კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა აჭარაში

0
COVID-19 აჭარაში კიდევ 2 ადამიანს დაუდასტურდა. ორივე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მათგან ერთ-ერთი შემთხვევა იმპორტირებულია. მეორე კი, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში ერთ-ერთი კლინიკის სანიტარს უკავშირდება. 4 ივლისის მონაცემებით დღეს ბათუმში 5 ადამიანი მკურნალობს.
#კორონავირუსი
#აჭარა
#ბათუმი
Batumidaily
0