17 votes
1 comments
0 shares
Save
9 views
Tako Kvaratskhelia
Tsalenjikha · 11 months ago

განახლებული “წყურგილე”.

ახლა ამინდები გამოვიდეს და ეგაა✌🏼


Tako Kvaratskhelia
Tsalenjikha · 11 months ago
Similar Posts
Batumi Daily
Batumi · 1 month ago
როგორია ბათუმი კარანტინის შემდეგ?
კარანტინიში ყველა ჩვენგანს ალბათ, ერთი და იგივე შეგრძნება გვეუფლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მეზობლის სარეცხ თოკზე ისევ შრებოდა სამოსი, აქა-იქ შეინიშნებოდა ხალხის გადაადგილება ან მანქანის ძრავის გრუხუნი, ქალაქი დაცარიელებული იყო, სამუშაო პროცესები გაჩერებული და ყველაფერი ბევრად უფრო სევდიანი ვიდრე აქამდე. თითქოს სამყარომ მოგვცა შანსი, რომ გვეფიქრა და ყველაფრის დასრულებას განახლებული ცხოვრების სტილით შევგებებოდით. და აი, როცა ბათუმის პატარა ქუჩებში საგზაო მოძრაობის გაუსაძლისმა არეულობამ იფეთქა, მაშინ დაიწყო ცხოვრება კარანტინის შემდეგ. ამან კი რამდენიმე მკაფიო დადებითი, რამდენიმე კი უარყოფითი ცვლილება მოიტანა ჩვენთვის: შეიცვალა ტრანსპორტი ბათუმი ის ქალაქია, რომელიც ყველაზე დიდ შესაძლებლობას გაძლევს ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიო. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კი, ვფიქრობ, ეს ძალიან ბევრმა ადამიანმა გააცნობიერა. მივხვიდით, რომ ველოსიპედების ტრანსპორტად გამოყენება არც ისე ურიგო აზრია. მეტიც, ძალიან მარტივი, სწრაფი და იაფი გადაადგილების საშუალებაა. მას არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი ქალაქისთვისაც დიდი სარგებელი მოაქვს. ბათუმის ბუნებას კი, მოგეხსენებათ, გამოცოცხლება ნამდვილად სჭირდება. ახლა, როცა გარეთ გადიხარ გრძნობ, სუნთქვის საშუალება მეტად გაქვს და აღარც საცობებში დგახარ დაუსრულებლად. ველოსიპედებთან ერთად, გაიზარდა ქვეითთა რაოდენობაც. იმის გამო, რომ ქალაქი პატარაა, აქ თითქმის არასდროს გეჩქარება და არასდროს აგვიანებ. ახლა, როცა ადამიანები სამარშურუტო ტრანსპორტით მოძრაობასაც ამცირებენ, ფეხით გადაადგილება ერთ-ერთი ოპტიმალური ხერხი გახდა. თუმცა რთულია, წინასწარ საუბარი იმაზე, თუ შევძლებთ ამ მიდგომის შენარჩუნებას და საბოლოოდ თუ ჩავანაცვლებთ მანქანებს, სხვა უფრო მარტივი და ჯანსაღი ტრანსპორტით? შემცირდა ტურისტთა რაოდენობა აღარ მახსოვს როდის ვნახე ბოლოს ბათუმი ასეთი ცარიელი და ერთფეროვანი. ცხოვრება შენელდა და პირველად, ამდენი წლის მანძილზე ზაფხული მოსაწყენმა აურამ მოიცვა. ახლა, როცა, როგორც იქნა, წვიმიანი ამინდები დროებით მაინც გავისტუმრეთ და ცხელი დღეების ფონზე ზღვის ტალღების მყუდროება კვლავ შევიგრძენით, ქალაქს ტურისტები აღარ ჰყავს. გარდა იმისა, რომ ეს ჩვენს განწყობაზეც დიდ გავლენას ახდენს, ქალაქის ეკონომიკური მდგომარეობაც ძალიანი დიდი საფრთხის ქვეშაა. წარმოუდგენელია, ზაფხულის ბათუმი ტურისტების , იმ მძვინვარებისა და ამაღელვებელი განწყობის გარეშე, რაც ცხელ ბათუმს ახასიათებს ყოველწლიურად. მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, იგი მაინც სახელდება 2020 წლის აუცილებლად სანახავ ტურისტულ ქალაქად, რომელიც უცხოელ დამსვენებლებს უსაფრთხო, გამწვანებულ და გამოცოცხლებულ გარემოს სთავაზობს. მართალია, ამ მხრივ, სხვა წლებთან შედარებით, სეზონი გვიან გაიხსნება, მაგრამ თუ აღნიშნულ სიტუაციას გავითვალისწინებთ, წლევანდელი ზაფხული იქნება და აუცილებლად, ტურისტებთან ერთად. ##ბათუმი ##ტურიზმი ##ჯანსაღიცხოვრება ##batumidaily
Vako Nt
Tbilisi · 4 days ago
ნაწყვეტი წიგნიდან - ტვინის ტYვნა
დაბრკოლებები ამ წიგნის დაწყება მინდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინსაითით, რომელიც ყველამ უნდა დაიზეპიროს. დაბრკოლებები, ეს არის ნებისმიერი ადამიანის შემოწმება, მის მიერ წამოწყებული საქმის გასამტკიცებლად. ანუ, პიროვნებას, რომელიც ვერ გადალახავს დაბრკოლებებს, რომელიც მისცემს ამავე ,,კედლებს’’ (ასე ვეძახი მე დაბრკოლებებს) უფლებას, რომ შეჩერდეს არ არის მზად ამა თუ იმ საქმისთვის საბრძოლველად, ან თუნდაც ამავე საქმეზე თავისი დროის დასახარჯად. ეს ინსაითი მნიშვნელოვანია და გირჩევთ კიდევ ათასჯერ გადაიკითხოთ, იმიტომ, რომ მისი გააზრება, იქნება პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იმისათვის, რომ შენ ჩემო კარგო, არასდროს დანებდე. მოდი ერთ მცდარ მაგალითს მოგიყვან. რა დაბრკოლებები შემხვდება მე ამ წიგნის დაწერისას და გამოცემისას? მმმ, წერის დროს შეიძლება ლეპტოპმა მიღალატოს და სამუდამოდ გაფუჭდეს... ბოლოს და ბოლოს უკვე 6 წელია, რაც უღალატოდ მუშაობს, დამიბერდა ეს საწყალი მაგრამ, ხომ შესაძლებელია, არა უეცრად გაფუჭდეს? უცებ ადგეს და გაითიშოს. კი, შესაძლებელია, და