18 votes
comments
shares
Save
6 reads
About City
Tbilisi · 1 year ago

კლასიკა კინოთეატრებში ბრუნდება — ამირანის და თიბისი სტატუსის კინომარათონი იწყება!

თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ამირანში ყოველი თვის დასაწყისი სხვადასხვა გენიალური რეჟისორის შემოქმედებას დაეთმობა. ეს არის მცდელობა იმ საქმისა, რასაც ლეგენდარული რეჟისორების უკვდავი ფილმების კინოთეატრების ეკრანებზე დაბრუნება ჰქვია. ამირანში კინოს მოყვარულებს საშუალება ექნებათ ისეთი რეჟისორების ფილმები ნახონ, როგორებიც არიან: სტენლი კუბრიკი, პოლ ტომას ანდერსონი, ალფრედ ჰიჩკოკი, მიქელანჯელო ანტონიონი, ტიმ ბარტონი, ტერენს მალიკი, მილოშ ფორმანი, ვიმ ვენდერსი, ინგმარ ბერგმანი, ვუდი ალენი და სხვა.

ამ მნიშვნელოვანი წამოწყების დებიუტანტი კვენტინ ტარანტინო იქნება, რომლის საკულტო ფილმების ჩვენება ამირანში 3 აგვისტოს დაიწყება:

3 აგვისტო — "კრიმინალური საკითხავი"

4 აგვისტო — "ჯეკი ბრაუნი"

5 აგვისტო — უსახელო ნაბიჭვრები

6 აგვისტო — მოკალი ბილი (პირველი და მეორე ნაწილი)

თითოეულ ფილმზე დასასწრებად ბილეთის ფასი 15 ლარი იქნება, თუმცა თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ერთთვიანი აბონემენტი 50 ლარად და დაზოგოთ თანხა. თიბისი სტატუსის მომხმარებლებისთვის კი განსაკუთრებული პირობები მოქმედებს: 20%-იანი ქეშბექი შეძენილ ბილეთებსა და აბონემენტებზე.


About City
Tbilisi · 1 year ago
18
Write a comment