2 votes
0 comments
0 shares
Save
8 views
Masho Goes
Zemo Alvani · 11 months ago

წამო თუშეთში⚡️


Masho Goes
Zemo Alvani · 11 months ago
Similar Posts
Goga Arindauli
Zemo Alvani · 1 year ago
ილუზიების მუზეუმი
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 4 weeks ago
ხანძრების ციკლი საქართველოში
საქართველოში ხანძრებმა 10 წლის განმავლობაში 3,8 ათასი ჰექტარი შეადგინა. ახლა კი თითოეული მათგანი უფრო კონკრეტულად გავიხსენოთ ხანძარი ბორჯომში 22 აგვისტოს, დილის 06:30 საათიდან, ბორჯომში, სახანძრო და საავიაციო ტექნიკა ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა. სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყო 500–მდე მეხანძრე–მაშველი, 3 ვერტმფრენი – მათ შორის, ორი საქართველოდან და ერთი აზერბაიჯანიდან და ათობით სახანძრო მანქანა, რომელთა მობილიზება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გახდა საჭირო. ეს იყო უმძიმესი ტრაგედია, რომელმაც ბორჯომის ტყის დიდი ნაწილი გაანადგურა, მისი აღდგენითი სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს. ამისათვის საერთო ჯამში 3 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. სხვადასხვა ექსპერტები ეჭვობენ, რომ ხანძარი ხელოვნურად იყო შექმნილი. ხანძარი თუშეთში, რომელსაც 2 დღე ვერ აქრობდნენ ხანძრის ლიკვიდირება გაართულა ტერიტორიის ბუნებრივმა მდგომარეობამ, მეხანძრეები საკმაოდ ახლოს მივიდნენ და აქეობდნენ ცეცხლს, თუმცა მთის ფერდობები იშლებოდა და სხვა ტერიტორიას გადასცემდა ხანძარს, რის გამოც მას 2 დღის განმავლობაში აქრობდნენ მაშველები და რეინჯერები ხანძარი მაღალმთიან აჭარაში ხანძარი 2017 წელს გაჩნდა და ტყის საკმაო ტერიტორია მოიცვა, საჭირო გახდა ვერტმფრენების დამატება, რაშიც თურქეთი დაეხმარა ჩვენს მაშველებს ხანძარი “ბავშვთა სამყაროში” ბავშვთა სამყაროს გადაწვა ერთ-ერთი დიდი კატასტროფა იყო, რადგან მასში ინახებოდა დიდი ოდენობის ოქრო-ვერცხლი და სხვა ძვირადღირებული მეტალი თუ ქვა. ფაქტმა პირველ რიგში უდიდესი ზიანი მიაყენა თვითონ ვაჭრებს. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი და მოსაზრება, რომ ტერიტორია არა შემთხვევით, არამედ ძალით და კონკრეტული მიზნების გამო გადაწვეს. ხანძარი ვარკეთილში გუშინ ვარკეთილში შერეული ტიპის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. 20-ზე მეტი მაშველი ცდილობდა მის ჩაქრობას, მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხი ევაკუირებული იყო. საბედნიეროდ, მაშველებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს, რის გამოც ცეცხლი ბენზინგასამართ სადგურამდე არ მივიდა. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.