ზუსტად ეგ იქნება ერთ-ერთი დაბრკოლება, რომელიც შეამოწმებს ჩემს გადაწყვეტილებას იმისა, ვარ თუ არა მე მზად ამ წიგნის დასაწერად.. კიდევ რა შეიძლება მოხდეს? სავარაუდოდ თვითონ ხალხიც შემიქმნის დაბრკოლებებს, ელემენტარულად ამ წიგნის სახელის გამო (ისინი უბრალოდ უარყოფენ წიგნში განთავსებულ ფასეულობას, მისი სითამამის გამო). მესმის, მომავალში, როცა ტვინის ტყვნას რომელიმე სხვა ქვეყანაში გამოვცემთ, იქ, შესაძლოა ამ სახელმა არანაირი უარყოფა არ გამოიწვიოს, მაგრამ აი, იმ ენაზე, რომელზეც ახლა ეს წიგნი იწერება, იმ ქვეყანაში, რომელშიც ის პირველ რიგში გამოიცემა, ესეთი სახელი, ნამეტანი აგრესიულია... აქედან გამომდინარე, არ გამიკვირდება არც ის, რომ ხალხმა დამიწყოს ,,დაკერვა’’ სახელის შესაცვლელად და ამისთვის ღმერთმა იცის, რას არ მოიფიქრებენ. კიდევ, შეიძლება გამოცემის შემდეგ, რეკლამაშიც შემექმნას, რაიმე კედლები. მაგალითად, ასეთი სახელის გამო, სარეკლამო კომპანიებმა შესაძლოა ვერ გარისკონ წიგნის გაპიარება... კი, შესაძლებელია ეგეც. მოკლედ, კიდევ მილიონი რაღაც შეიძლება მოხდეს, და იცი ამ მაგალითის მოყვანამდე რატომ ვთქვი მცდარ მაგალითს მოგიყვან თქო? იმიტომ, რომ ყველაზე დიდი შეცდომაა, დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ რა დაბრკოლებები შეიძლება შეგხვდეს მომავალში, ამა თუ იმ საქმის წამოწყებამდე, ან წამოწყების შემდეგ. ესეთი ფიქრი, აჩენს შიშს, ეჭვებს, თვით დაუჯერებლობას და სხვა მრავალ სიბინძურეს, რომელიც არასდროს დაგეხმარება რაიმეს მიღწევაში. შენ უნდა გაითვალისწინო, რომ აჯობებს დაიწყო, ის საქმე, რომლის დაწყებაც გინდა იმაზე ფიქრის გარეშე, თუ როგორი კედელი შეიძლება შეგხვდეს მომავალში და მერე იმოქმედო ამავე კედლების დასანგრევად ან გვერდის ასავლელად, შესაბამისად იმ სიტუაციისა, რომელშიც მოხვდები. შენ ხომ რაიმე გიგანტური კომპანიის რისკ მენეჯერი არა ხარ, არა? ყოველთვის იმაზე იდარდო, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში და როგორ შეიძლება გაგიფუჭდეს საქმე? შენ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, რომელსაც რაღაცის მიღწევა უნდა და ზუსტად ამიტომ კითხულობს ჩემს წიგნს. გაითვალისწინე ისიც, რომ უმეტესობა კედლები, რომლებიც შენს წარმოსახვებში წარმოიდგინე, არასდროს აშენდება. ისინი უბრალოდ არ ასრულდება და შესაბამისად არც იმსახურებს ასეთ ყურადღებას. მესმის, ბევრი ფრთხილი ადამიანი შეეწინააღმდეგება ჩემს ნათქვამს და მკითხავს: კი მაგრამ, რისკები წინასწარ არ უნდა დაითვალო? კი! დაითვალე თუ გინდა, მაგრამ ხალხის უმრავლესობა ვისთვისაც ეს წიგნი იწერება, რისკებს კი არ ითვლის, იმას კი არ ფიქრობს როგორ დარჩეს მოგებული ნებისმიერ კედელთან დატაკების სიტუაციიდან. ისინი იმაზე ფიქრობენ, თუ რა შეიძლება, რომ დაემართოთ, რამ შეიძლება შეუშალოს ხელი და არა როგორ უნდა მოაგვარონ ეს ხელის შემშლელი კედლები. გასაგებია? ისინი ამ კედლებზე ფიქრით, იგონებენ არარსებულ დაბრკოლებებს და წლების მანძილზე ერთი და იგივე იდეას თავში ტრიალით უმოქმედოდ ატარებენ. შემდეგ რა ხდება? ეს ხალხი არაფერზე მიღწეული ბერდება და კვდება. მოკლედ! არასდროს არ იფიქრო იმაზე, თუ რა დაბრკოლება შეიძლება შეგხვდეს მომავალში, თუ რა თქმა უნდა არ შეგიძლია რეალური დაბრკოლებების წარმოდგენა და მათი გადათელვის გეგმის შედგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ ვერასდროს წამოიწყებ, ან ვერასდროს დაასრულებ იმ საქმეს, რომელიც შენთვის ბევრს ნიშნავს. ახლა გადავიდეთ შემდეგზე: როგორ გვამოწმებს სამყარო დაბრკოლებებით? ზღაპარი: იყო და არა იყო რა, ერთ გენიალურ, მაღალ, შავთმიან და კურნოსა ცხვირიან ბიჭზე კარგი ვინ იქნებოდა? ეს ბიჭი, მთელი მისი ცხოვრება ეტაკებოდა დაბრკოლებებს, ერთგვარ კედლებს, რომლებიც ყოველთვის ახალ გამოცდას უქმნიდა მას და ამოწმებდა: მზად არის, რო ეს ბიჭი ამა, თუ იმ საქმისათვის? ის არასდროს ნებდებოდა, მას ვერც ერთი კედელი ვერ აჩერებდა. ზოგჯერ კბილებითაც ანგრევდა ამ მათ და ისე ამტკიცებდა თავის სიძლიერესა და გადაწყვეტილებას. და ზუსტად ამიტომ, ბიჭმა ისწავლა ნებისმიერი დაბრკოლების ამოცნობა და მის დასამარცხებლად მოქცევაც. მორჩა ზღაპარი! იცი, როგორ გვამოწმებს სამყარო დაბრკოლებებით? როგორ და როცა რაიმე ახალ საქმეს ვიწყებთ, ის ყოველთვის გვაძლევს საჭირო მიზეზებს ამავე საქმის ფეხებზე დასაკიდებლად. მიზეზები კი, შინაგანი უარყოფებიდან იწყება და რა თქმა უნდა გარე სიტუაციებით მთავრდება. თუ მაგალითად, 40 წლის ვართ და ცხოვრებაში მაქსიმუმ 40 მეტრი გვირბენია, სირბილის დაწყებამდე, დაბრკოლება პირველ რიგში ჩვენივე ნებისყოფა, უფორმობა და იდიოტიზმი იქნება, ხოლო შემდეგ კი მუდმივი წვიმები და