მსოფლიოს პატარა ელჩი, რომელიც ცივ ომზე ღიად საუბრობდა...

0
მსოფლიოს პატარა ელჩად” წოდებული ამერიკელი გოგონა – სამანტა სმიტი, რომელიც “ცივი ომის” ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოდ იქნა მიჩნეული, 1983 წლის დეკემბრის თვეში მიწვეულ იქნა “ამომავალი მზის” ქვეყანაში – იაპონიაში, სადაც იმართებოდა ბავშვთა საერთაშორისო სიმპოზიუმი ქალაქ კობეში.აღნიშნული მიწვევის ინიციატორი, თავად იაპონიის პრემიერ-მინისტრი იასუჰირო ნაკასონე გახლდათ.სიმპოზიუმზე სამანტამ წამოაყენა წინადადება, რომლის მიხედვითაც ამერიკელებსა და საბჭოელებს ყოველ წელიწადს ერთმანეთში სულ ორიოდე კვირით შვილიშვილები უნდა გაეცვალათ.როდესაც სამანტას აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ჰკითხეს, ”მსოფლიოს პატარა ელჩმა” ასეთი პასუხი გასცა: “ასეთი იდეის განხორციელების შემთხვევაში, ორივე მოწინააღმდეგე მხარეები მოერიდებან ერთმანეთის ატომური იარაღით დაბომბვას, რადგან ეცოდინებათ, რომ მათ სამიზნე ქვეყანაში მათივე შვილიშვილები იმყოფებიან!”
გაგრძელება კი ასეთი ქონდა მის ინიციატივას, მან წერილი გაუგზავნა საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივანს: მე მქვია სამანტა სმიტი. 10 წლის ვარ. გილოცავთ თქვენს ახალ დანიშვნას, ”ნათქვამია წერილში. - ძალიან ვწუხვარ, თუ ბირთვული ომი დაიწყება საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის. ომის მომხრრ ხართ თუ არა? თუ წინააღმდეგი ხართ, მაშინ გთხოვთ მითხრათ, როგორ აპირებთ ომის თავიდან აცილებას? რა თქმა უნდა, თქვენ არ ხართ ვალდებული უპასუხოთ ამ კითხვას, მაგრამ მე მსურდა იმის ცოდნა, თუ რატომ გსურთ დაიპყროთ მთელი მსოფლიო, ან სულ მცირე ჩვენი ქვეყანა. უფალმა შექმნა დედამიწა ისე, რომ ჩვენ ყველას შეგვეძლოს მშვიდობიანად ცხოვრება და არა ბრძოლა”.
წერილს დიდი გამოხმაურება მოყვა და მალე ადრესატმა პასუხიც დაუბრუნა სამანტა სმიტს, ის ტიმსოიერის მთავარ გმირს ბეკის შეადარა და ოჯახთან ერთად მოსკოვში მიიწვია.
. New York Times- მა მას უწოდა "სკოლის მოსწავლე, რომელმაც განიარაღა რუსები." დიდი პატივით უმასპინძლეს პატარა ელჩს მოსკოვში, რომელმაც თვითმფრინავის ტრაპზე ასულმა რუსულად წარმოთქვა: “ჩვენ ვიცხოვრებთ!” ცხოვრება მართლაც გაგრძელდა.... სამანტა სმიტი კი მამასთან ერთად ავიაკატასტროფის მსხვერპლი გახდა. ათწლეულების შემდეგ, უმეტესობა, ვისაც სამანტას ამბავი ახსოვს, მიაჩნიათ, რომ მისი სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო, აგრეთვე გარემოებათა ერთობლიობა, რამაც მას სახელგანთქმული ხასიათი მისცა. ცხადია, პროპაგანდის გარეშე ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სამანტა ორივე ზესახელმწიფოს ხელში თამაშობდა: მან თავისი ამერიკული სპონტანურობით მოხიბლა საბჭოთა ხალხი და ამერიკელებს უჩვენა სსრკ-ს ადამიანის სახე.
#ამერიკა
0