გაბო ქითიძე
Zemo Alvani · 1 year ago
👋
თეა ცანავა
Tsalenjikha · 3 months ago
ცხოვრება პატარა წიგნს წააგავს, მისი ფურცლები ისე სწრაფად იშლება, რომ წაკითხვასაც ვერ ასწრებ. დღეები მიდიან და ფურცლებიც ნაწერით ივსება. გაივლის ჟამი, მოხუცდები და წიგნიც ბოლომდე შეივსება...აიღებ წიგნს და თვალს გადაავლებ შენს ცხოვრებას. ჯერ დაფიქრდები, სარჩევს თითს ჩააყოლებ, ნახავ გვერდს და დაიწყებ კითხვას.კითხულობ და თვალზე ცრემლი გადგება. ფიქრობ რა უცებ გასულა სიცოცხლე,რა მალე შევსებულა ცხოვრების ფურცლები... ფურცელს გადაშლი, დაჭმუჭნული და ჩაკეცილი ფურცელი შეგხვდება,ეს ხომ შენი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული გვერდია.ჩაკეცილს გაასწორებ და ფურცვლას განაგრძობ.იფიქრებ, დრო გავა და როგორმე გასწორდებაო,მაგრამ ნუ გეგონება,რომ სანამ წიგნის ბოლოში გახვალ გასწორდეს,ვერა მეგობარო, ვერა! ისევ განაგრძობ კითხვას, გადააწყდები სანიშნს,დაგაინტერესებს და გვერდს ჩაიკითხავ გაგეღიმება, ნოსტალგიაც შემოგაწვება და დანანებით იტყვი -‐‐ " ეჰ, რა დრო გასულა, ცრემლსაც მოაყოლებ... ახლა სხვა გვერდზე გადაშლი, თავს გააქნევ და ჩაიბუტბუტებ, წუთისოფელო რა უსამართლო ხარ" და შემდეგზე გადახვალ. აქ ღმერთს მადლობას შეწირავ ბედნიერებისათვის.წიგის ბოლოში ცხოვრების ანალიზს წაიკითხავ, დაითვლი ბედნიერი ცხოვრების ფურცლებს, შემდეგ კი მტკივნეულს,ბოლოს შეაჯამებ, დაინახავ რომ ბედნიერი ჭარბობს და ამაყად წამოიძახებ—" შეჩერდი წამო,რა მშვენიერი ხარ! " #ცხოვრებამშვენიერია❤🙏🏻
Masho Goes
Sakobo · 1 year ago
სიღნაღი🌸
Maia Khomeriki
Lastra a Signa · 3 months ago
ჩემი მეგობრის, ალეკო დოლბაიას პოსტს უცვლელად გიზიარებთ, ძალიან მომეწონა!💖 ჩემს მეგობრებს, კორონასთან ბრძოლის პერიოდში, განწყობისთვის ვთავაზობ ერთ ლექსს, რომელიც ეკუთვნის მწერალ შალვა შარაშიძეს. ის მოღვაწეობდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, იყო სატირულ-იუმორისტული ჟურნალ „ეშმაკის მათრახის“ (საქართველოში ჟურნალ „ნიანგის“ წინამორბედი) რედაქტორი და გამომცემელი, ცნობილი გახლდათ ფსევდონიმით თაგუნა. აქვე მინდა დავამატო, რომ ეს ლექსი 1982 წელს გამაცნო და ჩამაწერინა ჩემმა (და ფიზიკის ფაკულტეტის ყველა სტუდენტისთვის) უსაყვარლესმა პედაგოგმა, მათემატიკის კათედრის დოცენტმა ბატონმა არჩილ სულაქველიძემ. თაგუნა (შალვა გიორგის ძე შარაშიძე) მწერალი, ჟურნალ „ეშმაკის მათრახის“ დამაარსებელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი (26.03.1880 – 15.05.1934) "წმინდა გრძნობის ტრფიალება" ცხელა, ცხელა, ცხელა, ცხელა, მზე სხივების ალმურს ართავს, ზედ ჩემს ცხვირთან მიჯნურ ბუზებს პაემანი გაუმართავთ. ჩრდილში ვწევარ, ვერ ვიძინებ, თუმც ძალიან მეძინება, არშიყ ბუზებს ვზვერავ ზანტად, სადღაც, ტვინში მეცინება... გავდენო თუ დავანებო? ოფლის ღვარი მირწყავს სახეს, ბრაზი მახრჩობს, ჩემი ცხვირი სადაური ბაღი ნახეს?! ცხელა, ცხელა, წამწამებზე დამეკიდა ზლაზვნით