ცუდი ამინდები, რომლებიც შენ წარმოიდგინე ხელს გვიშლის სირბილის დაწყებაში. ჰო, არა? ჩვენ ჰომ ისეთი ნაზები ვართ, რომ ღრუბლები გვიშლის ხელს სირბილში... ეგ მიზეზი ჩვენ წინაპრებს უთხარით, თავსხმა წვიმაში, სისხლში გასვრილები, რომ იცავდნენ თავის მიწებს დამპყრობელი არმიისგან. კარგი, ცინიზმი დავივიწყოთ და წიგნს დავუბრუნდეთ... ესეიგი, თუ რაიმე საქმის წამოწყება გინდა, მზად იყავი იმისთვის, რომ აუცილებლად შეგხვდება და შეგექმნება ობიექტური (მნიშვნელოვანი სიტყვაა: ,,ობიექტური’’) მიზეზები ამავე საქმის მისაგდებად. უფროსწორედ შენ მოგეჩვენება ეს მიზეზები ობიექტურად, ელემენტარულად იმიტომ, რომ შენივე ტვინი გატყუებს ამ დროს და ცდილობს დარჩეს თავის კომფორტის ზონაში, ახალი საქმის გაწირვის ფასად. შენს ტვინს არ აინტერესებს, რა შეიძლება მოგიტანოს დროებითმა უკომფორტობამ და დროებითმა ასე ვთქვათ გასაჭირმა მომავალში. მას მხოლოდ ის აინტერესებს, რომ გადარჩეს და გამრავლდეს. შესაბამისად მისთვის სულაც არ არის მნიშვნელოვანი, რისი მიღწევა გინდა შენ. და ზუსტად ამიტომ, ის მოგცემს არა ერთ ,,ობიექტურ’’ მიზეზს იმისათვის, რომ ნებისმიერი წამოწყებული საქმე შუა გზაში, ან 25%-ში მიატოვო. (მზად იყავი შემდეგი დაბრკოლებისთვის: თუ შენთვის პიროვნული განვითარება, რაღაც ახალია, შენი ტვინი აუცილებლად მოგაწვდის, არა ერთ ,,ობიექტურ’’ მიზეზს იმისათვის, რომ ეს წიგნი ბოლომდე არ წაიკითხო და მასში განთავსებული რჩევები პრაქტიკაში არ გამოიყენო). მაგალითები ცხოვრებიდან: 1) როცა სირბილს ვიწყებდი, ვიყავი 22 წლის, უფორმო და უმოტივაციო პიროვნება. სიგარეტს იმ დროს უვკე 12 წლის ასაკიდან ვეწეოდი და სულ რაღაც ორი, თუ სამი თვის მიტოვებული მქონდა. მოკლედ, ერთი ჩვეულებრივი დეგრადანტი ვიყავი, რომელიც საკუთარ ორგანიზმს არასდროს უფრთხილდებოდა და ყველანაირი შხამით წამლავდა. შენი აზრით, როგორ დაბრკოლებებს ვეტაკებოდი იქამდე სანამ სირბილს ჩვევად არ ვიქცევდი? მე შენ გეტყვი ელემენტარულებს: ხან საჭირო დროს ვერ ვიღვიძებდი, ხან კუნთები მტკიოდა, ხან წვიმა წამოვიდოდა, ხან ნამეტანი სიცხე იქნებოდა, ზოგჯერ ზედმეტად ციოდა. ყოფილა სიტუაციაც , როცა მიზეზად მეგობრის შეყვარებულზე დაშორებასაც ვიყენებდი. ვითომ სადაა ლოგიკა, ჰო? მაგრამ მაინც, ჩემი ტვინი ათასობით მიზეზს იგონებდა იმისთვის, რომ სირბილისთვის თავი დამენებებინა და ისევ ისეთივე სუსტი და ამავდროულად ცხიმით სავსე მასა დავრჩენილიყავი... მაგრამ მე ყველა ამ დაბრკოლების გადალახვა შევძელი და დღეს უკვე სირბილი ჩემი ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს იკავებს. 2) ერთხელ, ერთ ჩემს ახლობელს გავუმზადე პიროვნული განვითარების 30 დღიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა კომფორტის ზონიდან გამოსვლას , სწორი აფირმაციების რეგულარულად გამოყენებას (აფირმაციებზე და კომფორტის ზონაზე მომავალში ვისაუბრებთ. არ შეგეშინდეს) ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებას და მოკლედ, პიროვნული განვითარების მთელ ბუკეტს. სადაც ერთ-ერთი დავალება იყო კბილების საპირისპირო ხელით გამოხეხვა (ანუ იმ ხელით, რომლითაც მისთვის უკომფორტო იყო.) იცი რა მოხდა ამ პროგრამის შესრულების მეთორმეტე დღეს? რა და, ამ კაცს, ადამიანს, რომელსაც მთელი მისი ცხოვრება ჯანსაღი და ძლიერი კბილები ჰქონდა, ერთ-ერთი მათგანი ამოუვარდა. ანუ, ასე უბრალოდ ადგა კბილი და ამოვარდა. იცი, რა მოხდა შემდეგ? რა და ამ მამაკაცმა თავი დაანება პროგრამას. მოდი გავაანალიზოთ ეს სიტუაცია: გაითვალისწინე, რომ კბილის ამოვარდა, ეს იყო ერთ-ერთი კედელი, ანუ ზუსტად ის ობიექტური მიზეზი, რომელიც აძლევდა ადამიანს შანსს მთელი პროგრამისთვის თავი დაენებებინა, რაც უკვე ვახსენეთ, რომ მოხდა. ანუ, ამ მამაკაცს არ სურდა ბრძოლა იმისათვის, რომ პროგრამა დაესრულებინა, შესაბამისად მოხდა ისეთი, რამ, რამაც ხელი შეუწყო მის დაუსრულებლობაში... არის ჰო რაღაც აზრი ამ იდეაში? ამ მაგალითით, მე იმის თქმა მინდა, რომ ყოველთვის გამოჩნდება მიზეზი, იმისათვის, რომ მიატოვო ნებისმიერი საქმე და სწორედ ამ მიზეზებით გამოწმებს შენ სამყარო, ხარ თუ არა მზად ამავე საქმის ბოლომდე მისაყვანად. უკვე განვმეორდი კიდეც, რაც თვითონვე არ მსიამოვნებს, მაგრამ არაუშავს. ჩემი წიგნია და რასაც მინდა იმას გავაკეთებ! ახლა შემდეგი კითხვა: როგორ გადავლახოთ დაბრკოლებები? ამის პასუხი იმდენად ელემენტარულია, რომ მილიარდობით ადამიანი ვერ გაიგებს დაჟე მილიარდჯერ, რომ გადაიკითხოს ის. გინდა გადალახო დაბრკოლებები? (მაშინ მომწერე და გამოგიგზავნი ჩემს წიგნს ^^)#წიგნები#feedcgrant
Zugdidi Daily
Zugdidi · 1 month ago
მესტიაში უხვმა ნალექმა ერთი ოჯახი გარესამყარო მოწყვიტა.
