რომელი კომპანიები გაკოტრდა და დაიხურა პანდემიისას

0
პანდემიამ სმოფლიოს მასშტაბით ისეთი კრიზისი გამოიწვია, რომელიც მსოფლიოს არ ახსოვს. 2008 წლის კრიზისს 2020 წლის კრიზისმა გაუსწრო. ეპიდემიის გამო დაიხურა სასწავლო დაწესებულებები, ბაღები სკოლები და უამრავი ბიზნესი. კრიზისისას იზარალეს ისეთმა კომპანიებმა, როგორიც არის: ლუფთანსა, ბიპიენი, ავიანსი ალდო დ.ა.შ. იმ ცნობილი და უმსხვილესი კომპანიების, სია რომლებიც პანდემიის გამო თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ:

Wendy’s-ის მმართველი ერთ-ერთი კომპანია

კომპანია NPC International Inc, რომელიც ცნობილ ამერიკულ სარესტორნო ქსელებს ფლობს, 1 მილიარდი დოლარით დაზარალდა.

Forever 21

ამერიკულ მაღაზიათა ქსელ Forever 21 ფინანსური პრობლემები გასულ წელსაც ჰქონდა. კორონავირუსის პანდემიამ კი კომპანია გაკოტრების პირას მიიყვანა.

Aeromexico

მექსიკის უმსხვილესმა ავიაკომპანია Aeromexico-მ გაკოტრების შესახებ ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ განაცხადა. პანდემიის გამო ავიაკომპანიის თითქმის ყველა ავიარეისი შეწყდა.

Cirque du Soleil

Cirque du Soleil მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცირკია, რომელიც წარმოდგენებს ლას-ვეგასში მართავს. პანდემიის გამო ცირკს წარმოდგენების გამართვის უფლება ჩამოერთვა, რის გამოც მათ თავი გაკოტრებულად გამოაცხადეს. ცირკის 3 500 თანამშრომელი შემოსავლის გარეშე დარჩა.

24 Hour Fitness

სპორტული დარბაზების ქსელმა 24 Hour Fitness რამდენიმე დღის წინ გაკოტრების შესახებ განაცხადა. რამდენიმეთვიანი დახურვის შემდეგ კომპანიმ გადაწყვიტა 400 სპორტული დარბაზი გაყიდოს, რათა კრიზისის დაძლევა შეძლოს.

Aldo

პანდემიის გამო ფეხსაცმელების მწარმოებელმა ფირმა Aldo-მ მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში შეაჩერა, რის გამოც კომპანია გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდა.

Brooks Brothers

კორონავირეუსმა ასევე სერიოზული პრობლემა შეუქმნა მამაკაცის ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანია Brooks Brothers, რომლის მაღაზიებიც რამდენიმე თვის განმავლობაში დაკეტილი იყო. #კორონავისური #კრიზისი
#კოვიდ19
#კრიზისი
#ახალიამბები
#ბიზნესი
0