მექსიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა

0
მექსიკაში „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 523 ადამიანი გარდაიცვალა. ამგვარად, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 30 366 შეადგინა. ამ მაჩვენებლით მექსიკამ საფრანგეთს გადაასწრო და მსოფლიოში მეხუთე ადგილი დაიკავა აშშ-ის, ბრაზილიის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის შემდეგ. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი მექსიკაში 6 914 ადამინს დაუდასტურდა. სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 252 165 შემთხვევა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, უგო ლოპეს გატელის თქმით, ინფიცირებულთა რეალური რიცხვი სავარაუდოდ გაცილებით მაღალია.
0