მესტიის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. კერძოდ, ვედში ერთი ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ოჯახი განსახლებას ექვემდებარება და ახლა სწორედ ამ საკითხებზე მუშაობენ. უხვი ნალექის შედეგად სახლი არ დაზიანებულა, თუმცა ის საფრთხის ზონაში რჩება. შიდა გზები დაზიანდა სოფელ ხევრაშიც და აღდგენის სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყება. ამასთან დაკავშირებით მესტიის საკრებულოს წევრი განცხადებას აკეთებს : "ცალკეულ სოფლებში, განსაკუთრებით სოფელ ვედში, სადაც წვიმის დროს ტრადიციულად ღელეები დიდდება, განტვირთვას ვაკეთებთ მანამ, სანამ ასეთი ამინდები დადგება. ამ განტვირთვის შედეგია ის, რომ არასდროს მსხვერპლი არ მოჰყოლია და სერიოზული ზიანი. ასეთი ადიდების დროს ბოგირები წყალს მიაქვს და გზები იხერგება. "#მესტია #სამეგრელოზემოსვანეთი #ვედი #საფრთხისზონა #zugdididaily
Kutaisi Daily
Kutaisi · 5 days ago
ბევრმა არ იცის რომ გალაკტიონი ქუთაისს პატარა პარიზს ეძახდა
- ესაა ქუთაისი – პატარა პარიზი, – მითხრა გალაკტიონმა. მე გამეღიმა: - ეიფელის კოშკი აკლია. გალაკტიონმა ხუმრობა განაგრძო: - აი, ესაა ქუთაისის „ბაღის კიდე“. პარიზში ხომ გინახავს ელისეის მინდვრები ან ლუქსემბურგის ბაღი? მე გამახსენდა ელისეის გიგანტური ბულვარი და გამეცინა. - ახლა მარჯვნივ მიიხედე! ეგაა მთავარანგელოზის ეკლესია, „ნოტრ დამ დე პარი“ – პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. მსგავსება იმდენად „დიდი“ იყო, რომ ისევ გამეცინა. - სწორს გეუბნები, ნუ იცინი, აი ესაა ჩილინგარიშვილების საკონდიტროები, რომელიც აღემატება თავის ხარისხით კაფე „პასკალს“. - ეს რა კიოსკებია? - ო, ეს კი ლაღიძის წყლების მაღაზიებია, აქ უკვე ხუმრობა გაშვებით, პარიზელებსაც არ ექნებათ ასეთი საუკეთესო, სურნელოვანი ლიმონათები, როგორსაც ჩვენ ვამზადებთ. ეტლმა გაიარა ძველი ეკლესია. მოწამეთაში ცალკე გზით ჩავედით და გამოჩნდა აღმართიც, გელათის გრანდიოზული მისასვლელი. გელათის კარიბჭესთან ვეებერთელა ქვა შევნიშნე. - აი, ეს ქვა თვითონ დავითმა ამოზიდა საკუთარი მხრებით, – მითხრა გალაკტიონმა. მე თვალები დავაჭყიტე: - რას ამბობ, კაცო, ამოდენა ქვას როგორ ასწევდა?! გალაკტიონს საშინლად ეწყინა: - მაშ, დავითი რაღა დავითი იქნებოდა?.. - არა, გოლიათი რომ იყო, ეს ვიცი, მაგრამ… - რა მაგრამ… მითხარი! – შემომანათა გალაკტიონმა ჯიღა თვალები. - რადგან პარიზს ვახსენებდი, გეტყვი. პარიზში, ნაპოლეონის ბრძანებით ძველი მემფისიდან ასი უღელი ცხენით ძლივს გადაიტანეს მთლიანი ქვის სვეტი, ეგვიპტური წარწერით. ეს ქვა იმ ობელისკზე მეტია. - არა! დავითის ამოტანილია, დავითის! ასე იცის ქართველმა ხალხმა, ასე მწამს მეც. რაღას ვიზამდი! რასაც ხალხის ბეჭედი აზის, უნდა იწამო კიდეც, მით უმეტეს, როცა გალაკტიონი ემოწმება! დავით კასრაძე: “მოგონებები გალაკტიონზე” ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#საინტერესო #გალაკტიონი #kutaisidaily #ხელოვნება
Ana No
Chkhorotsku · 2 months ago
მეფე გიორგი I - ის სიტყვა სიკვდილის წინ ("დიდოსტატის მარჯვენა") რამდენი საუკუნე გავიდა და არაფერი შეცვლილა, სულ არაფერი... "-ამ სახლში ხომ არავინაა შენს მეტი, პიპა? - არავინაა, მეფევ ბატონო. - კარგია, პიპა, შენს მეტი რომ არავინ დაესწრო ჩემს სიკვდილს. - რა დროს სიკვდილია, რასა ბრძანებთ, მეფევ ბატონო?! - არა, ჩემი დღენი დათვლილია უკვე. მიწია გველისფერი წმიდა გიორგის რისხვამ, მე მივდივარ ამ სოფლიდან, პიპა. უამბე ჩემი ნათხრობი ვინც მომიკითხოს, ყველას. ბაგრატ უფლისწულსა და უკანასკნელ მეხამლესაც უამბე, პიპა. მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად. როგორც მეფეს. ისე როგორც კაცს. თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი, ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარას ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია, პიპა. ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავის, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი, თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი სარკინოზებს. როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას. ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს, იცოდე. თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, პიპა, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშრებსა და მსტოვარებს. სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელები "აფხაზს" მეძახდნენ, ხოლო აფხაზები - "ქართლელების მსტოვარს" მიწოდებდნენ ბაგრატოვანს, ლაზს. დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ, პიპა. ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას - სარდლობა. მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოზები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს. ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი - გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი - ბაგრატ კურაპალატი, და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს. ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუექნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი. ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს "უცხოს" უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს "ბერძნულს", ხოლო საუკეთესო ცერცვსაც "ბერძნულს" . სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, პიპა, ეგაა ოღონდ - სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ. მეც მჭირდა ეგ სენი, პიპა, სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს დედიჩემის დისწული გირშელ, თრიაქით მთვრალმა. ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დაგკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები". მცირე ხანს დადუმდა თვალდახუჭული, უცნაურად დაემანჭა სახე. ისევ გადაედო მკვდრისფერი, მერმე გაახილა თვალი და ეუბნება უშიშარაისძეს: - ახლა ადექი, პიპა, მღვდელთაგანი მომგვარე ვინმე, არ მიყვარს პამპულა ეპისკოპოსები, უბრალო დიაკვნის პუტუნი მენატრება, პიპა."
