან სპორტში წარმატებული,იმიტომ რომ ყოველი თხუთმეტი წუთის შემდეგ სჭირდებათ დასვენება და ისედაც დიდიფიზიკური აქტივობებისათვის არ იკლავენ თავს.კარიერის აწყობასაც სახლიდან გაუსვლელად ლოგინში მოკალათებულნი აპირებენ.კირჩხიბებიფილოსოფიურ კონცეფციებს ხსნიან თავისი გამოგონილი სიტყვებით,როგორც ჯორჯ ბუში მაგალითად,რომელიც კირჩხიბია.კირჩხიბებო თუგეჩვენებათ რომ ვინმე გეკაიფებათ,არ გეჩვენებათ ეს მართლა ასეა,გამუდმებით გამასხარავებენ.ადამიანები ხშირად გადაუვლიან ხოლმეკირჩხიბს,ხშირად კი არა სულ ასეა,პირდაპირ ფეხებს იწმინდავენ მათზე და სასაცილო ის არის რომ კირჩხიბებს სჯერათ რომ ეს ასე უნდაიყოს,მოსწონთ კიდეც.პირდაპირ მისწრაფება აქვთ ასეთი,იყვნენ ფეხის საწმენდი ტილოები.კირჩხიბებს არ შეუძლიათ ვინმეზე გავლენა იქონიონ, მაგრამ აქვთ ერთი უნიკალური უნარი ნებისმიერ დროს შეუძლიათგამოიცნონ რას ფიქრობს ნებისმიერი ადამიანი.კირჩხიბები ფიქრობენ რომ ტაქტიანი ადამიანები არიან სინამდვილეში კი უილაჯობა და მოუქნელობაახასიათებთ ამიტომ მათ წვეულებებზე იშვიათად პატიჟობენ,წვეულების მერე კი ევალებათ მიიყვანონ უგონოდ მთვრალი მეგობარი სახლამდე,ესმეგობარი კი ყველაზე ხშირად თევზია ლომი ნებისმიერი გზით და ხერხით ცდილობენ ყურადღება მიიქციონ,თვითმკვლელობაც არაა გამორიცხული.ლომებს უყვართ სარკეები და სარკეშიხშირად უგზავნიან ჰაეროვან კოცნას საკუთარ გამოსახულებას.ლომი გაგაწყვეტინებთ საუბარს იმისთვის რომ თვითონ ილაპარაკოს და არ გაგიშვებთსანამ ბოლომდე არ მოისმენთ ყველაფერს რაც აქვს სათქმელი.ყველა ლომს სურს ჩაუტარონ პარადი თავის დაბადების დღეზე.არქორწინდებიან,იმიტომ რომ მათი ბადალი და შესაფერისი არავინ არის,თუ მაინც მოხდა ისე რომ დაქორწინდნენ,მეუღლეები სამზარეულოშიონკანთან ყავთ მიბმული. გამუდმებით სჭირდებათ ფიზიკური სიახლოვე,მაგრამ თავი ისე უჭირავთ რომ ყველას ჰგონია მიკარება და შეხება მათგაღიზიანებას გამოიწვევს ამითომ ახლოს არავინ ეკარება.ლომი ახსენებს საკუთარ თავს როგორც ზებუნებრივ არსებას როცა ხსნის ფილოსოფიურკონცეფციებს.ლომს შეუძლია გამოაცხადოს რომ ჰომოსექსუალისტია,მაშინ როდესაც სინამდვილეში არ არის,მარტო იმიტომ რომ დაშოკოსსაზოგადოება და თანაც ამ ხერხით არცერთი სქესი არ დაუახლოვდება და შეუძლია მშვიდად გაატაროს მშვენიერი, რომანტიული საღამოებისაკუთარ თავთან განმარტოებით.ლომები ყვირილით აღებენ კარებებს და ოთახში შესვლისას ელოდებიან მისი გამოჩენით აღტაცებული პუბლიკისტაშს.ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები მართლა გვანან ლომებს ანუ არიან ხმაურიანი,ამპარტავანი,ძლიერი,ხშირად აქვთ პატარა ცხვირი,დიდიზედა ტუჩი,კარგად მოვლილი, ხშირი, გრძელი თმა(ფაფარი) და ზოგიერთი”მაიმუნები”ერთ ლუკმად არ ყოფნით.ცნობილია რომ ლომი ლიდერიადაბადებიდან,განსაკუთრებით კი რადიკალური მოძრაობების ლიდერობა გამოსდით კარგად.ერთადერთი რისიც ეშინია ლომს ეს არისგამასხარავება,ვერ იტანს როცა სასაცილო სიტუაციაში ვარდება,სულ ეშინია რომ დასცინებენ.მისი მისამართით უხეშ ხუმრობებზე ძალიანბრაზდება.გაბრაზება კი ლომივით საშინელი იცის.ძალიან უყვარს ვერძებთან ჩხუბი.(რიგით პირველია ვერძების გასალახთა სიაში )თუ ეს ორი სადმე ერთმანეთს გადაეყარა დასისხლიანებამდე სცემენერთმანეთს,სულერთია სად იმყოფებიან თეატრში,სუპერმარკეტში, წვეულებაზე,ხალხში თუ ერთი-ერთზე.ლომებს პირადად ხალხშიურჩევნია,პუბლიკის წინ.ლომებს ყველაფრის კეთება ხალხის,მაყურებლის თანდასწრებით მოსწონს,მათ შორის სექსიც. თუ მერწყულებს თავისი ოთახის კედლებზე როკ-ვარსკვლავების სურათები აქვთ,თხის რქებს გამოჩენილი მათემატიკოსების სურათები,მორიელებსმსოფლიოს უდიდესი კატასტროფების ამსახველი ფოტოები, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ ლომს თავისი ოთახის კედლები საკუთარი თავისფოტოებით აქვს დამშვენებული. ქალწული მეწვრილმანეები,მოწესრიგებული და დარეგულირებულ-გამოთვლილი აქვთ ყველაფერი,სუნთქვაც კი.მათ კარადაში ფერების და ზომების მიხედვითაწყვია ტანსაცმელი.ქალწულები ასუფთავებენ თავიანთ ნივთებს, რეგულარულად, დღეში ორჯერ კბილის ჯაგრისით.მიაჩნიათ რომ ყველაფერსთავისი ადგილი უნდა ქონდეს და მათი ადგილი იატაკზეა სადაც გამადიდებელი შუშით ეძებენ მიკრობებს და ხეხავენ რომ გაასუფთაონ.აქვთაკვიატებული იდეები და მანიები ერთი სიტყვით “არანორმალურები” არიან,აქედან მოდის ამ ნიშნის სახელიც ქალწული. ქალწულს შეუძლიაგამვლელი მანქანის მძღოლს ესროლოს და პოლიციაში ახსნას”ეს იმიტომ გავაკეთე რომ გამვლელი ჭუჭყიან მანქანაზე იჯდა” და პოლიციელებიცგაანთავისუფლებენ რადგან უმრავლესობა მათგანი ქალწულია და ესმით მისი.ძალიან ადვილია ქალწულის ჭკუიდან გადაყვანა,უთხარით რომრაღაც აქვს გაჩხერილი კბილებს შორის,ან გააღეთ მისი მაცივარი და რძის ბოთლი გადაადგილეთ.ჰო ადამიანები ხშირად ერთობიან ქალწულის”გაგიჟებით”,მაგრამ თუ გინდათ ქალწული ნამდვილ ჯოჯოხეთში მოხვდეს ჩაკეტეთ ის მთელი დღე მერწყულთან ერთად ლიფტში.ჯერ ეს ერთი ვერიტანს უმოქმედოთ ყოფნას და მერე მერწყული აუცილებლად გაიხდის(ეს უკანასკნელნი როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ ტანსაცმელსიძრობენ)მერე მერწყულს ლიფტში ექნება შეტანილი ლუდი რადგან მას ჯოჯოხეთში კავშირები აქვს და მას შეუძლია იქ ლუდი შეიტანოს ,რომელსაცმთელ იატაკზე მოწუწავს.ქალწული კი რომელსაც ჯოჯოხეთთან არანაირი კავშირ-მეგობრობა არ აქვს ამ ინციდენტს ვერასოდეს მოინელებს.