ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

0
ბოლივიის ჯანდაცვის მინისტრს, მარია ეიდი როკას კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ მინისტრის მდგომარეობა სტაბილურია. აღსანიშნავია, რომ მანამდე კორონავირუსი ქვეყნის კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანს დაუდასტურდა. კერძოდ, 5 ივლისს კორონავირუსით ინფიცირება ბოლივიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, იერკო ნუნიეს ნეგრეტეს დაუდგინდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. 4 ივლისს კი კორონავირუსი სამთო საქმეების მინისტრს, ხორხე ფერნანდო ოროპესას დაუდასტურდა. ბოლო მონაცემებით, ბოლივიაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 38 071 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 378 ადამიანი კი გარდაიცვალა.
0