Headline
Saguramo · 1 month ago
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის მეორე ტალღის თაობაზე
ამჟამად მსოფლიო, კორონავირუსული პანდემიის პირველი ტალღის ეტაპზეა და არსებობს რისკი, რომ მეორე ტალღის ნაცვლად, ინფიცირების მეორე პიკი განხორციელდეს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორმა მაიკლ რაიანმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ახლა ვართ დაავადების არა მეორე ეტაპზე, არამედ პირველი ეტაპის შუაში. თითოეულ ქვეყანაში ინფიცირებული მოსახლეობის რეალური რაოდენობა შედარებით მცირეა. როდესაც ვსაუბრობთ ინფიცირების მეორე ტალღაზე, კლასიკური გაგებით ყოველთვის ვგულისხმობთ, რომ ამჟამად გვაქვს პირველი ტალღა, რომელიც თანდათანობით კლებისკენ მიდის და რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყება მეორე ეტაპი“, - განაცხადა რაიანმა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ კონკრეტულ ქვეყნებში ინფიცირების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, საკითხი ფართო ჭრილში უნდა იყოს განხილული და შეფასდეს ისე, რომ პირველი ეტაპი ჯერჯერობით არ დასრულებულა. „უნდა გვახსოვდეს, რომ დაავადებამ ნებისმიერ დროს შეიძლება კვლავ იფეთქოს. ამ ეტაპზე დასკვნების გამოტანა შეუძლებელია იმაზე, რომ რადგან დაავადება უკან იხევს, საბოლოოდ დამარცხდება და ჩვენ ამ დროს გვექნება რამდენიმე თვე მეორე ეტაპისთვის მოსამზადებლად. არც ისაა გამორიცხული, რომ მეორე ტალღის დროს, მეორე პიკიც მივიღოთ. აღნიშნული მანამდე სხვა პანდემიების დროსაც მოხდა, მაგალითად 1919 წელს ე.წ. ესპანური გრიპის („ისპანკა“) დროსაც. შესაბამისად, ისეც შეიძლება გამოვიდეს, რომ მივიღოთ მეორე პიკი, მეორე ეტაპის განხორციელების გარეშეც“, - დაამატა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა. მაიკლ რაიანმა საუბრის ბოლოს აღნიშნა, რომ მეორე ტალღის ალბათობა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს (და გართულდეს) წლის ბოლოსთან, „გრიპის სეზონზე“. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.#WHO #coronavirus #pandemic #second #wave #headline
Droidline
Kutaisi · 3 days ago
Android 11[Beta 2]
რამდენიმე დღის წინ Google-მა მისი ახალი Android-ის, კერძოდ კი Android 11-ის მეორე ბეტა ვერსია გამოუშვა.ცხადია ბევრი სიახლე არის, მაგრამ ისეთები რომ დიდად შესამჩნევი არ არის. ეს ყოველივე შეიძლება დაკავშირებული იქნეს იმასთან, რომ უმეტესწილად Android 11-ის დახვეწაზე მუშაობენ. პირველი ბეტა ვერსიის დროს საკმაოდ ბევრი ხარვეზი იყო და ანდროიდის მომხმარებლები რომლებიც გადავიდნენ Android 11-ის ბეტა ვერსიაზე, იქნენ გაფრთხილებულნი ამ Glitch-ების, ლაგების და Bug-ების შესახებ რადგანაც "Beta" ამას ნიშნავს.ცხადია დასრულბულ ვერსიას ჯერ ვერ ვიხილავთ, რადგანაც საჭირო არის რომ Google-მა ახალი ანდროიდი უფრო დაასტაბილუროს. რაც შეეხება სტაბილური ვერსიის გამოშვებას, Android 11-ის მეორე Beta-ს გამოსვლისთანავე გახდა ეს ცნობილი, მაგრამ ჯერ მაინც დაუზუსტებელია. მიახლოებით კი ვარაუდობენ 8 სექტემბერს. ოფიციალური თარიღი ჯერ ვერ იქნება ხელმისაწვდომი და გამოააშკარავებული , რადგანაც დარჩენილია მესამე ბეტა ვერსია, რომელიც უნდა გამოვიდეს აგვისტოს თვეში, შემდგომ კი ისევე როგორც ყოველ წელს, მესამე ბეტა ვერსიიდან რამდენიმე კვირაში იქნება ხელმისაწვდომი Android 11-ის დასრულებული და სტაბილური ვერსია. ეს ყველაფერი ითქვა და ასევე აღსაღნიშნავია ის ფუნქციაც, რომ Android 11-ში დაემატა დეველოპერებისთვის წვდომა, რამდენიმე კამერაზე ერთდროულად. ეს კი უკვე საშუალებას მისცემს App Developer-ებს და სხვა სმარტფონის მწარმოებლებს რომ თავიანთ Android Skin-ებშიც დანერგონ ეს ფუნქცია და შემდგომ უკვე მარტივად იქნეს შესაძლებელი ,ერთდროულად სელფის კამერის და უკანა მთავარი კამერის გამოყენება. ეს ძირითადად გამოადგებათ ვიდეო ბლოგერებს. Android 11-ის მეორე ბეტა ვერსიის ჩაწერა შესაძლებელია Pixel-ის მოწყობილობებზე(ცხადია ჯერ საჭიროა ბეტასთვის ავტორიზაცის გავლა მათი ოფიციალური საიტიდან, რის შემდგომაც მოგივათ განახლება)უფრო კონკრეტულად კი Pixel 2-დან ზემოთ. ამასთან სხვა სმარტფონებიც ჩართულები არიან. პირველ ბეტა ვერსიაში კი 5 უმნიშვნელოვანესი სიახლე ესეთი იყო: 4GB-იანი ლიმიტი მოხსნილი იქნა ვიდეოს ჩაწერის დროს. მანამდეც დავწერე მე ამ სიახლის შესახებ და დიდი ხანი იყო კიდევაც ასე , რომ არ შეეძლოთ მომხარებლებს გადაეღოთ ვიდეო რომლის ზომაც იქნებოდა 4GB-ზე მეტი. ახლა კი უკვე როდესაც თითქმის ყველა სმარტფონს აქვს შესაძლებლობა რომ 4K ვიდეო გადაიღოს, უფრო მეტი ადგილი არის საჭირო რაც იმას ნიშნავს რომ 4GB-ში 15წუთიანი 4K ვიდეოც კი ვერ ჩაეტევა, ეს პრობლემებს უქმნის ვიდეოგრაფებს რომლებიც დიდ ვიდეო მასალებს იღებენ სმარტფონებით და საკმაოდ კარგი სიახლეა ეს რომ აღარ არის არანაირი ლიმიტი ამასთან დაკავშირებით, არც ვიცი რატომ იყო ზოგადად მაგრამ რაღაც მხრივ საჭიროებას წარმოადგენდა როგორც ჩანს. უკვე Software Class-ები და API-ები რომლებიც იქნა დაწერილი , გადავიდნენ 64bit-ზე და რაც უფრო მეტ სივრცეს უქმნის ყველაფერს. ეს კი ნიშნავს ასევე იმას რომ თეორიულად ვიდეოს მაქსიმალური ზომა იქნება 2,305,843,009 GB(რაც როგორც ხვდებით ალბათ ისედაც შეუძლებელია რომ ასეთი სმარტფონი გამოვიდეს რომელსაც ამხელა მეხსიერება ექნება, ნუ მომდევნო 5 წლის მანძილზე მაინც რადგანაც არ ვიცით მომავალი რეალურად რას გვიმზადებს მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ყველაფერი Cloud სივრცეში გადადის , მგონი არ უნდა