რული, ცხადია თუ სიზმარია ჭაბუკ ბუზთა სიყვარული? ვაჟი ბუზი ვნებით იწვის, მუხლს იდრეკს და ძლივს ლუღლუღებს: გულის ვარდო, ტრფობის ალი გონს მიკლავს და სისხლს მიდუღებს, ჩემთან წამო, თორემ ვფიცავ, სურვილები გამაგიჟებს, იქ შემომყევ, აკლდამაში, - ჩემს ნესტოზე მიუთითებს... შემოგყვები ჩემო გიჟო, - სატრფო ბუზი ეუბნება, - მაგრამ საზღვრებს არ გადასცდე, შეიკავე დროზე ვნება... მგონი მძინავს, გულის პირზე ნიავი მცემს, მისისინებს, მძინავს, მძინავს, მაგრამ ცხვირში რა ჯანდაბა მიღიტინებს?! ნუთუ ბუზმა ქალწულ ბუზის არ დაინდო გრძნობა ნაზი, შეიტყუა ჩემს ნესტოში, გადალახა წრე და ხაზი. კმარა! უნდა დაისაჯოს, ეგ ავხორცი, უწმინდური, მე თუ არა, ვინ იძიოს ნამუსახდილ ბუზის შური?! თვალებს ვახელ, ბრაზი მახრჩობს, გააფთრებით ანჩხლად ვყვირი: ვინ შებღალა წმინდათ წმინდა, ვინ შებღალა ჩემი ცხვირი?! უფრო დასცხა, ცხელმა მზერამ წაშალა და დასწვა ჩრდილი, ვგრძნობ, ნესტოდან გამოცოცდა ორივ ბუზი დარცხვენილი. უნდა მოვკლა, ვერ შევარჩენ, - ასეთია ჩემი წესი! მაგრამ ვაჟი რომელია, როგორ ვიცნო მათი სქესი? ზედ ჩემს ცხვირწინ დავკარ ტაში, რომელს მოხვდა, რომელს ნეტა? ღმერთო ჩემო, ორივ მოკვდა - რომეო და ჯულიეტა. თუმც ახია, რად შებღალეს პატიოსან ცხვირის ნესტო? - დე, შეიტყონ სხვა ბუზებმაც: тут не место, тут не место!!! #goodplaces
George Iashvili
Tbilisi · 1 year ago
გამარჯობა! მივესალმები ქართველების მიერ შექმნილ ამ ძალიან მაგარ სოციალურ ქსელს! 🤩❤️
Masho Goes
Tbilisi · 1 year ago
🌅
George Toreli
Tbilisi · 1 year ago
⛳ ულამაზეს ბატეთის ტბა ♥ ⏺️9 ივნისს, კვირას 20 ლარად ⏺️მეგობრებო ტურისტული კომპანია “თორელ თრეველი" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ბატეთი- ყინწვისის მიმართულებით. ⏺️თქვენ გელოდებათ ახალი მეგობრები, თავგადასავალი, მეტი პოზიტივი და დაუვიწყარი კვირა დღე არაჩვეულებრივი სეზონისგან. ეს თქვენი შანსია მომდევნო ხარ შენ. გაატარეთ დაუვიწყარი დღე ჩვენთან და ისიამოვნეთ სანახაობებით! ❤️ ⏺️მოვინახულებთ ✔ყინწვისი მამათა მონასტერი ✔ორთუბნის დედათა მონასტერი ✔ ძამის ხეობა ✔ სარკინეთი ✔ბატეთის ტბა ⏺️ ტურის ღირებულება: 20 ლარი ➡ტურის ღირებულებაში შედის: ▪ტრანსპორტირება (კომფორტული მიკრო ავტობუსი, გამოცდილი მძღოლი) ▪გამყოლი . ➡ გასვლა - ქ. თბილისი დიდუბის ზედა გაჩედება ვიკრიბებით 07:30 გავდივართ 08:00 ❌დაგვიანებულებს მხოლოს 10 წუთი დაველოდებით❌ ➡კვება - მოგვაქვს ინდივიდუალურად ➡ტურში გასათვალისწინებელი.❗ ❌ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება ❌შეკრების ადგილზე არ ვიგვიანებთ (წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს თქვენი დატოვება) ❌არ ვანავგვიანებთ გარემოს, ❌, შეურაწყობას ერთმანეთს არ ვაყენებთ, ❌ნასვამ მდგომარეობაში არ მოვდივართ(ზომიერად დავლევთ ბუნებაში ყველა ერთად და სასიამოვნო გარემოს შევქმნით). ❌ ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ აუცილებლად მოიხსნებით ტურიდან. ❌ ვემორჩილებით გამყოლის მითითებებს ❌ფორსმაჟორული სიტვაცია- ტურის ხელმძღვანელს აქვს უფლება შეცვალოს ტურის მიმდინარეობა სხვა გარემოებების მიერ. ⏺️არვსვამთ კითხვებს: როდის მივალთ????!!! ბევრი დარჩა, რამდენი კილომეტრია და ა.