14 votes
3 comments
shares
Save
Current News
Tbilisi · 1 year ago

„ყაზტრანსგაზმა“ სახელი შეიცვალა - თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის აქციები „თბილისი ენერჯიმ“ შეიძინა.

თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის აქციების 100 % „თბილისი ენერჯიმ“ შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეციალური მართვის რეჟიმი 3 მაისს გაუქმდა და კომპანიის მენეჯმენტის გადაბარება ქართულმა ბიზნესჯგუფმა დაიწყო.

კომპანია რებრენდიგის პროცესს იწყებს, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, რაც სახელის ცვლილების გარდა გულისხმობს ბრენდი ლოგოს, ფერის და აიდენტიკის სხვა ელემენტების სრულად განახლებას.

“თბილისი ენერჯისთვის“ პრიორიტეტია დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე ათეული წელია არ განახლებულა.

კომპანია ითვალისწინებს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც გაზის უსაფრთხო მოხმარებას უკავშირდება და აბონენტებთან ერთად, რომლებიც კანონმდებლობით თავად არიან პასუხისმგებლები საკუთარ ფართში გაზდანადგარების სწორ ექსპლუატაციაზე, სექტემბრიდან ფართომასშტაბიან კამპანიას გეგმავს, რომელიც სრულად მიმართული იქნება ბუნებრივი გაზის უსაფრთხო გამოყენების უზრუნველსაყოფად.

„თბილისი ენერჯი“ წარმოადგენს ქართულ ბიზნეს ჯგუფს, რომლისთვისაც პრიორიტეტი თითოეული მომხმარებელია.


Current News
Tbilisi · 1 year ago
14
Write a comment