მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანთან კლდის ფერდობზე ხანძარი გუშინ გაჩნდა და ამ დრომდე მისი ლოკალიზება რთული რელიეფის გამო ვერ ხერხდება. სოფელში მერის წარმომადგენელმა ბეჟან ჭკადუამ თქვა, რომ ცეცხლი ჭექა-ქუხილის შემდეგ გაჩნდა მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიას მეხმა დაარტყა.
სამეგრელო-ზემო სვანეთი გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანმა ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა :
” ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. ამ ეტაპზე, ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება რთული რელიეფის გამო . რადგან ვერ ხერხდება ადგილზე მისვლა , შესაძლოა საჭირო გახდეს საჰაერო სამაშველო ტექნიკის გამოყენება. ამ დროისთვის, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, პროცესში ჩარულია ყველა შესაბამისი უწყება.”
დღეს, ერთი საათის წინ იდლიანის ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს :
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. ტყის ხანძარზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე გამოცხადდა ცოცხალი ძალა ჯვრის, წალენჯიხის და მესტიის განყოფილებებიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია შერეული ტყის მასივზე.
ამ დროისთვის ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.”
#მესტია #ხაიში #იდლიანი #სამეგრელოზემოსვანეთი #ხანძარი #zugdididaily
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com