შ. ⏺️სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ, თქვენი მეგობარი #TorelTravel⚠️ შენიშვნა! ❗️ ფეხით სასიარულო მანძილი დაახლოებით 6 კმ-ია ❗️ გზის სირთულე -საშვალო ⏺️საჭირო ეკიპირება ⏺️სალაშქრო ფეხსაცმელი ⏺️გამოსაცვლელი ⏺️საწვიმარი ⏺️წყალი ➡ რეგისტრაცია უნდა გაიაროთ წინასწარ. ამისათვის საჭიროა დაგვიკავშირდეთ ნომერზე ან მოგვწეროთ. გადახდა ხდება წინასწარ. ❌ თანხა უკან არ ბრუნდება რათა ტური არ ჩავარდეს.❗!!! ჩვენი გარანტი სწორედ ხარისხია.. დაგვიკავშირდით.!!!! ☎591 10 58 84
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago
☑️ 18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა🌎👇🏻 მთელ მსოფლიოში მუზუმების თანამშრომლები ამ დღეს ყოველწლიურად აღნიშნავენ. ეს დღე კალენდარში 1977 წელს გაჩნდა, როდესაც ICOM-მა (International Council of Museums) ამ კულტურული დღესასწაულის აღნიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. 1978 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო დღეს 150-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღეს ტრადიციულად საქართველოშიც ზეიმობენ. 15-24 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით ტრადიციული ფესტივალი იმართება. 📌მუზუმები ისევ ის ადგილია, სადაც ხელოვნების ნიმუშებს აგროვებენ? ბოლო წლებში სამუზეუმო საქმის ნამდვილი ბუმია. მხატვრული მუზეუმები საგრძნობლად შეიცვალა. დღეს ეს არ არის ადგილი, სადაც მხოლოდ ხელოვნების ნიმუშებია თავმოყრილი და გამოფენილი. წარსულში მუზეუმებს ორი მთავარი ამოცანა ჰქონდა: ხელოვნების ნიმუშების შეგროვება და მათი შენახვა მომავალი თაობებისთვის. დღეს ამ ამოცანებს კიდევ ერთი დაემატა, კერძოდ, ხელოვნების წარდგენა აუდიტორიისთვის. თუ 100 წლის წინ ადამიანები მუზუმებში გამორჩეული და უცნაური ნივთების სანახავად მიდიოდნენ, დღეს ისინი მუზეუმებში ხელოვნების ნამუშევრების ისტორიის გასაცნობად მიდიან. მუზუმები მულტიმედიურ ცენტრებად და საგანმანათლებლო კლუბებად გარდაიქმნება. 📌რა ახალი მიმართულებებია? ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია. მაგალითად, ოპ-არტი - აქ მხატვრები ოპტიკურ ილუზიებთან მუშაობენ და საინს-არტი, სადაც სამეცნიერო კვლევა თანამედროვე ხელოვნების ობიექტი ხდება. ბოლო წლებში ასევე აქტიურად ვითარდება მედიახელოვნება. ის იქმნება კომპიუტერული გრაფიკის, ნეიროქსელების, რობოტების ტექნიკითა და პროგრამული ბოტებითაც კი. ინტერაქტიულ გამოფენებზე ნამუშევრების დემონსტრაციისთვის იყენებენ ვირტუალური რეალობის სათვალეებს, პროექტორებს, სენსორებს და სხვა ტექნოლოგიებს. ახლახან Christieʼs აუქციონმა პირველად წარადგინა ნახატი, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა. 