ქალწულს ძალიან უჭირს კონცენტრაცია,როცა იცის რომ მაცივრის ქვეშ რაღაც აგდია,ეს რაღაც შეიძლება ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილი კუროიყოს,ქალწულმა იცის როგორ გამოათრიოს ის იქიდან ბანანის წვენისგან დამზადებული არომატულ-გამაგრილებელი სასმელის მეშვეობით.საერთოდქალწულმა იცის როგორ მოაგვაროს პრობლემები და მთელი ცხოვრება ამას აკეთებს,დაუღალავად და გულმოდგინედ.ქალწულები არ ხედავანსამყაროს თეთრ და შავ ფერებში ისინი ხედავენ მას ჭუჭყიანად და სუფთად,სწორად და არასწორად და არ არსებობს შუალედი.ერთადერთი კარგი ისაქვთ რომ სიამოვნებით დაგთანხმდებიან სახლი დაგილაგონ ან სარეცხი გაგირეცხონ,თანაც თქვენ გასარეცხებს დაახარისხებენ,მატერიების დაფერების მიხედვით ასე მივიღებთ 32 გროვას თითოში ორი-სამი ტანსაცმლით და მერე ამ გროვებს თითოეული ნაჭრის მარკების სახელებისმიხედვით,ანბანური თანმიმდევრობით გარეცხავს.ხშირად ნახავთ ქალწულს რომელიც მაცივართან მიდის და რამდენჯერმე აღებს და ხურავსკარებს,იმისთვის რომ დარწმუნდეს რომ მაცივრის შიგნით შუქი დროულად ინთება და ქრება.ერთი სიტყვით არანორმალურები! სასწორი ოჰ! თქვენი ელეგანტურობა და ფერებში შეხამებული ტანსაცმელი გულს ურევს გარშემო ყველას.ძალიან გაორებული ნატურები ხართ დაგადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლიათ.ფიქრობს და ფიქრობს სასწორი,აწონის დაწონის ათასჯერ, ათიათასჯერ და ბოლოს ყველაზე უარესვარიანტს ირჩევს.თქვენ გამუდმებით წუხართ იმაზე თუ რას იტყვის ხალხი,მაგრამ სინამდვილეში რომ აქცევდეთ ხალხის აზრს ყურადღებას იქნებსაზოგადოებას უფრო მოწონებოდით.სასწორები მოდას აყოლილი ქარაფშუტები არიან, შეიძლება დღეს გააღმერთონ ვინმე ან რამე რასაც გუშინვერ იტანდნენ იმიტომ რომ მოდაში შემოვიდა.მათი ინტერესი იმის შესახებ თუ რა ხდება მსოფლიოში შემოიფარგლება მოდისკატალოგებით.თვითონ ქმნიან მოდას,მათი ბრალია რომ ფართე შარვლები და პეპლისმაგვარი თმისსამაგრები მოდაში დაბრუნდა და თუ სასწორსმოტკეცილი შორტები არ გადაუგდია ესეიგი შემდეგ სეზონზე მოდაში შემოვა.აწყობენ საქველმოქმედო საღამოებს დიზაინის განვითარებისთვის,არიანრაღაც გაუგებარი მოძრაობის წევრები,მაგალითად მოძრაობა”კაპუჩინო”-ს წევრები,ჰკითხეთ რატომ და რაღაცას მობოდავენ სოლიდარობისშესახებ.ძირითადად კი არაფერი არ იციან და არაფერი არ ეხერხებათ,ყოველთვის ყავთ ვიღაც ვინც უძვირეს ფეხსაცმელებზე თასმებს შეუკრავს,ხო!სასწორი არასოდეს ვაჭრობს ეკონომიურ მაღაზიაში,არასოდეს ჭამს სწრაფი კვების ობიექტებში და აზრზე არ არის სად მიდის ნაგავი.სასწორიყოველთვის წკიბზეა გააკეთოს ის რაც ყველა დანარჩენმა ადამიანმა იცის რომ სისულელეა.მათ აქვთ უზარმაზარი კოლექცია კომპაქტ-დისკებისრომლების არასოდეს მოუსმენიათ,ფილმების რომელიც არასოდეს უნახავთ.ჰოლივუდი სავსეა სასწორებით,იმიტომ რომ თავის მოჩვენების დათვალთმაქცობის ოსტატები არიან.რაც არ უნდა დაათროთ სასწორი მაინც შეძლებს ლოგიკურად აგიხსნათ რა განსხვავებაა ყავა latté და ყავა au lait -სშორის.გასაკვირი კი ის არის რომ ამ ორს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს მორიელი კარგად ერკვევიან კომპიუტერებში,უმრავლესობა მორიელებისა ჰაკერია,ასევე უმრავლესობა მორიელებისა ცდილობს პოპულარობა და სიმდიდრემოიპოვოს სოციალური ქსელების დახმარებით.არიან კიდეც ყველაზე პოპულარულები ჩათ-ბოქსებში.მორიელებს სერიოზულად მოსწონთ თავიანთიპარანოიკული მოდგომა ცხოვრებისადმი. ძალიან წყდებათ გული რომ უცხოპლანეტელებს არასოდეს გაუტაციათ,რომ სახელმწიფო შეთქმულებისმსხვერპლი არ არიან,რომ სტარ ტრეკი ფანტაზიაა .საკმარისია ნახოთ ავტომატური მოწყობილობებით სავსე ბარაკი სადაც ცხოვრობს,რომ ესყველაფერი დაიჯეროთ.მისი მთავარი გეგმაა გახდეს მსოფლიოს დამპყრობელი,მაგრამ ეს გამორიცხულია ოდესმე მორიელის მმართველობითმოხდეს.მორიელს უყვარს ჭამოს ყავა კოვზით ახლად გახსნილი ყუთიდან,ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუსრუტია ცხვირით შოკოლადშიამოვლებული თხილი,დამუშავებული აქვს ხერხი და იცის როგორ მოწიოს დუშის ქვეშ.მისი საყვარელი დღესასწაული ჰალუინია,შემთხვევითი არარის რომ მათ დაბადების დღეებს ემთხვევა,მხოლოდ ამ დროს შეუძლია მორიელს “იქაჯოს” ისე რომ ციხეში არ ამოყოს თავი.მისი საყვარელისპორტი სექსია,სადაც უდაოდ ჩემპიონია.გარდა ამისა სექსი კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის რომ მოწიოს.შეუძლია რჩევების მიცემა ისეთ საკითხებზერაც თავად არ ანაღვლებს და არ აინტერესებს,თვითონ არავის რჩევას არ უგდებს ყურს.თუ გინდათ გაიგოთ ვინმე მორიელია თუ არა ჰკითხეთ რამედა ხუთწუთიანი დუმილის მერე იქნება პასუხი”რა?” მორიელები ხშირად ჭარბთმიანები არიან და ეს მოწონთ რადგან მიაჩნიათ რომ ამით კიდევ უფროესმება ხაზი მათ სიველურეს,ეს ეხება ქალ მორიელებსაც.მორიელებს შეუძლიათ ჩააწყონ ლოტოს გათამაშება,ის ხომ ავტომატურად არისმოწყობილი. მშვილდოსანი მშვილდოსნები დაბადებულნი არიან თავგადასავლებისათვის,უყვართ ობობების შიშველი ხელით გაჭყლეტა,შუა ღამეს ოთახებში სიარული ისე რომშუქს არ ანთებენ,უყვართ ფათერაკები და მზად არიან კისერი მოიტეხონ ოღონდ რამე გადახდეთ თავს,მოკლედ ხშირად ძალით ირთულებენცხოვრებას იმიტომ რომ ადვილი და კომფორტული არაფერი მოსწონთ.