ავტომანქანის ხევში გადავარდნის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

0
ქედაში მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 წლის მოზარდის თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. მრავლობითი მოტეხლობებით გადიას მკურნალობას კიდევ ორი დაშავებული. 64 წლის ქალი, ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ახალგაზრდა კაცი კი მკურნალობას პოლიტრამვით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. მედიკოსების ინფორმაციით ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სოფელ მეძიბნაში მომხდარ ავარიას 56 წლის ქალი ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ჩვენი ინფორმაციით, ნისანის მარკის ავტმობილში, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა, ერთმანეთის ახლო ნათესავები ისხდნენ. ისინი საზაფხულო იალაღებიდან ბრუნდებოდნენ. გარდაცვლილი სოფელ მეძიბნას მკვიდრი იყო
0