უძველესი აბანოები ქუთაისში,რომელიც სამკურნალოდ გამოიყენებოდა და დღეს მოუვლელია

0
უძველესი აბანოები ქუთაისში, რუას ქუჩაზე, რომელიც სამკურნალოდ გამოიყენებოდა და დღეს მოუვლელია.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ

, , მოგესალმებით, ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები 17 ივნისს იმყოფებოდნენ ადგილზე და მათ მიერ მოხდა მთელი ხეობის დათვალიერება-შესწავლა, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში კვლავ მოხდა ხეობაში მისვლა ამჯერად მხარის გუბერნატორთან, ადგილობრივ მაჟორიტარ დეპუტატთან და ტურიზმის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად და დაიგეგმა აღნიშნული პრობლემის მოგვარება! გადაწყდა ტურისტული მარშუტის მოწყობა, თუმცა პირველ რიგში მოსაგვარებელია კანალიზაციის პრობლემა, ერთჯერადად აღნიშნული ე.წ. აბანოების გაწმენდას აზრი არ აქვს რადგანაც მდინარის ყოველი ადიდების შემდეგ აბანოები ისევ ივსება წყლით და ნაგვით, ამიტო სანამ კანალიზაციის პრობლემა არ მოგვარდება იქ რაიმე მსგავსი ატრაქციის მოწყობა ან სხვა ტიპის სამუშაოების ჩატარება აზრს კარგავს!რაც შეეხება თავად ე.წ. აბანოებს, მათი შესწავლა მიმდინარეობს და რჩებიან ჩვენი სამსახურის სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ!"
#საინტერესო
#საინტერესოფაქტები
#kutaisidaily
#ახალიამბები
0