ადგილი სადაც "ოქროს მოწმე" იმალებოდა გადამწვარია?

0
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, ადგილი სადაც „ოქროს მოწმე“ გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, გადამწვარია. ადვოკატის განცხადებით, ეს გარემოება კითხვებს აჩენს. „სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა, თქვენ თუ გაივლით და ნახავთ ფერადი ჯიხური, რომ დგას ანუ ის ადგილი, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა, ის ადგილი არის გადამწვარი, რაც აჩენს კითხვებს“, – აცხადებს გელხაური.
0