📌მაგრამ მუზეუმები ხომ მაინც კედლები და გამოფენილი ნამუშევრებია? ყოველთვის - არა. რა თქმა უნდა, თანამედროვე მუზეუმებს მკაფიო სტრუქტურა აქვთ - დარბაზები და დერეფნები, მაგრამ გამოფენიდან გამოფენამდე რაღაც ოდნავ მაინც იცვლება. გამოფენის ორგანიზატორები ახლებურად აწყობენ სამუზეუმო სივრცეს, რომ ის გამოფენის იდეას და ისტორიას შეესაბამეოდეს. მაგალითად, დარბაზის ცენტრში მოწყობილი ვიწრო მიხვეულ-მოხვეული დერეფანი. ზოგიერთი ნამუშევარი ღია სივრცეს ითხოვს, ამიტომ მათ სამუზეუმო კედლების მიღმა ფენენ. ამას ფაბლიკ-არტი ჰქვია - ხელოვნებას წარადგენენ პირდაპირ ქუჩებში, მოედნებზე და სადგურებში, და ზოგადად, თანამედროვე მუზეუმებს მხოლოდ ხელოვნებისთვის არ სტუმრობენ. 📌ხელოვნებისთვის თუ არა, მაშინ რისთვის? დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის. ადრე მუზუმში ვიზიტი ნიშნავდა იმას, რომ თქვენ მთელი დღის განმავლობაში უნდა გევლოთ დარბაზებში, წყლის, საჭმლის და ჩამოსაჯდომი ადგილის გარეშე. თანამედროვე მუზუმები ადამიანებს დაუახლოვდა - მუზუმში ვიზიტი კინოში ან თეტრში წასვლას ჰგავს. ბევრ მუზუმს თავისი ბიბლიოთეკა, კაფე და კინოდარბაზი აქვს. ასევე ბოლო დროს მუზეუმები საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევიან - იქ აწყობენ კონფერენციებს, ლექციებს და მრგვალ მაგიდებს. ზოგჯერ მხოლოდ მუზუმების შენობების თვალიერებაც საინტერესოა - ისინიც თავის მხრივ არტ-ობიექტებია. 📌ეს როგორ? სამუზეუმო არქიტექტურის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობდა (მან მემკვიდრეობად სასახლეების და ტაძრების არქიტექტურა მიიღო), ბევრი მხატვრული მუზეუმი კი ცნობილმა არქიტექტორმა ააშენა. მაგალითად, 20 წლის წინ დიდი აღტაცება გამოიწვია ბილბაოში გუგენჰაიმის მუზეუმმა - დეკონსტრუქტივიზმის სტილში აგებულმა ეფექტურმა შენობამ, რომელიც ცნობილმა არქიტექტორმა ფრენკ გერიმ მოიგონა. დღეს მისი პროექტის თანახმად აშენებენ არტ-ცენტრს Luma Arles - არანაკლებ შთამბეჭდავ ასიმეტრიულ ლითონის ნაგებობას. ასევე არქიტექტორები აპროექტებენ არტ-სივრცეებს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით იცვლიან ფორმას და სხვადასხვა დროს საგამოფენო ან საკონცერტო მოედნებად, თეატრალურ დარბაზებად ან წვეულებების მოსაწყობ ადგილებად გარდაქმნებიან. 📌ამ ყველაფრის ნახვა ინტერნეტში შეიძლება? მუზეუმების უმრავლესობას საკუთარი ვებგვერდი აქვს, ასევე ჩნდება სულ უფრო მეტი მობილური აპლიკაცია, ინტერაქტიული გიდი, YouTube-არხი და ვირტუალური ტური მუზეუმში. ყველაზე მსხვილი პროექტი, რომელიც ასობით ექსპოზიციას აერთიანებს - Google Arts & Culture-ია. გარდა კოლექციების პრეზენტაციისა მუზუმები აქვეყნებენ ლექციებს და საჯარო დისკუსიებს არტისტებთან, ხოლო მაგალითად, ნიუ-იორკის მუზეუმი MoMA გიამბობთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ისწავლოთ ხატვა პიკასოს და როტკოს სტილში.