მშვილდოსნებს უყვართ გააცინონ და გაართონ ხალხი,ახლობლები თუუცხოები, ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ,მაგალითად ტრანსვესტიტობენ.უმრავლესობა მშვილდოსნებისა არასწორი სქესით არის დაბადებული ანუარიან ძალიან მამაკაცური ქალები და ქალური თვისებების მქონე მამაკაცები.არიან ხმაურიანები და უტაქტოები.ცხოველებს და ბავშვებს ძალიანუყვართ მშვილდოსნები,რადგან მათ შეუძლიათ საცირკო ნომრების და ტრიუკების ჩატარება,სამაგიეროდ ზრდასრულებს სძულთ ისინი,იმისთვის რომარიან ზედმეტად პირდაპირები და უხეშები.უხამს წარწერებიანი მაისურები და მედალიონები მშვილდოსნების მოგონილია.ისინი ძირს ყრიან საჭმელსან ექცევათ წითელი ღვინო მაგიდაზე(ან ვინმეზე) სოლიდურ რესტორანში და ხმამაღლა სვამენ უამრავ კითხვას ეკლესიაში თუთეატრში.მშვილდოსანი არასოდეს დაპატიჟოთ სახლში მშობლების გასაცნობად,უხერხულობისგან რაღაც საშინელებას ჩაიდენს. როგორც კენტავრი(რომელიც მშვილდოსნის გამოსახულებაა) არის ნახევრად ადამიანი და ნახევრად ცხოველი ასე არსებობენ ორი სახის მშვილდოსნები,მშვილდოსანიადამიანი_ძალიან დახვეწილი,ინტელიგენტი და მშვილდოსანი ცხოველი- ძალიან პრიმიტიული, უბრალო ადამიანი, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტშიმშვილდოსანს უბრალოდ არ შეუძლია მთელი თავისი არსებით მოხეტიალე ჰიპი არ იყოს. თხის რქა თხის რქები არიან ძალიან ბეჯითი,ძალიან სანდო და უაღრესად მოსაწყენი ადამიანები.დინჯად და მოთმინებით მიემართებიან შემდეგი დიდიმიღწევისაკენ კარიერაში,ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა.უმრავლესობა თხის რქა კარგი მათემატიკოსია და ეხერხება ყველაფრის სწრაფად დაწინასწარ გამოთვლა-დაანგარიშება,ეს მათ კიდევ უფრო მოსაწყენ ადამიანებად ხდის. ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობის დაძლევა უხდებათ მაგრამუკან არასოდეს იხევენ.ბევრი პოლიტიკოსია ამ ნიშნით დაბადებული ამიტომაც არის ჩვენი ქვეყნები ჯანდაბისკენ რომ მიექანებიან.თხის რქებს დაპოლიტიკოსებს, წარმატებას რომ მიაღწიონ,სჭირდებათ პირველ რიგში უსაფრთხოება და უპიველეს ყოვლისა ამისთვის იღწვიან.არ დგამენდაუფიქრებელ ნაბიჯს, არ რისკავენ,თვლიან რომ სპონტანურობა უტვინობაა.თხის რქა ლომის და ქალწულის უცნაური ნაჯვარია,შეიძლება იფიქროთრომ ეს მათ ნიშანს ხარიზმატულობას და ლოგიკას უმატებს მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს რომ არიან ძალიან ხელმომჭირნე,პედანტი და ეგოისტიადამიანები. თუ დედამიწა ატომური ომის შედეგად განადგურდა მარტო ტარაკანები და თხის რქები მოახერხებენ გადარჩენას,დანარჩენი ადამიანებიუბრალოდ არც მოინდომებენ გაპარტახებულ დედამიწაზე იცხოვრონ.თხის რქებს ბავშვობის ასაკიდან ეხერხებათ საზოგადოების გაცურება დათვალის ახვევა,ბავშვობაში მათთვის ყველაზე სასურველი საახალწლო საჩუქარი იქნება სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის კითხვისასსაინტერესო ადგილებს მონიშნავენ.სახლში აქვთ უამრავი ფაილები,ქაღალდები და საოფისე მოწყობილობები რომ მოაწესრიგონ მათი არარსებულიცხოვრება.უყვართ თავის მოჩვენება რომ თითქოს მობილურზე საქმიანად ლაპარაკობენ,ამ დროს მათი მობილური გამორთულია,რადგან არ ყავთმეგობრები რომელსაც დაურეკავენ.თხის რქობა მოდიდან გადავიდა 1989 წლიდან,დონალდ ტრაპის შემდეგ,რომელსაც ბევრი თხის რქა დღემდეფანტაზიორად და არაპრაქტიკულ ადამიანად თვლის.დოკუმენტების გაყალბებისთვის დაჭერილი ადამიანების უმრავლესობა თხის რქაა. მერწყული მერწყულებს უყვართ წვეულებები,ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ეს არის მათი დევიზი.არა მარტო იმიტომ რომ უყვართ დალევა დაგართობა, იმიტომაც რომ წვეულებებზე შეუძლიათ რაც შეიძლება მეტი ქალი(კაცი)დაკერონ.ნანობენ რომ აღარ არის სამოციანი წლები,ეპოქაროდესაც შეეძლოთ შიშვლებს ევლოთ ხალხში და ეკიდათ საზოგადოების აზრი.(ამ დროს ახალი და პოპულარული იყო ნუდისტურიმოძრაობა)მერწყულებს უყვართ სიშიშვლე. 97.4% ადამიანებისა რომლებსაც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მეტროს შუაღამის რეისით უმგზავრიათ მერწყულია(სად დაეხეტებიან არავინიცის) უყვართ ლაპარაკი,ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ ამავე დროს ხშირად უყვართ განმარტოებაც. მერწყულს შეუძლია მარტომ ითამაშოსფრენბურთი,ხშირად ასეც ხდება,თავის თავს ეთამაშება.ამტკიცებს რომ თუ ძალიან ძალიან მოინდომა წყალზე დადგომა შეუძლია,ამაში ხშირადვარჯიშობს საკუთარ აბაზანაში.დღის განმავლობაში ხშირად ემართება ისეთი რამ რასაც მედიტაცია შეიძლება ვუწოდოთ,თუ მერწყულსელაპარაკებით და ის თქვენს მხარს იქით იყურება,ჩათვალეთ რომ ერთი სიტყვა არ გაუგია და საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს,ის ამ დროსშეიძლება ეკონტაქტებოდეს ვიღაცას რომელიც სამი მეტრის მოშორებით დგას.მერწყულებს უყვართ ასტრონომია და იქ ყველგან არიან ნამყოფი,თუგაინტერესებთ მაგალითად რითი იკვებებიან სატურნზე ჰკითხეთ მერწყულს.მერწყულებს შეუძლიათ ყველაფერს მიაღწიონ დედამიწისზურგზე,ყველაფერს რასაც მოინდომებენ და არც მაინცდამაინც დიდი შრომით და ძალისხმევით,თითქოს მათ ყველაფრის უფლება აქვთ უფლისგანბოძებული ეს რათქმაუნდა ყველა დანარჩენ ადამიანს აცოფებს.როკ-ვარსკვლავების უმრავლესობა მერწყულია. თევზები სადაც არ უნდა იყვნენ სიცილი და კომედია გარანტირებულია,განა იმიტომ რომ ცდილობენ სასაცილოები იყვნენ უბრალოდ ასე ხდება.