გაცდეს სმარტფონის მეხსიერება 1TB-ს(Internal Storage). Android 11 და მისი დამალული სანაგვე ურნა ფაქტია ყველას სმენია Google Photo-ზე, ასევე გეცოდინებათ ისიც რომ როდესაც ვიდეო/ფოტო ფაილს შლით , ის პირდაპირ არ იშლება და ჯერ სანაგვე ურნაში "Bin/Trash"-ში არის მოთავსებული სადაც 30 დღის მანძილზე ინახება, იმ შემთხვევაში თუ მაგალითად მისი დაბრუნება მოგინდებათ ან შემთხვევით წაგეშალათ. აპლიკაციები რომლებიც იყენებენ MediaStore API-ს, აქვთ 3 ახალი ფუნქცია Android 11-ში, მათ შეუძლიათ შეგეკითხონ გსურთ თუ არა რაიმე ფაილის ნაგვის ურნაში გადატანა , ასევე შესაძლებლობას იძლევიან რომ მონიშნოთ რომელიმე სახის ფაილი როგორც ურნაში მყოფი(ანუ წაშლილი) და ასევე შეგიძლიათ დრო დაუნიშნოთ თუ რამდენ ხანში გსურთ რომ იქნეს წაშლილი ფაილები Trash-იდან. არის ასევე System-Wide ლიმიტი რომელიც მოიცავს 30 დღეს , ცხადია მისი შემცირება შეგიძლიათ თუ მოისურვებთ. ამასთან ახალი მეთოდიც არის ამის ნახვის "Trashed" ფაილებზე მაქვს საუბარი , რაც შემდგომ მიცემს საშუალებას დეველოპერებს რომ გააკეთონ აპლიკაციები სწორედ ამისათვის, ანუ Recycle Bin Viewer ან რაიმე ამდაგვარი. Android 11-ს დაემატა 84 ახალი კონტროლერის მხარდაჭერა ყველამ ვიცით რომ Android სმარტფონებს შეუძლიათ Game Controller-ებთან დაკაშირება. ახალი Android თამაშები კი უკვე გრაფიკულად დატვირთულია და ზედმეტად Action არის , ამიტომ კონტროლერები უფრო და უფრო მოსახერხებელი ხდება მათ სათამაშოდ. პრობლემა კი ის არის , რომ ძალიან ბევრი კარგი კონტროლერი არის ბაზარზე რომლებიც უბრალოდ ვერ მუშაობენ ანდროიდთან კარგად. მომხმარებლებს კი უმეტესწილად უწევდათ Xbox-ის ან Playstation-ის კონტროლერის ყიდვა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს ყველაფერი კი მალე იცვლება Android 11-თან ერთად , რადგანაც დაემატა 84 ახალი კონტროლერის მხარდაჭერა. მათში შედის Logitech, Mad Catz, Aftermarket Xbox კონტროლერები და ა.შ(სია საკმაოდ ვრცელია). Voice Access-ს უკვე აქვს ფუნქცია იმის რომ გააკეთოს ყველაფერი რასაც თქვენ ეტყვით. Android Voice Access არის "წვდომის" ფუნქცია რომელიც აძლევს ადამიანს/მომხმარებელს საშუალებას რომ მართოს მისი ანდროიდ სმარტფონი მისივე ხმით ეს არც ახალი აპლიკაციაა და არც ახალი ფუნქცია, ეს დიდი ხანია Android-ს აქვს მაგრამ Android 11-ში საკმაოდ დაიხვეწა და გაუმჯობესდა, ახლა კი ციფრების გარეშეც შეუძლია დაინახოს რა გაქვთ ეკრანზე და რაზე მიუთითებთ. Android 11-მდე უნდა გეთქვათ Voice Accsess-ისთვის რომ გაკეთებინა ისეთი რაღაცეები როგორიც იყო, გვერდით გადასხვა, მარჯვნივ/მარცხნივ, გაეხსნა სხვადსხვა აპლიკაციები და არც ისე სწრაფი იყო. ახლანდელი გაუმჯობესებული ვარიანტი კი ზედმეტად სწრაფია მაგრამ კიდევ უფრო შეიძლება მისი გაუმჯობესება. როდესაც მას ჩართავთ თქვენი პარამეტრებიდან, უკვე შესაძლებლობა გეძლევათ რომ რასაც იტყვით ის გააკეთებინოთ , მაგალითისათვის : "Open Chrome"-ზე გახსნის თქვენს ბრაუზერს, "Open Twitter" გახსნის თქვენს Twitter აპლიკაციას და შემდგომ შეგიძლიათ უთხრათ რომ რაიმე სახით "Tweet" დაწეროს და ჩვეულებრივად რასაც ეტყვით იმას დაწერ, თუ რაიმეს არასწორად გაიგებს, ეტყვით რომ ჩაასწოროს და ვსო , ძალიან მარტივად ხდება ეს ყველაფერი, ცხადია ქართულად არ არის მაგრამ ჩვენზე დიდად არავინ ღელავს რადგანაც ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ხალხის რაოდენობა ამ მსოფლიოში უფრო მეტია ვიდრე საქართველოს 3.7 მილიონი ადამიანი(2018 წლის მონაცემებით) მაგრამ საკმაოდ კარგი სიახლეა, ცხადია ბევრი არ გამოიყენებს მაგრამ უმეტესწილად ისეთი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი ვისაც რაიმე სახის პრობლემა აქვს, ან თვალთან დაკავშირებით ან ხელებთან , ნუ "Disabled" ადამიანთა ჯგუფზე მაქვს საუბარი. Android 11 სხვადასხვა აპლიკაციებს აიძულებს Back up-ს დიახ ეს Google Cloud-ს არ ეხება მეტწილად და შეგიძლიათ სხვადასხვა აპლიკაციების Back-up განახორციელოთ Local Storage-ში. Android გვთავაზობს სრულ Backup ინფრასტრუქტურას , Google Drive-ში კი ყველა აპლიკაციას მის 25MB-იან სივრცეს აძლევს სადაც შეიძლება იქნეს შენახული App Data რათა შემდგომ Reinstall-ზე იქნეს აღდგენილი ყველაფერი, როგორც იტყვიან "Seamlessly". ამასთან არის სხვა სახის Backup-ის საშუალებაც რაც გულისხმობს ABD-ს მეშვეობით Backup-ს(Android Debug Bridge, გზა რომლითაც საშუალება ეძველა კომპიუტერს და ანდროიდ სმარტფონს ქონდეთ კომუნიკაცია). ეს ლოკალურად აკეთებს Backup-ს და ინახავს ფაილებს თქვენს კომპიუტერში, არც ისე რთულია და ყველას შეუძლია ამის გაკეთება. ძალიან საინტერესო და პრობლემებით მოცულია Android 11-ის ბეტა ვერსია მაგრამ პირველივეში საკმაოდ ბევრი სიახლე არის, მიუხედავად იმისა რომ დიდად არ ჩანს ეს ყველაფერი მაგრამ 100მდე სიახლეა რომელიც შენიშნეს მომხმარებლებმა, უმეტესობა უფრო Fix-ებია მაგრამ უფრო Smooth-ი ხდება Android, უფრო დახვეწილი და სასიამოვნოდ გამოსაყენებელი. Android 11 საკმაოდ დახვეწილი წარდგება ჩვენს წინაშე სექტემბრის თვეში და როგორც ყოველთვის მადლობა ყურადღებისათვის Peace ✌ Photo source(xda-developers.com)#DroidLineNews#feedcgrantFeedc
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
Tbilisi · 2 weeks ago
ბოკერია გერმანიის ელჩის შესახებ: თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე
„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის განცხადებას, რომელიც ეხებოდა 8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებულ შეთანხმებას. „თანავუგრძნობ მას, უკვე მერამდენედ უნდა გაეხვიოს ეგეთ შარში, არ ვიცი. თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და მერე ბოდიშის მოხდა უწევს. ჩვენს მთელ პარტიას ბოდიში მოგვიხადა, შეცდომაში შემიყვანეს 20 ივნისზეო, ხომ გახსოვთ, აქ რომ მოიყვანა მთავრობამ? ასე რომ, ზოგჯერ გამოცდილება არ ჰყოფნით ხოლმე დიპლომატებს და შარში ეხვევიან. თანავუგრძნობ მას ამ გაუგებრობის და შარის გამო, რომელშიც თვითონ გაეხვია და სხვა ელჩებიც გახვია. რაღაცნაირად ახლა უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან”, - გიგა ბოკერიას კომენტარს „ტაბულა“ აქვეყნებს. კნირშის განმარტებით, შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება და მასში კონკრეტული ადამიანები არ არიან დასახელებულები. „8 მარტის შეთანხმებები მაშინვე გახდა საჯარო. ისინი ორ ტექსტშია ასახული, რომელიც ინტერნეტში დევს და რომლის შესახებაც ყველამ იცის. სავსებით ცხადია, რომ იქ ბატონი რურუა და სხვა ადამიანები დასახელებულნი არ არიან. ეს სრულიად ცხადია. ახლა მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ცვლილებების მიღება. ჩვენ, როგორც ფასილიტატორთა ჯგუფმა, მოვუწოდეთ პოლიტიკურ ძალებს, რათა გაერთიანდნენ, მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში, რომელიც ორშაბათს ჩატარდება და დაამტკიცონ ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელიც საქართველოს უკეთეს საარჩევნო სისტემას მისცემს. კარგი საარჩევნო კანონი ოპოზიციის უფლება კი არ არის, რომელსაც მას ან მისცემ, ან - არა. ის ადამიანების უფლებაა“, - ამბობს კნირში. „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა ფასილიტატორი დიპლომატების აქტიური მონაწილეობით, 8 მარტს მიაღწიეს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ შეთანხმებას. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფდა. 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა პარტია „ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა და „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. როგორც ოპოზიცია აცხადებს, პატიმრობიდან ასევე უნდა გათავისუფლდეს „მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა, რასაც გულისხმობს 8 მარტს გაფორმებული შეთანხმება. 25 ივნისს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა თქვა, რომ მიღწეული ორმხრივი კომპრომისის შემდეგ სურს იხილოს, როგორ შესრულდება შეთანხმების ორივე პირობა. „ჩვენი განცხადებებით ცხადად ვთქვით, რომ, როგორც ფასილიტატორები, კომენტარს არ გავაკეთებთ შეთანხმების სპეციფიკურ დეტალებზე. 8 მარტის შეთანხმება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდა. ეს იყო მისი ნამდვილი წარმატება - რომ ისინი შეიკრიბნენ, რთულ კომპრომისებზე წავიდნენ და საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწიეს. ახლა კი ყველას სურს, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდეს. ორი კენჭისყრა გვქონდა შეთანხმების იმ ნაწილზე, რომელიც შეეხებოდა საარჩევნო სისტემას მომავალი არჩევნებისათვის. ასევე უნდა შესრულდეს ერთობლივი განცხადება, რომელიც შეეხება პოლიტიკურ ჩარევას და სასამართლო პროცესს და შერჩევით გამოძიებას“, - განაცხდა კელი დეგნანმა.#ახალი_ამბები#twitter
Nino Kakulia
Tbilisi · 3 months ago
კალიების მაშტაბური შემოსევა და სამომავლო მასობრივი შიმშილობის რისკები
აღმოსავლეთ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევაა. ასობით მილიარდი კალია საფრთხეს უქმნის მოსავალსა და საცხოვრებელ გარემოს. მწერები დაახლოებით თავისი სხეულის წონის საკვებს მოიხმარენ ყოველდღიურად და ძალიან სწრაფად მრავლდებიან. ვარაუდობენ რომ, კალიების რაოდენობა ივნისისთვის 4 000-ჯერ გაიზრდება. ჯერ კიდევ იანვარში გაერო კრიზისის აღმოსაფხვრელად 76 მილიონი დოლარის მობილიზებას მიიჩნევდა საჭიროდ, ახლა კი ეს რიცხვი 138 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. გაერო ამბობს, რომ თუ ფონდი არ შეიქმნება, შემდგომში მოუწევთ აფრიკაში ჰუმანიტარული დახმარების, მათ შორის, საკვების გაგზავნა, რადგან მწერები მწვანე საფარს აზიანებენ და შიმშილის საფრთხეს ქმნიან. „თუ ასე არ მოხდა, სიტუაცია გაუარესდება და თქვენ მასიურად მოგიწევთ მიაწოდოთ საკვები ჰუმანიტარული დახმარების სახით. სიტუაცია შეიძლება გამოვიდეს კონტროლიდან,“ – განაცხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საგანგებო სიტუაციების დირექტორმა დომინიკ ბურგონმა. „ყოველთვის არსებობს შიმშილის რისკი, როცა საფრთხე საკვებს ემუქრება,“ – დასძინა მან. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სპიკერმა მოგვიანებით განმარტა, რომ ისინი შიშობენ არა შიმშილზე, არამედ უპირველესად, საკვების დაუცველობაზე. ძირითადი საფრთხის ზონაშია აღმოსავლეთი აფრიკა, იემენი, ირანი, პაკისტანი და ინდოეთი. ბოლო მონაცემებით კალიების გუნდები დაფიქსირდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კუვეიტში, ბაჰრეინში, ყატარსა და ირანის სანაპიროებზე. ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/DAI KUROKAWA ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/DAI KUROKAWA საჰაერო და სახმელეთო შეწამვლა, ასევე მუდმივი კონტროლი და თვალის მიდევნება, განიხილება ახლა ყველაზე ეფექტურ სტრატეგიად კალიების შემოსევის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღმოსავლეთ აფრიკის “უდაბნოში კალიების კონტროლის ორგანიზაციის” თავმჯდომარემ სტივენ ნიოკამ განაცხადა, რომ ამჟამად ტექნიკის რაოდენობა საკმარისი არაა. ეთიოპიას აქვს ხუთი, კენიას კი ექვსი ვეტმფრენი შესაწამლად და ოთხიც – დასაზვერად, აცხადებს ნიოკა. კენიის მთავრობა აცხადებს, რომ მათ სჭირდებათ 20 ვერტმფრენი და პესტიციდ „ფენიტროტიონით“ უწყვეტი მომარაგება კრიზისთან გასამკლავებლად. კენიამ ასევე 240 ადამიანი გადაამზადა კალიებთან საბრძოლველად. ჩინეთმა თებერვალში დააანონსა, რომ მეცნიერთა ჯგუფს გაგზავნიდა მეზობელ პაკისტანში “მიზნობრივი პროგრამების” განსახორციელებლად. მეცნიერი ლუ ლიზი ჩინეთიდან ამბობს, რომ იხვები კალიებთან საბრძოლველი ბუნებრივი იარაღია. ქათამთან შედარებით, რომელსაც დღეში 70 კალიის შეჭმა შეუძლია, იხვებთან ეს მონაცემი 3-ჯერ მაღალია. _______________ მომზადებულია BBC-ზე დაყრდნობით უცხოეთი ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი ავტორი გააზიარე სტატია ← პაატა იმნაძე კორონავირუსის და ცრუ ინფორმაციის წინააღმდეგმიმართვა პრეზიდენტს, პრემიერსა და მთავრობას → ამავე თემაზე მილანში ჩასული ჩინელი ექიმების სოლიდარობის გზავნილი იტალიას საფრანგეთში ბიზნესს კომუნალური გადასახადები გაუუქმეს და კრედიტები შეუჩერეს „გთხოვთ, დარჩით სახლში“ – დრონები კორონავირუსის წინააღმდეგ ესპანეთში „გიგზავნით სიყვარულს და დაიბანეთ ხელები“ – ვარსკვლავები ხალხს ამხნევებენ კომენტარები სტატიაზე მილანში ჩასული ჩინელი ექიმების სოლიდარობის გზავნილი იტალიას საფრანგეთში ბიზნესს კომუნალური გადასახადები გაუუქმეს და კრედიტები შეუჩერეს „გთხოვთ, დარჩით სახლში“ – დრონები კორონავირუსის წინააღმდეგ ესპანეთში #news #politics #opinion #photo
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
გარკვეული რეგულაციები შემოვიტანეთ ღვთისმსახურებაში, რომელთა განხორციელება უკვე დავიწყეთ-დეკანოზი თეოდორე
გარკვეული რეგულაციები შემოვიტანეთ ღვთისმსახურებაში, რომელთა განხორციელება უკვე დავიწყეთ - დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ღვთისმსახურებაში გარკვეული რეგულაციები. მისი თქმით, მსახურებები შესრულდება დილით და საღამოს, შესაბამისად, მრევლიც გაიყოფა და მათი რაოდენობა იქნება ნაკლები. “მოგეხსენებათ, რომ განსაცდელი კვლავ მძვინვარებს მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, მთელი მსოფლიო, მათ შორის ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება და რა თქმა უნდა, ეკლესიაც კვლავ ამ გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, რომ ვითანამშრომლოთ, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ეკლესიაზე, ხელისუფლებასთან, ჩვენს ხალხთან და ერთგვარად ორ ფრონტზე გვიწევს ბრძოლა: ერთი მხრივ, ვუერთგულოთ ჩვენს სარწმუნოებას და ჩვენთვის და მთელი ერისთვის ვიყოთ გამტარი ცოცხალი ღმერთის ღვთაებრივი ენერგიებისა, რომელიც არის საკურნებელი და გადამრჩენელი ყოველი ადამიანისა და მთელი ერისა, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანურ სიბრტყეში გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანებული გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. ჩვენ გარკვეული რეგულაციები შემოვიტანეთ ღვთისმსახურებაში, რომელთა შესახებ ადრე განვაცხადეთ და რომელთა განხორციელება უკვე დავიწყეთ. ჩვენც შემოქმედებითად ვუდგებით და გარდა ამისა, მდგომარეობის ცვლილების მიხედვით შემოვიტანთ ახალ-ახალ რეგულაციებს ჩვენს ღვთისმსახურებაში. ერთ-ერთი, რაც გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ არის ის, რომ ლიტურგიები ყოველ დღეა და ვცდილობთ, რომ გავყოთ ეს მსახურებები [საუბარია ყოველდღიური პირველშეწირული ლიტურგიების დილა-საღამოს აღსრულებაზე]. გვაქვს ორი მოქმედი ტაძარი, მსახურებები იქნება დილით და საღამოს, შესაბამისად, მრევლიც გაიყოფა და მათი რაოდენობა იქნება ნაკლები. და იგივე წესით, გარეთ დგომით, თითო-თითოდ, გარეთ, მაგრამ ნაკლები რაოდენობით მიიღებენ წირვაში მონაწილეობას. ეს ეხება ყველა დღეს, მათ შორის კვირასაც. გარდა ამისა, გვახარებს ის, რომ ჩვენი მრევლი მართლაც როგორც ღვიძლი შვილნი მსოფლიოს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა გამოირჩევიან მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და მათი ინიციატივაა ის, რასაც ახლა გავაჟღერებ: მათ გადაწყვიტეს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თანადგომა გამოუცხადონ და ეს თანადგომა ვლინდება 10 000 ლარის ოდენობის დახმარებაში, რომელიც, რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთია, მაგრამ გვახარებს, რომ მრევლში ის სულისკვეთებაა გაცოცხლებული, რომლიც ზოგადად უნდა იყოს ეკლესიაში - როდესაც განსაცდელის ჟამს ერი და ბერი ერთმანეთის თანადგომას გამოხატავს და ეს არის სული ეკლესიისა და ჩვენი ტაძარი, როგორც ცოცხალი უჯრედი ჩვენი დედა ეკლესიისა, სწორედ ამ სულისკვეთებას ავლენს. ასევე მახარებს ისიც, რომ ჩვენი ტაძრის ერთ-ერთი ღვთისმსახური, მღვდელი საბა თავაძე, ოჯახთან შეთანხმებით, ვიდრე ეს განსაცდელია და ვიდრე ეს უმძიმესი პრობლემა მოგვარდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისთვის გაიღებს საკუთარ მანქანას, რომელიც იმ დრომდე, იმ ბოლო დღემდე იქნება ამ ცენტრის საკუთრებაში ნებისმიერი მოხმარებისათვის, სანამ ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში იარსებებს. იმედი მაქვს, რომ უფლის შეწევნით, მტკიცე რწმენით, ჩვენი განკაცებული ღმერთის, იესო ქრისტესა და ჩვენი სამშობლოსადმი ერთგულებით, ერთობით გამოვალთ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან”, - ნათქვამია დეკანოზის მიმართვაში, რომელსაც ჯვართამაღლების სამრევლოს სახელით ავრცელებს.