დავით ზალკალიანი: ​უნგრეთთან წარმატებით ვითარდება ეკონომიკური თანამშრომლობა

0
ის მიღწევა, რომელი გვაქვს, როგორც უნგრეთს, ასევე საქართველოს, პამდემიასთან ბრძოლის კუთხით, არის გასაფრთხილებელი და შესანარჩუნებელი იმისთვის, რომ პირველ რიგში, ზიანი არ მიადგეს ჩვენს მოქალაქეებს. მათი ჯანმრთელობა და მათი უსაფრთოება არის უპირველესი საზრუნავი და დღეს ჩვენ ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითად საკითხზე, რომელიც უპრეცენდენტოდ მაღალია და ქვეყნებს შორის არ არის, ღია, პრობლემური საკითხები. „წარმატებით ვითარდება ეკონომიკური თანამშრომლობა, მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი ამბიცია, რომ ეს თანამშრომლოა გაღრმავდეს და ვიხილოთ მეტი უნგრული კომპანია საქართველოში. ჩვენთან არის „ვიზეარი“, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპანიაა საქართველოში. ის აგრძელებს საქმიანობას, არის და იქნება საქართველოში და ის გააგრძელებს კავშირების გამყარებას როგორც უნგერეთთან, ისე ევროპასთან, საქართველოს მოქალაქეების წვდომის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ასევე უნგრული კომპანიების მონაწილოება საქართველოში სხვადასხვა ინფრასტრუქტულ პროექტში და ჩვენ ვისაუბრეთ ამ თანამშრომლობის გაგრძელებაზე მომავალში“- განაცხადა ზალკალიანმა. მისივე თქმით, დღეს ხელი მოეწერება თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმსა და დამატებით პროტოკოლს განათლების სფეროში ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენტიის მინიჭებაზე და ასევე კულტურული თანამშრომლობის კუთხით. „რა თქმა უნდა ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, დეტალურად გავაცანი მინისტრს არსებული სიტუაცია, მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და კიდევ ერთხ ვისაუბრეთ, რომ ერთადერთი ეფექტიანი საშუალება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსლიდაცია, სადაც უნგრეთი არის ჩემპიონი საქართველოს მხარდაჭერის თვალსაზრისით“- განაცხადა ზალკალიანმა.
0