ძალიანდაბნეულები არიან სექსის საკითხში,არსებობს კი საერთოდ ასეთი რამ?რეალურად ხდება? ვერ გაურკვევიათ.ქალი თევზები ატარებენ გრძელ,ფართხუნა კაბებს და უამრავ ვერცხლის სამკაულს,ამბობენ რომ აინტერესებთ და უყვართ ვარსკვლავები,მაგრამ ერთადერთი რაც შეიძლება ცაზეიპოვონ დიდი დათვის თანავარსკვლავედია,თუ ვერ იპოვეს ტირიან.შეიძლება ახსოვდეთ რა მოხდა 1992წლის 3 მარტს მაგრამ არ ახსოვთ საკუთარისახლის მისამართი,არ აქვთ ორიენტაციის უნარი.ადამიანი რომელიც ტრასაზე მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით 70კმ/სთ მოძრაობსუმრავლეს შემთხვევაში თევზია. თევზები უმეტესწილად სიცოცხლეს ასრულებენ ან დიდი სიმაღლიდან(ფანჯრიდან,სახურავიდან) გადმოვარდნით ანსატვირთო ავტომანქანის ბორბლების ქვეშ.ეს ასე არ ხდება მარტო იმ შემთხვევაში თუ კირჩხიბთან ერთად ცხოვრობენ.(კირჩხიბი იზრუნებს რომ ასეარ მოხდეს)თევზები არიან იმდენად უსუსური და იმდენად დაუცველ-საცოდავი რომ შეუძლიათ ლომსაც კი დედობრივი გრძნობები გაუღვიძონ,მაგრამნუ მოტყუვდებით,თევზმა შეიძლება გაგაკვირვოთ თავისი გამჭრიახობით.თევზებს შეუძლიათ ისტორიულ, ლეგენდარულ სიდიადეს მიაღწიონ ბედისდა იღბალის წყალობით.სიამაყით გეტყვიან რომ მიქელანჯელო,გალილეო,ჯორჯ ვაშინგტონი და ალბერტ აინშტაინი თევზები იყვნენ.მაგრამ არგეტყვიან რომ თევზი იყო ტედ კენედიც რომელმაც სულელურად იცხოვრა და კიდევ უფრო სულელურად დაიღუპა. თევზები ამტკიცებენ რომ უყვართსაღი კრიტიკა,სიამოვნებით მოისმენენ და გაითვალისწინებენ მას მაგრამ სინამდვილეში თუ თქვი რომ მათი ნამუშევარი არ მოგეწონა შეუძლიათ იქვეხარაკირი ჩაიტარონ.ნურასოდეს ეცდებით გამოიყენოთ ლოგიკა თევზებთან მიმართებაში,ისინი გრძნობებით იმართებიან,დაფრინავენ ცაში დაცხოვრობენ ნარნიაში(გამოგონილი ქვეყანა)კამათის დროს მათი მთავარი იარაღი ცრემლებია.არ აქვს მნიშვნელობა რა სიტყვებს იყენებენ როცაცდილობენ ახსნან ფილოსოფიური კონცეფციები,მაინც გაგებაში არ არიან რაზე ლაპარაკობენ.თევზები ტირიან როცა ნახავენ მოკლულ ცხოველსმაგრამ ნერვი არ შეუტოკდებათ ისე შეუძლიათ გამოჭრან ყელი ადამიანებს რომლებიც არ ეპიტნავებათ.ვერძები ასრულებენ იმას რასაციტყვიან,კირჩხიბები ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს,მორიელები იტყვიან რამეს და გააკეთებენ ჯიბრზე,მარტო იმიტომ რომ ასე თქვეს,თევზებიგაუთავებლად ლაპარაკობენ,ყველრა მოხდება თუ კაცი შემთხვევით ფეხს დაადგამს ფოცხს და ფოცხის ტარი თავში მოხვდება? Naia Iobashvil
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 weeks ago
კუკიის სასაფლაოს საიდუმლოებები – დაუჯერებელი, თუმცა რეალური ისტორიები
კუკია ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი სასაფლაოა, რომელიც 60 ჰექტარზეა განთავსებული და სხვადასხვა წყაროს ცნობით, 300-400 წლის წინ უნდა იყოს დაარსებული. აქ 1773 წელს, რუსეთ-ოსმალეთისა და 1877 წელს რუსეთ-თურქეთის ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავებიც არის. ძველად ყომარბაზები იკრიბებოდნენ და ქაურდული საქმეების გარჩევაც ხდებოდა. დუმბაძის გმირის, მურტალოს ცნობილი გამონათქვამიც გახსოვთ ალბათ, – ყველა ჩემი შემწუხებელი კუკიაზე წევსო. სასაფლაოზე ხეტიალის დროს იქაური თანამშრომელი შემომხვდა და ხელით გველის მოძრაობის იმიტაცია გააკეთა, რითაც მიმანიშნა, ნუ ბორიალობ, ქვეწარმავლები არიან ბლომადო. სასაფლაოს საკმაოდ დიდი ტერიტორია არ შემოვიარე, უკან არ გამოვბრუნებულვარ. შესასვლელთან წმინდა ნინოს სახელობის რუსული ეკლესია იყო, რომელიც, ძირითადად, რუსი გენერლების შემოწირულობებით აშენდა. 90-იან წლებში მისი გუმბათი ქართულით შეიცვალა. ახლა იქ მოქმედი­ ქართული ეკლესიაა. სავარაუდოდ კუკიაზეა დაკრძალული ნიკო ფიროსმანი, თუმცა მისი საფლავის ამოცნობა ვერ ხერხდება და აქვეა სტალინის პირველი მეუღლის, ეკატ­ერინეს საფლავიც. მარო დურგლიშვილი სასაფლაოსთან ახლოს ცხოვრობს იმ სახლში, სადაც საუკუნის წინ, სასაფლაოს ეზოში მდგარ ეკლასიაში მოღვაწე მღვდლები ცხოვრობდნენ. ის ახმეტაში, სოფელ ქისტაურში დაიბადა და გაიზარდა, თბილისში კი ბეკურაშვილზე გათხოვდა და მას შემდეგ, თითქმის 50 წელია, კუკიის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელად მუშაობს. „პრაიმტაიმმა“ მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა, რადგან თავის თავზე ვრცლად საუბარი ქალბატონმა მარომ არ ისურვა. – სასაფლაოზე მუშაობა ძნელი სულაც არ არის, მიცვალებულების საფლავების მოვლა ძნელი რატომ უნდა იყოს? ამათ სულს ვენაცვალე, ამათ გამაძლებინეს და მიმაღწევინეს 85 წლამდე. ამ სამსახურს რა სჯობია, პირბადე აქ არა გჭირდება და არაფერი. ამათი მოვლით ისე ვწყნარდები, რომ კორონას დროს სახლში არ დავჯექი, მენატრებოდნენ ხოლმე და მოვდიოდი და ვუვლიდი.ძალიან მეცოდებიან ახალგაზრდები და ჩვილი ბავშვები. ვის საფლავსაც ვუვლი, იმ ადამიანების ცხოვრებისა და გარდაცვალების შესახებ არაფერი ვიცი, არ ვინტერესდები. აბა, ხომ ვერ შევეკითხები და საიდან გავიგებ? ქალბატონ მაროსთან ერთად საფლავებს ხანში შესული მამაკაციც უვლის, რომელმაც ფოტოს გადაღების უფლება მოგვცა, მაგრამ ვინაობა არ გაამჟღავნა.