5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

0
ერძი ემოციურად მყარი და საიმედო დღე გელოდებათ. შეგიძლიათ, თამამად დაგეგმოთ მშენებლობა, სახლის რემონტი, სამკურნალო კურსები, მაგრამ ვარსკვლავები არ გირჩევენ აზარტული თამაშებით გართობასა და რისკზე წასვლას. გაამყარეთ ოჯახური ურთიერთობები. აჩუქეთ სიყვარული ახლობელ ადამიანებს ისე, რომ საპასუხოდ არაფერი მოსთხოვოთ. კურო როგორც იქნა, ამ დღიდან შეგიძლიათ, ნამდვილად დაისვენოთ. ვიწრო წრეში თავს ძალიან კომფორტულად იგრძნობთ. ახლობელი ადამიანები საქმეების წარმართვაში დაგეხმარებიან. ყველაფერს იდეალურად შეძლებთ. მთავარია, უსაფუძვლოდ არ ინერვიულოთ. გულწრფელი საუბრები სიამოვნებას მოგანიჭებთ. ტყუპები ამ დღეს გადაწყვეტილებებს ნაჩქარევად მიიღებთ, რადგან მერკანტილური ფიქრებიდან თავის დაღწევა გაგიჭირდებათ. ვარსკვლავები არ გირჩევენ სიჩქარეს, რადგან ეს თქვენი გადაწყვეტილებები თქვენს სამომავლო ცხოვრებაზე პირდაპირ აისახება. კირჩხიბი ახალ მეგობრებსა და თანამოაზრეებს შეიძენთ. მათი უმეტესობისგან დიდ სიყვარულს იგრძნობთ. საქმიანი ადამიანები ახალი იდეებითა და საინტერესო საქმეებით გაგიტაცებენ. არ თქვათ უარი მოგზაურობაზე, რადგან ამგვარად სამყაროსა და საკუთარ თავს უკეთ შეიცნობთ. გარშემომყოფებს სულ სხვა თვალით დაინახავთ. ლომი ეს დღე კანონისა და ყოველდღიურობის დარღვევასთან ასოცირდება. წაგება, შესაძლოა, იმდენად დიდი აღმოჩნდეს, რომ მისი გადახდა ხანგრძლივად მოგიწიოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას მოერიდოთ. უარი თქვით აზარტულ თამაშებში მონაწილეობას და მატერიალურ დახმარებაზეც კი. ქალწული ყველანაირი პრობლემის აღმოფხვრის შესაძლებლობას მარტივად იპოვით და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებით. მოვლენების პოზიტიურ მიმდინარეობას ვერაფერი შეუშლის ხელს. ნუ შეხედავთ ადამიანებს ეჭვის თვალით და ნუ შეეცდებით ოჯახში წესრიგის დარღვევას, თუნდაც ფარულად. თქვენი ამგვარი ხრიკები ნებისმიერს გაუფუჭებს განწყობას. სასწორი ეს დღე არ არის მიზანშეწონილი საქმიანი აქტივობებისთვის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად და ხელშეკრულებების გასაფორმებლად. შესაძლოა, ფულის დახარჯვა ან დაბანდება მოგიწიოთ, თუმცა, ესეც არ იქნება თქვენთვის მომგებიანი. თუკი არ გსურთ, ამ დღემ ცუდი მოგონებები დაგიტოვოთ, გამორიცხეთ პირადი გაუგებრობები, ამბიციების, ეგოიზმისა და ემოციური აგრესიის გამოვლენა. მორიელი ამ დღეს ოჯახური კონფლიქტი და კამათი არ გამოირიცხება. ეცდებით, საკუთარ თავს სრული თავისუფლება მიანიჭოთ. შედეგად, იძულებითი განშორება გელოდებათ. მოერიდეთ დაუფიქრებელ სიტყვებსა და ჟესტებს. მშვილდოსანი ენერგიული პოტენციალის ვარდნის შედეგად საქმიან ურთიერთობებში უამრავ შეცდომას დაუშვებთ, რომლებიც საშიში აღმოჩნდება. ავტომობილის მართვის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ. თუკი იგრძნობთ, რომ შესაძლოა, პრობლემები შეგექმნათ ან საფრთხე გელოდებათ, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ უსიამოვნო სიტუაცია თავიდან აიცილოთ ან უბრალოდ, გაერიდოთ მას. თხის რქა ამ დღეს გადაწყვეტთ, სახლის საქმეებით და უძრავი ქონების საკითხებით დაკავდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, აუცილებლად გამოყოთ დრო თქვენთვის საინტერესო საქმეებისთვის, იმით, რაც თქვენს ყოველდღიურ მუშაობას არ უკავშირდება. მაგალითად, ცურვით, ვარჯიშით, ბაღის მოვლით ან იოგით. ამგვარად, ფორმაში ჩადგომის შესაძლებლობა მოგეცემათ და მუშაობას უფრო ნაყოფიერად განაგრძობთ. მერწყული დღის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან გაატარებთ. ოჯახურ საკითხებში ჩაერევით და სახლიდან მუშაობასაც შეძლებთ. დროთა განმავლობაში, თქვენი ოჯახის წევრები თქვენს დამსახურებებს ღირსეულად შეაფასებენ. იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ. თევზები ამ დღეს არცთუ ისე ცოტა საქმე და მნიშვნელოვანი საუბარი გელოდებათ ახლობლებთან, მეგობრებთან და მეზობლებთან. კონცენტრირდით საკუთარ შინაგან სამყაროზე. ცვალებადმა საზოგადოებრივმა აზრებმა არ უნდა მოახდინოს გავლენა თქვენს პირად კონცეფციებსა და ფასეულობებზე.
0