სასტუმროების საკარანტინე სივრცედ გამოსაყენებლად მთავრობამ ივნისში 3,5 მლნ ლარის კონტრაქტი დადო

0
ივნისის თვეშიც გასული თვეების მსგავსად მთავრობის დავალებით საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 3, 5 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები დადეს. რადიო თავისუფლებამ გაფორმებული 39 ხელშეკრულება შეისწავლა. დოკუმენტები შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. წინა ხელშეკრულებებისგან განსხვავებით, ჩამონათვალში აღარ მოხვდა ისეთი ცნობილი სასტუმროები, როგორც არის "ჰოლიდეი ინ", "ლოპოტა" და ა.შ.  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გასულ თვეს 400 ნომრის დასაქირავებლად 7 ხელშეკრულება დადო, რომელთა ღირებულება 654 ათას ლარს აღემატება. ხელშეკრულებების მიხედვით, 321 ნომერი ივლისის ბოლომდეა დაჯავშნილი. 32 ხელშეკრულება გააფორმა საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ. სულ ჯამში დაქირავებული იყო 2 104 ნომერი. ხელშეკრულებების ჯამური მოცულობა 2 მილიონ 902 ათას ლარამდეა. ივნისში გაფორმებული ხელშეკრულებებით, უწყებას 376 ნომერი ივლისშიც აქვს დაქირავებული. საქართველოში სასტუმროებს საკარანტინე სივრცეებად ხელისუფლება მარტიდან იყენებს. ამ დროიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც სხვა ქვეყნიდან ბრუნდება, 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავალ უწევს. მთავრობის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, ბიუჯეტიდან სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად გამოყენებაში 32, 5 მლნ ლარი დაიხარჯა. ამავე თემაზე:  საკარანტინე სივრცეებში მოქალაქეების მიყვანა-წამოყვანაში 1, 5 მლნ ლარი დაიხარჯა https://www.radiotavisupleba.ge/a/30710203.html
#ახალი_ამბები
#twitter
0