ბავშვები დედის მკვლელობას შეესწრნენ

0
ცნობილი ხდება სურამში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები.   33 წლის თიკო რუსიას მკვლელობაში მისივე მეუღლე, 35 წლის ილია ქურდაძეა ეჭვმიტანილი.   მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომლებიც, მკვლელობის მომენტში სახლში იმყოფებოდნენ.   ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა ცოლს მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან საწოლში სამი ტყვია ესროლა.   ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.   „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით
ბრალდებული წარსულში ნარკოდანაშაულისთვის იყო ნასამართლევი. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობის მომენტში ილია ქურდაძე ალკოჰოლთან ერთად, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშაც იყო.   შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულოსხმობს.
0