არსებული ეპიდსიტუაციის პირობებში სექტემბერში სწავლა განახლდება

0
დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი ეპიდსიტუაცია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ სექტემბერში სკოლებში სწავლის განახლებას საფრთხე არ ემუქრება. მისი სიტყვებით, შესაბამის გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღებენ. „დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე არავითარი საშიშროება იმის, რომ სწავლა არ დაიწყოს, არ არის. თუ ეპიდსიტუაციას, როგორიც დღეს გვაქვს, შევინარჩუნებთ, არავითარი საფრთხე სწავლის არდაწყების არ არის“, - განაცხადა ამირან გამრელიძემ, მედიასთან საუბარში. ამავე თემაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ სკოლის შენობებში სწავლის განახლების თარიღთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომდგნლები მუშაობენ. მისი მოსაზრებით, ამჟამინდელი მდგომარეობით სექტემბერში სწავლის განახლების თვალსაზრისით პრობლემა არ ჩანს. „ვინაიდან სექტემბერი უკვე ახლოს არის, ჩვენ, ხელისუფლება, მათ შორის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები, უკვე ვაკეთებთ ყველა სამეცნიერო არგუმენტების კონსოლიდაციას, რათა ამ საკითხზე მივიღოთ დროული და სწორი გადაწყვეტილება. მე პირადად, ვფიქრობ, რომ სექტემბერში სწავლის დაწყების პროცესს, იმ ყველა თანმდევი სერვისებით, რომელიც სწავლის პროცესს ახლავს, ჯერჯერობით როგორც ჩანს, პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ ვემზადებით და ვმუშაობთ იმისთვის, რომ სექტემბერში მოხდეს სწავლის განახლება რეალურ რეჟიმში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ის აქვე  შენიშნავს, რომ სწვლის  განახლებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომ დროა ბავშვები ჩვეულ სასწავლო პირობებს დაუბრუნდნენ. Unicef-ი მოუწოდებს ხელისუფლებას სკოლები იმ პრიორიტეტულ დაწესებულებებს შორის მოაქციოს, რომლებიც უსაფრთხოების ზომების დანერგვის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი. „რაც უფრო დიდხანს რჩებიან ბავშვები სკოლის გარეშე, მით უფრო იზრდება მათი დაუცველობა სხვადასხვა რისკების მიმართ. სკოლების დახურვა განსაკუთრებით მძიმედ აისახება დაუცველ ბავშვებზე. ვითარების გაუმჯობესებასა და შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, დროა, ბავშვები დაუბრუნდნენ ჩვეულ სასწავლო პირობებს“, - ნათქვამია განცხადებაში. .    https://www.radiotavisupleba.ge/a/30704438.html
#ახალი_ამბები
#twitter
0