– აგერ, შესასვლელში სამამულო ომის გმირია დასაფლავებული, გოგორიშვილი. ადრე მის საფლავზე ტანკი იდგა. მერე იმ ტანკში ძრავი ჩადგეს და წაიყვანეს. როგორც ამბობენ, კიტოვანს წაუყვანია და შესაძლოა, აფხაზეთის ომშიც კი იბრძოდა საფლავზე ძეგლად მდგარი ტანკი. ის ადგილი მოასწორეს, ჯვარი დადგეს და მწვანე მოლი დათესეს. ძველ საფლავებზე თეთრი მარმარილოს ქანდაკებები დგას და ეგ ყველა იტალიიდან არის ჩამოტანილი, რადგან აქ ასეთი ქვა არ იშოვება. მდიდარი ადამიანები იტალიაში უკვეთავდნენ ახლობლების საფლავებისთვის. უამრავი ქანდაკება გაქრა. ზოგი მოიპარეს, ზოგმაც დროს ვერ გაუძლო, მაგრამ უძველესი, თეთრ მარმარილოში გამოკვეთილი ქანდაკებები კიდევ არის შემორჩენილი.ხალხი ამბობს, თითქოს სასაფლაოზე მოჩვენებები დადიანო, მაგრამ სულ ტყუილია, ამდენი წელია, აქ ვმუშაობ და ჯერ მოჩვენება არ შემხვედრია, გარდა აი, იმ კაცისა, ეს საფლავიდან „პერერივზე“ ამოდის ხოლმე და სუფთა ჰაერზე იძინებს. – ხელი ახალგაზრდა მამაკაცისკენ გაიშვირა, რომელიც ეკლესიის წინ მერხზე იწვა და ზედ ყვავილებიც ელაგა. აღმოჩნდა, რომ ეს მამაკაცი ადგილობრივია, რომელიც ძირითადად სასაფლაოზე ცხოვრობს და მესაფლავეები ასე ეხუმრებიან. შესასვლელიდან არც ისე შორს მომცრო ნაგებობაა. ეს 1943 წელს სამამულო ომში დაღუპული დავით ვაშაკიძის საფლავია. როდესაც დედისთვის შვილის დაღუპვის ცნობა მოუტანიათ, მას სახლი გაუყიდია, შვილის ცხედარი ჩამოუსვენებია, კუკიაზე­ დაუკრძალავს და თვითონაც იქ დაუდვია ბინა. კედელზე დაჭრილი, მწოლიარე ჯარისკაცია გამოსახული, რომელსაც ჭრილობიდან სისხლი სდის. დედას საფლავზე სინათლეც გაუყვანია… მიცვალებული მინით დახურულ აკლდამაში იწვა, სადაც კიბეც ჩადიოდა. ყოველ ექვს თვეში ერთხელ დედას ექიმი მოჰყავდა და ცხედარს ხელახლა უკეთებდა ბალზამირებას. იქვე კი ტახტი იდგა, სადაც დედა იძინებდა. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. როდესაც დედაც გარდაიცვალა, შვილის გულზე დამარხეს და საფლავი მიწით ამოავსეს. გარდაცვლილ ქალბატონს ჭირისუფალი არ ჰყოლია. ის სასაფლაოს თანამშრომლებმა გააპატიოსნეს და მიწას მიაბარეს.სხვა სასაფლაოდან აქ გადმოასვენეს ცნობილი მსახიობი ქალი, ნატო გაბუნია, რომელიც 1910 წელს გარდაიცვალა. საბუთში სიკვდილის მიზეზად შავი ჭირი იყო დასახელებული და როდესაც საფლავს ხსნიდნენ, ამბობდნენ, შავი ჭირის გავრცელების საშიშროება გაჩნდებაო, მაგრამ არაფერი მომხდარა. ერთი მესაფლავე გვყავდა, უკრაინელი ალექ­სანდრე პასტუხი, რომელსაც შიშის გრძნობა არ გააჩნია. ხდება ხოლმე, რომ სხვადასხვა მიზეზით ამა თუ იმ საფლავს ხსნიან. ეს გადაალაჯებს კუბოს, მოხვევს მკლავებს­ მიცვალებულს, ჩაიხუტებს და ამოჰყავს. ერთხელ ასეთი შემთხვევა იყო: მიცვალებული მეექვსე­ სართულიდან უნდა ჩამოესვენებინათ, მაგრამ საწყალი, ძალიან მაღალი კაცი ყოფილა, ცარ­იელი კუბო შინ გვერდულად შეუტანიათ, მაგრამ გამოსვენებისასაც ასე ხომ ვერ გამოიტანდნენ? ვერა და ვერ მოახერხეს სადარბაზოში გამოყვანა და დარეკეს ჩვენთან – ეგებ გვიშველოთო. ორი მესაფლავე წავედით, მე და პასტუხი. ბევრი ვიწვალეთ, მაგრამ ვერაფერი გავაწყვეთ. მერე ჭირისუფალს ვთხოვეთ, სახლიდან ყველა გასულიყო. მიცვალებული ამოვასვენეთ და ჯერ ცარიელი კუბო ჩავიტანეთ პირველ სართულზე და სადარბაზოში დავდგით, შემდეგ კი მიცვალებული შუაში ჩავიყენეთ, მისი ერთი ფეხი მე მივიბი ფეხზე, მეორე – პასტუხმა და ასე, „თავისი­ ფეხით“ ჩავიყვანეთ კიბეზე და კუბოში ჩავასვენეთ. მესაფლავემ კიდევ ერთი ამბავი გაიხსენა: თურმე მოასვენეს ასაკოვანი ქალი, ჭირისუფალმა დაიტირა, თითო მუჭა მიწაც მიაყარეს და წასვლა დააპირეს. სწორედ ამ დროს ერთი კაცი მობრუნებულა და ჩუმად­ უთქვამს – მიწა არ მიაყაროთ, სანამ არ დავბრუნდებიო. ჭირისუფალი რომ გააცილა, მობრუნდა და მესაფლავეებს სთხოვა, ამოიღეთ კუბო და მიცვალებულს თავი მეორე მხარეს მოუქციეთო. ქრისტიანული წესით, მიცვალებული აღმოსავლეთს უნდა „უყურებდესო“, – უთქვამთ მესაფლავეებს. – რასაც გეუბნებით, ის გააკეთეთო, დაიჟინა თურმე კაცმა. – ეს ქალი ჩემი სიდედრი იყო და ცხოვრება გამიმწარა, აქედან აღმოსავლეთით ვაზისუბანია, სადაც მე ვცხოვრობ და აქედანაც უნდა მიყუროს? უკუღმა დამარხეთ, ფუნიკულიორს უყუროსო. თავისი მაინც გაიტანა და მიცვალებული უკუღმაა დაამარხვინა. უძველეს საფლავებს შორის გახლავთ ვინმე დიმიტრი ანდროპოვის საფლავი, რომელიც 1905 წელსაა გარდაცვლილი. საფლავის გარშემო რკინის მაღალი მესერია, რომელშიც მიცვალებულის სახელი და გვარია ამოჩუქურთმებული და ასევე წარწერა – я буду с тобой дорогой Митя. როგორც სასაფლაოს თანამშრომლებმა მითხრეს, დედას შვილისთვის გაუკეთებია ეს საფლავი და შემდეგ, როდესაც დედაც გარდაცვლილა, შვილის გვერდით დაუკრძალავთ. კუკიის სასაფლაოზე ერთი საოცარი, უპატრონო საფლავია, რომლის ისტორიაც არავინ იცის. მას „კაკუნი სამოთხის კარზე ჰქვია“ და დიდი ტკივილია გამოსახული. ადამიანს გიჩნდება განცდა, რომ ძალზე დიდი ცოდვების მატარებელი ადამიანია დაკრძალული, რომელიც სამოთხის კარზე უშედეგოდ აკაკუნებს. წლების წინ, როცა ეს საფლავი პირველად ვნახე, წარწერა არც კი ჩანდა, მიწით იყო დაფარული. ახლა საფლავი სახელმწიფო მუზეუმის დაქვემდებარებაშია, როგორც კულტურული ძეგლი. ის გასუფთავებულია და მიცვალებულის სახელი და გვარიც იკითხება – გიორგი მიხეილის ძე მირზაშვილი, რომელიც 1883 წელს დაბადებულა და 1959 წელს, 76 წლისა გარდაცვლილა. წყარო: primetime
Sokhumi Daily
Sokhumi · 2 weeks ago
რა მდგომარეობაშია აფხაზეთის ეკონომიკა? აფხაზეთში მკვიდრი ქართველის მოსაზრება.
