თავდაცვის სამინისტრო სარეკლამო ფილმის გადაღებაში 300 ათასი ლარს დახარჯავს

0
თავდაცვის სამინისტრო 299 994 ლარის გადახდას გეგმავს სატელევიზიო პროექტში, რომლსაც ერქმევა - "მე საქართველოს ჯარისკაცი ვარ. "  სამინისტრო 7 სერიანი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის გადაღებას გეგმავს. უწყებამ ფილმის ტენდერის გარეშე გადაღებისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. ამ მიმართვაში უწყება ფილმის მნიშვნელობას ასე ასაბუთებს: "სერიალის მიზანია ქართული ჯარის პოპულარიზაცია, ვეტერანებისთვის პატივის მიგება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების ანალიზი და საზოგადოების ინფორმირება ქართველი ჯარისკაცების მიერ სამხედრო ოპერაციების წარმატებით შესრულებული მისიების შესახებ". შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციითვე ირკვევა, რომ ფილმს შპს 20 Steps Productions დაამზადებს, რომელსაც მაისში უკვე გადაღებული აქვს საპილოტე ვერსია. გათვლებით, 7-ვე სერიის გადასაღებად აგვისტოს ბოლომდეა ვადა. კომპანია 20 Steps Productions ქართულენოვან ფილმებს იღებს. ვებგვერდის მიხედვით, კომოპანიას 15 ფილმი აქვს გადაღებული, რომელთა შორისაა "შინდისი", "პრეზიდენტი" და სხვა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30704711.html
#ახალი_ამბები
#twitter
0