იმედგაცრუება თუ...

0
მეგობრიდან მოვდივარ, მშვენიერი დილა იყო , ფინჯანი ყავით, პოზიტიური ენერგიით , სიყვარულით აღსავსე.? საშინელი სიცხის მიუხედავად მშვენიერ ხასიათზე ვარ.სახლში ვბრუნდები.სახლის წინ ისეთი დაბურული პარკია, გადავწყვიტე ცოტახნით აქ დავემალო სიცხეს და ჩრდილში, სკამზე ჩამკვჯექი. ცოტა ქარიც ქრის...სასიამოვნოა, აქ არც ისე ცხელა და ახლაღა ვხედავ; ჩემს წინ, ჩრდილსი გემრიელად სძინავს ვიღაც ქალბატონს , მოუვლელია, ჭუჭყიანი , გაწეწილი თმით და ბინძური ტანსაცმლით ? უცოდველი ბავშვივით სძინავს და თან ისეთი ლამაზია , ძალიან ლამაზი ? ნეტა რამ მიიყვანა აქამდე, რამ გატეხა ასე. სასოწარკვეთილია თუ ჭკუიდან შეშლოლი ? ნეტა რას ფიქრობს მისი გონება ახლა ... მინდა გაიღვიძოს და ცოტა გავესაუბრო , მაგრამ ვფიქრობ ტყუილად ველი, ზედმეტად არხეინად სძინავს დიდი ჩრდილის ქვეშ, მე კიდევ მზემ მომაჭყიტა ?
#ალეია
#დიღმისმასივი
0