აფხაზეთის ეკონომიკაში ფართომასშტაბიანი კრიზისი ძლიერდება და მას კიდევ უფრო რთული დრო ელის, ვიდრე მანამდე. ხელისუფლებას არაპოპულარული რეფორმების გატარება მოუწევს. პირველ რიგში, საუბარია უზარმაზარი ბიუროკრატიული აპარატის შემცირებაზე. კრიზისი აფხაზეთში ყველა სფეროში ქრონიკული გახდა. ადგილობრივები ამას უკვე შეეჩვივნენ, თითქმის ისევე, როგორც ტრადიციულ ფინჯან ყავას დილაობით. ამას ახლა პანდემიაც დაემატა. ჩაკეტილი საზღვრები, ნულამდე დასული ტურიზმი და ბუნდოვანი პერსპექტივები. ამ სიტუაციაში არ იცით რა უნდა აირჩიოთ: გახსნათ ტურისტული სეზონი და გააკეთოთ ფული – მაგრამ ამავე დროს მთელი ჯანდაცვის სისტემა გაანადგუროთ? ან განაგრძოთ იზოლირება გარე სამყაროსგან და დარჩეთ მშივრები, მაგრამ ჯანმრთელები? ფული არ არის ე.წ პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა უკვე თქვა, რომ კარგი არაფერია მოსალოდნელი – საჯარო სექტორში 2020 წლის ივნისისა და ივლისის ხელფასებს ძალიან დააგვიანდება. ე.წ გადასახადებისა და შემოსავლების მინისტრმა დაურ კურმაზიამ განწირულად განაცხადა: ბიუჯეტის შესავსებად მეტი რეზერვი აღარ არის. ე.წ ფინანსთა მინისტრმა ვლადიმირ დელბამ, იმავე დამწუხრებული ტონით, წლის ბოლოსთვის მშპ-ის 10% -იანი ვარდნა, ხოლო ბიუჯეტში ორი მილიარდი რუბლის [დაახლოებით 430 მილიონი დოლარი] ოდენობის გარღვევა იწინასწარმეტყველა. რას მოიმოქმედებს მთავრობა, უიმედო სიტუაციის დაფიქსირების გარდა, არავინ ამბობს. დროა ხელისუფლებამ თქვას ის, რაც დიდი ხანია ყველას ენაზე ადგას: “ასე ცხოვრება აღარ შეიძლება”. აფხაზეთის ეკონომიკის გასაჭირი რა ნათელ პერსპექტივებზე შეიძლება ვისაუბროთ, თუ ე.წ სახელმწიფო ხაზინის მთელი შემოსავალი სახელმწიფო სექტორის თანამშრომლების შენახვაზე იხარჯება? და მათ ნახევარს ბიუროკრატიული აპარატი შეადგენს, რომელიც ღირებულს ვერაფერს აკეთებს? ბიზნესი მოხელეების ასეთ უზარმაზარ რაოდენობას უბრალოდ ვერ შეინახავს. ეკონომიკის რეალურ სექტორსა და სახელმწიფო აპარატში მომუშავეთა თანაფარდობა ერთი ოთხთანაა, ხოლო თუ აქ პენსიონერებს დავამატებთ – ერთი შვიდთან. ფეოდალიზმის დროს მემამულეთა რაოდენობა გლეხებზე ბევრად მეტი რომ ყოფილიყო, ეს სისტემა ერთ წელსაც ვერ გაძლებდა. ყველა ნაკლოვანების მიუხედავად, იქაც კი ეკონომიკის ელემენტარული კანონები იყო დაცული. მაგრამ თანამედროვე აფხაზეთში ხელისუფლების ცვლილება პრეზიდენტის სასახლის შტურმის გზით ხდება. ალბათ ამიტომაა, რომ ეკონომიკის კანონებს აქ არავინ ითვალისწინებს. ხელისუფლებას კი არაპოპულარული ზომების შიში უკვე გენეტიკურ დონეზე განუვითარდა. ისაუბრონ რეფორმებზე, განაგრძონ ოცნება და არაფერი აკეთონ – ამის პრობლემა არ არსებობს. მაგრამ რამის რეალურად გასაკეთებლად ხელისუფლებას არც საკმარისი უნარი და არც გამბედაობა გააჩნია. აფხაზეთის ხელისუფლებას ნებისმიერი საკუთარი მოქმედების შედეგების ეშინია. ამავე დროს, ეკონომიკა კოლაფსში სწორედ მისი უმოქმედობის გამო აღმოჩნდა.#აფხაზეთი #სოხუმი #ეკონომიკა #sokhumidaily
Irina Toronjadze
Tbilisi · 3 months ago
დედის როლი-2
ამ დასკვნამ საინტერესოდ გაიჟღერა ჩემთვის, მართლაც ! „Cherchez la femme“... ყველაფრის უკან ქალი დგას, მაგრამ თავისი უბედურების უკანაც თვითონ თუ იდგა ამაზე პირველად დავფიქრდი... ხშირად ხდება ხოლმე, როცა პრობლემაა, მის გადაწყვეტას გარეთ ვეძებთ; გამოსავალს სხვა ადამიანების ქცევის, დამოკიდებულების შეცვლაში ვხედავთ და ვეჭიდავებით. ყველგან ვიყურებით - გარდა საკუთარი თავისა. რაღაცნაირად ვერ აღვიქვამთ საკუთარი თავის მნიშვნელობას პრობლემასთან. მე ვიტყოდი განათლება, განათლება არის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ამ საკითხის... მაგრამ არის რაღაც სხვაც... საზღვარგარეთ ყოფნისას ბევრ რამეს სწავლობ ადამიანი, იმასთან ერთად რის სასწავლებლადაც კონკრეტულად იქ ჩახვედი. შესაბამისად ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში, მაგისტრატურის კურსზე, ძალიან კარგად დავინახე, რომ ყველა სტუდენტს ნათლად აქვს წარმოდგენილი ის თუ რისთვის არიან იქ. აქვთ გააზრებულად ჩამოყალიბებული მთელი გეგმა, იციან სად იქნებიან უახლოეს 2 წელიწადში, როგორც სწავლის , ისე მათი სოციალური ცხოვრების მხრივ. თავისუფლად დგანან უამრავი საინტერესო გამოწვევების წინაშე და შესწევთ უნარი მათ მიერ არჩეულ ინტერესს სათანადოდ შეხვდნენ და მიიღონ ის, რასაც ელიან. ენერგია და მიზანმიმართულება იგრძნობა. ამის და სხვა რაღაცეების გამოც ჩემთვის ძალიან მომხიბვლელი ხალხია ეს დასავლელები. აფასებენ ცოდნას, ძალისხმევას, მიღწევებს. ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე. ბევრი გვქონდა საერთო, ბევრი რამითაც განვსხვავდებოდით. ერთ საღამოს, ლექციების, გემრიელი ვახშმის შემდეგ, ჭიქა წითელი ღვინოს დესერტად მირთმევისას, მომავალ გეგმებზე ვსაუბრობდით. ზოგი ნამდვილ,ზოგიც ჰიპოტეტურ გეგმებზე... ათასი რამე ითქვა, ასეთიც, ისეთიც, თუმცა მე მენიშნა რომ ყველას ავიწყდება მთავარი! არავის გეგმაში, არც ახლო, არც შორეულ მომავალში, არ შედიოდა ოჯახის შექმნა როგორც ასეთის! ბოლოს დავსვი სავარაუდოდ ძალიან გულუბრყვილო კითხვა : - კი მაგრამ გათხოვებას/ცოლის მოყვანას არ აპირებთ?! მათ ძალიან მარტივად მიპასუხეს, რომ- არა! როგორც გეგმა -მათ ეს არ აქვთ, თუ აეწყობათ ცხოვრება შესაბამისად, იფიქრებენ ამაზე, მაგრამ იდეაში, ახლა ამ გადმოსახედიდან ოჯახის შექმნა არ უნდათ. -როგორ?! -აღმომხდა მე ფრიად შოკირებულს: - აბა რას აპირებთ?! ოჯახი შვილები არ გინდათ?! რა უნდა აკეთოთ მთელი ცხოვრება?! მივხვდი რომ არ ელოდნენ ჩემს ასეთ რეაქციას ამ თემაზე. არც მე ველოდი ჩემი თავისგან. აღმოჩნდა, რომ ეს თემა - ოჯახი, გათხოვება, შვილები, იმდენად შერწყმულია ჩემს ცნობიერებაში, რომ ვერ მივხდი, რეალურად რამდენად განსაზღვრული ვარ ამ დამოკიდებულება-წარმოდგენებით. - შენ რომ ხარ და კიდევ და და ძმა რომ გყავს - ხომ კარგია?! რატომ არ უნდა გყავდეს შენც ოჯახი და შვილები?! რას ქვია არ იცი ოჯახი გინდა თუ არა? რას ქვია შვილები არ გინდა?!