12 votes
8 comments
shares
Save
12 reads
George Vardania
Tbilisi · 1 year ago

ახლა ვესაუბრებოდი მეგობარს Feedc-ზე და ძალიან მომინდა თქვენთვისაც გამეზიარებინა ჩემი პოზიცია.

ოთხი დღის წინ შემოვუერთდი ამ პლატფორმას და მას შემდეგ ყოველ დღე, რამდენიმე საათს ვატარებ აქ. ვფიქრობ დიდი პოტენციალი და რესურსი აქვს Feedc-ს და დამფუძვნებლებმაც სწორად უნდა გამოიყენონ ეს.

ორი დღის წინ შევქმენი საინფორმაციო ბლოგი “The Daily Georgia” და სიმართლე გითხრათ საკმაოდ დიდ ბენეფიტებს ველი ლონგრანში.

სწორედ ამაზე ვდაობდი ჩემს მეგობართან. ჩვენი აზრები ამ პლატფორმაზე რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა. ის თვლის, რომ ფიასკოსთვისაა განწირული და არ აქვს განვითარება. მე კი მედგრად ვიცავ სრულიად უცნობი ადამიანების მიერ შექმნილ Feedc-ის და ვფიქრობ ადრე თუ გვიან Facebook-ვით მოთხოვნადი და გაყიდვადი იქნება. შესაბამისად საწყის ეტაპზე შექმნილი საინფორმაციო ბლოგი, რომელიც სწორად წარმართვის შემდგომ ფინანსურ სარგებელსაც მომიტანს, დიდ უპირატესობას მანიჭებს მათგან განსხვავებით, ვინც ჯერ არც კი იცის ამ პლატფორმის არსებობის შესახებ.

ასევე მაინტერსებს თქვენი, მუდმივი მომხმარებლების აზრი. ნეგატიურიც და პოზიტიურიც. გამიზიარეთ კომენტარებში, ვისაუბროთ და საჭიროების შემთხვევაში ჯანსაღ პოლემიკასაც “მივაწვეთ” ?

Feedc has a great future, change my mind?


George Vardania
Tbilisi · 1 year ago
12
Write a comment