- გაუჩერებლად გავიძახდი მე. მათ კი ეცინებოდათ ჩემს ასეთ წრფელ აღშფოთებაზე. ბევრი ვიკამათეთ, უშედეგოდ. ბოლოს მითხრეს, რომ ჩვენ ვიღებთ შენს ტრადიციულ შეხედულებებსო და ნება მოგვეცი ჩვენ ჩვენი შეხედულება გვქონდეს და გვაპატიე თუ არ გავთხოვდებით/ცოლს არ მოვიყვანთო. სასაცილო ოყო მათთვის. ამის მერე მათ იცოდნენ ჩემი ეს მხარე და სავარაუდოდ სწავლის დამთავრების შემდეგ პირველი, რასაც ჩემგან ელოდნენ, საქორწილო მოსაწვევი იყო. ამ უმნიშვნელო,სახალისო, სამზარეულოს დისკუსიამ ჩემთვის სხვა მნიშვნელობა შეიძინა. დავინახე, რომ მიუხედავად ყველაფრისა ძალიან ვარ განსაზღვრული ჩემი ,როგორც ქალის, როლით: ქართველი, კულტურულ-ტრადიციული ქალის როლით,რაც გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს ჩემს სურვილებს, არჩევანს, აზროვნებას, ქცევას, დამოკიდებულებას, მომავალს ზოგადად. უცებ გაცხადდა ყველაფერი - კი ვისწავლე, სამსახურიც მაქვს, აქამდეც მოვედი და ვსწავლობ კიდევ, მაგრამ თურმე ჩემთვის ცხოვრების მთავარი ამოცანა, ცხოვრებაში ყველაზე დიდი მიღწევა მაინც გათხოვება, ოჯახის შექმნა და შვილების ყოლაა! აღმოჩნდა ,რომ ემოციურად და ბოლომდე გაუცნობიერებლად არაფერს ვთვლი ამაზე მნიშვნელოვნად. განსაკუთრებით მაინც ქალები არიან მთელი ამ სიმძაფრით დატვირთულნი, რადგან კაცისთვის სიმძაფრე ზავდება ფულის შოვნის, ზოგადად კეთილდღეობის საშუალებების მოძიებით. აქ გამოჩნდა რამდენად წინასწარ გადაწყვეტილია ყველაფერი ჩემთვისა და ბევრისთვის,რადგან ეს არ არის გააზრებული არჩევანი - არამედ ფაქტიურად განპირობებულობაა . რა გამოდის??! კულტურულ-ტრადიციული მოტივებიდან გამომდინარე, არ დევს მაინცდამაინც დიდი ინტერესი ქალის გონიერება-ნიჭიერებაში, არც მის ინტერესებს და მისწრაფებებს ენიჭება შესაბამისი წონა და მისი პროფესიონალიზმი/კარიერიზმი საერთოდ დიდად მოთხოვნადიც არაა, რადგან ყველაზე დიდი ქულა მას, მაინც, ოჯახის შექმნაში ეწერება. არავინ ფიქრობს ნამდვილ განათლებაზე, აზროვნებაზე, ნიჭის გაღვივებაზე, წახალისებაზე, არავინ გიშლის ცხოვრების სპექტრუმს... და როცა ეს ასე ხდება - პირველ, მეორე, მესამე ან დამამთავრებელ კურსზე რომ თხოვდებიან „კარგი გოგოები“, მათთვის მართლაც არაფერია ოჯახის შექმნაზე უფრო მნიშვნელოვანი. ამიტომ ეთმობათ ყველაფერი, სწავლაც, განათლებაც, საკუთარი ინტერესებიც, ნიჭიც, კარიერაც და აბსოლიტურად ყველაფერი ამ ქვეყანაზე... ... და აი მერე, ამ „კარგი გოგოების“ უმრავლესობა არის ჩვენი კარის მეზობელი, რომელიც ყოველ ღამე და ხანდახან დღეც, შიშის ქვეშ ითმენს,უძლებს და ეგუება ამ ყველაფერს, რასაც ჩვენ კედლის იქით ვისმენთ...
Gode Marr
Tbilisi · 4 months ago
ფისოქოლოგიური მონები.
თბილისში ვცხოვრობ,ვმუშაობ 12 საათიან გრაფიკზე 350 ლარს მაძლევენ. მენეჯერი მამცირებს,მაგრამ მთავარი ხო ისაა რომ თბილისში ვცხოვრობ.მერე რა,რომ სოფელში უფრო მეტი გაკეთება შემიძლია.შრომაა და მეზარება.. მაგას მირჩევნია ერთ ოთახში თბილისში ვიცხოვრო, ვიდრე ვიცხოვრო სოფელში სადაც შემიძლია ყველაფერი მქონდეს თუ ჭკუა და ხელი ერთად გავანძრიე.აქედან იბადება თქვენი პრობლემა.ეს არის ფსიქოლოგიური მონობა როდესაც გჯერა და გწამს რაღაცის. თუმცა ამას არანაირი ლოგიკური გამართლება არ აქვს.მოვიკითხავ ყველა არასამთავრებოს რომელიც ადამიანის უფლებისთვის იბრძვის. სამწუხაროდ თქვენ კიდევ კარგა ხანს ვერ გაგიგებენ თუ რას აკეთებთ,როგორ უნდა აჩუქოთ უფლებები მონებს გინდ კაცს და გინდა ქალს,რომელთაც გამჯდარი აქვთ იდიოტური წესები,რომლის საწყისი ფორმა მგონი არც არავინ იცის.ქალები ყვირიან იმ უფლებებისთვის რომელიც არ უნდათ ,ითხოვენ თანასწორობას თუმცა ისიც მოსწონთ როცა რეცესიულები არიან და მყარი ზურგი აქვთ. ამბობენ რომ ავიწროვებენ თუმცა ჩუმდებიან,მაგრამ როგორ თუ მოაზროვნეს ვინმე ავიწროვებდეს და გაჩუმდე არა და არა სრული სისულელეა და ზუსტად ამიტომ ამ ფსიქოლოგიური მონობის გამო ხდება ყველაფერი. ვეთანხმები რომ უნდა არსებობდეს უფლებები, თუმცა ადმაინი რომელიც ვერ შეიცნობს ამ უფლებების აზრს და ვერ იგებს თუ რა მიზანი აქვსამ უფლებებს. არ ნიშნავს ყელის ჩახლეჩვამდე სისტემის გინება შეცვლას. ამას მარტივი შესართავი აქვს ჩემთვის,ტრაკის თამაში,როცა ვერ ცვლი მაინც ვერაფერს და ყვირი იმის მიუხედავად რომ იმოქმედო, შენი ცხოვრეება წინ წაწიო და პროგრესირდე. შენ მაინც დგახარ და ყივირიხარ და რატომ?, რისთვის?, ვისთვის ?. აქ გადის ზღვარი ყველაფერს შორის და მანამ ვიქნებით სიბნელეში და აზრობრივ ვაკუუმში სანამ ეს ადამიანები სისტემური გამოქვაბულიდან არ გამოვლენ. თავად არ ექნებათ არჩევნის გზა,იყვნენ ისევ მონები თუ შეძლებენ საკუთარი გონებით საკუთარი ცხოვრების მართვას.კიდევ ერთი რამ,სისტემას ჩვენ ვქმნით და ვაძლევთ იმის უფლებას რა ზღვარზეც გადის ჩვენი მორალი.იმედი ბოლოს კვდებაო,ამბობდნენ თუმცა რამდენად დადგა ეს ბოლო ვარიანტი ჯერ არ ვიცით.ამიტომ მანამდე მოგვიწევს ვიფიქროთ და დავდგეთ არჩევნის წინაშე,რომლის არჩევაც შედარებით მარტივია თუ დავფიქრდებით. Tbilisi #opinion
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
მეუფე იაკობი ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვს
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი დაავდებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელებს, ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს მოსახლეობის გაფრთხილების გამო ბოდიშის მოხდას სთხოვს. ,,ამ ორ ადამიანზე ვლაპარაკობ, მე სხვა ექიმებზე არაფერი ის არ მაქვს, გულიანი ადამიანები არიან ისინი და სხვანაირად იქცევიან. მაგრამ ამათი საქციელი, მე ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ იმიტომ, რომ ღირსება შერჩეთ", - განაცხადა ეპისკოპოსმა. მისივე თქმით, როდესაც გაჰკივიან და გვიყვირიან, არავინ არა ვართ მაგათგან დავალებული, რომ ასე გვიყვირონ. “ზოგიერთს რომ ვუყურებ... ჩემთვის პატივს ვცემდი ექიმებს, ზოგიერთს რომ ვუყურებ და რაღაც ისე ლაპარაკობენ, ალბათ, როდესაც გინდა, რომ უწინამძღვრო ხალხს, შესაბამისად, სიმშვიდე უნდა გქონდეს, რაღაც უნდა გქონდეს და რომ გამოდიხარ და თვითონ პანიკას თესავ. თუ ომია, პანიკას ვინც იწვევდა ომის დროს, მე კარგად ვიცი იმათ რასაც უკეთებდნენ. ბატონ ამირან გამყრელიძეს და ბატონ პაატა იმნაძეს ვგულისხმობ. როდესაც გაკივიან და რომ გვიყვირიან, არავინ არა ვართ მაგათგან დავალებული, რომ ასე გვიყვირონ. მოწოდება არ არის. როდესაც ტონს არ იცავენ, როდესაც კუბოებზე ლაპარაკობენ. მესმის საქართველოში რომ ისე იყოს, იქნებ ჩვენ არ ვიცით და ძალიან ბევრია დაინფიცირებული? გვითხრან ეგეც, 400 კაცი არ იყო, როდესაც ასეთი საუბარი დაიწყეს და მასე რატომ ლაპარაკობენ? ეპიდემია რა არის? მოსახლეობის რამდენი პროცენტი უნდა იყოს დაავადებული? ახლა კორონას გადავურჩებით, კიდევ სხვა რაღაცაც იქნება, სიკვდილს კიდევ როგორ გადაურჩეს ხალხი? ამიტომ რომ დავუჯეროთ, ცოტა ზომიერად უნდა ილაპარაკონ. ვფიქრობ, კარგი ექიმები არიან, ექიმებს საერთოდ დიდ მადლობას ვუხდი, რასაც აკეთებენ და ღმერთმა დაგვიფაროს, ნუ გვექნება მატება. გინდ მასე იყოს, ეგ როგორ უნდა თქვა? თუ ვერ უმკურნალებ, ექიმებს პანიკებში აგდებ ხომ? იქნებ ჩვენზე მეტი იციან, რა ხდება? თორემ ისე კორონავირუსზე რა იციან, მასე მკვლელია? ან არ არის მკვლელი? ხომ ვერ ამბობენ, ვერაფერს ამბობენ, მსოფლიოში ვერ ამბობენ და აქ როგორ უნდა თქვან?” - განაცხადა მეუფე იაკობმა.#კორონავირუსი #მეუფეიაკობი #პანდემია #ექიმები #tbilisidaily
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
სახლში დარჩენაზე უკეთესი იარაღი არც ერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას არ აქვს - ბექა ბახტაძე
არავინ იცის, ორმეტრიანი დისტანციაც დაგვიცავს თუ არა ამ ვირუსისგან, - ამის შესახებ რეანიმატოლოგმა ბექა ბახტაძემ განაცხადა. ეკლესიაში დისტანციის შესაძლო დაცვის საკითხზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ მისი, როგორც ექიმის და მეცნიერის პოზიციაა, რომ აუცილებელია დავრჩეთ სახლში. “არ არის საუბარი უშუალოდ ინსტიტუციაზე ან ვინმეს რელიგიურ ხედვაზე, აქ არ არის საუბარი ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის, საუბარია უშუალოდ შენობაზე, სადაც იკრიბება ხალხი, სადაც ვენტილაცია არ არის საკმარისი. ასევე, ვერავინ დამაჯერებს, რომ 2000 და 3000 კაცი დისტანცირებას მოახდენს, თუნდაც 12 და 15 საათის განმავლობაში და ერთმანეთს არ შეეხებიან. ჩემი, როგორც ექიმის და მეცნიერის პოზიცია არის მყარი, და მოვუწოდებ ნებისმიერ სხვა ექიმს საქართველოში, გამოხატოს ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ აუცილებელია სახლში დავრჩეთ. არავინ იცის დღეს, რომ თუნდაც ის 2 მეტრიანი დისტანცია 100%-ით იცავს ხალხს. რა თქმა უნდა, უკეთესია ვიდრე ფიზიკური კონტაქტი, მაგრამ სახლში დარჩენაზე უკეთესი იარაღი არც ერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას არ აქვს. მგონი, იმ ზღაპრების არავის სჯერა, რომ საქართველოს აქვს ის რესურსი, რომელიც საკმარისი იქნება თუ ეს დაავადება უკონტროლო გახდა, გაუმკლავდეს. პიკის მოდელირება ხდება ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობთ. ჩვენ თუ ხვალ გვექნება 200 ახალი შემთხვევა, ეს პიკი სრულიად სხვანაირი შეიძლება გახდეს. პიკზე მისვლა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მორჩა, მთაზე ასვლა და ჩამოსვლა დაახლოებით ერთი და იგივე სირთულესთანაა დაკავშირებული. პიკის შემდეგ შემთხვევების რაოდენობა მცირედ იკლებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უკან მოვიტოვეთ და გარეთ გამოვიდეთ” - განაცხადა რეანიმატოლოგმა.
Mate Chapichadze
Dortmund · 11 months ago
დორტმუნდის აეროპორტში შევხვდი ქუთაისელ კაი კაცს და მეპატიჟებოდა წამოდი აგერ სახლში გიმასპინძლებო. რა ვართ ეს ქუთაისელები 😂
Mate Chapichadze
Kutaisi · 2 months ago
მთავარია ვინ იქნება შემდეგი ?
მაშინ როცა დღეს 2 მაისობას ქალაქის მშვენიერებით სიწყნარით სიმშვიდით ულამაზესი ხედებით ვტკბებოდი, ჩემს ქუჩაზე კამიკაძე ტერორისტმა დედის თვალწინ ველოსიპედით ზებრაზე გადამავლი ბავშვი მოკლა, მერე რა მოხდა?! მთავარია კორონას სტატისტიკა არ მიმატებია. ჩვენ ვართ ერი რომლებიც გარდაცვლილებს უფრო მეტ პატივს მივაგებთ ვიდრე ცოცხლებს, ჩვენ ვართ ერი სადაც ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებს ბედის ირონიას მივაწერთ, ნაცვლად იმისა რომ გამოვიკვლიოთ რატო მოხდა ეს შემთხვევა როგორ შეიძლება აღმოვფხვრათ ასეთი შავი წერილები. შეგროვებული ხალხი ამბობდა სწრაფი სიჩქარით მოძრაობდაო, რამდენი დარეკავდა ასეთ დროს პატრულში ?! რათქმაუნდა არავინ. მოკლედ როგორ ქართული ანდაზაშია სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი გამოვა ამჯერადაც.