რა არის ლაქტოზის აუტანლობა და რჩევები, თუ როგორ გავუმკლავდეთ მას?

0
ლაქტოზის აუტანლობა საჭმლის მომნელებელი სისტემის ხშირი პრობლემაა, რომლის დროსაც ორგანიზმს შაქრის ერთ-ერთი ტიპის - ლაქტოზის მონელება არ შეუძლია. ლაქტოზა ძირითადად რძესა და რძის პროდუქტებში გვხვდება. ლაქტოზის აუტანლობის სიმპტომებია: ?გაზები ?დიარეა ?შებერილი მუცელი ?მუცლის სპაზმები და ტკივილი ?მუცლის ბუყბუყი ?გულისრევის შეგრძნება. სიმპტომების სიძლიერე და მათი გამოვლენის დრო დამოკიდებულია მიღებული ლაქტოზის რაოდენობაზე. ზოგიერთ ადამიანს შეუძლია მცირე რაოდენობის რძის მიღება სიმპტომების გამოჩენის გარეშე, სხვებს კი რძის მცირე რაოდენობაც კი უვითარებს პრობლემებს.

როგორ გავუმკლავდეთ?

ლაქტოზის შემცველი საკვების და სასმელის მიღების შეწყვეტით ძირითადად შესაძლებელია სიმპტომების კონტროლი. იმის მიხედვით, თუ რომელი რძის პროდუქტების ჭამა შეგიძლიათ, დამატებით კალციუმის (calcium) და ვიტამინ D-ს (vitamin D) მიღება შეიძლება დაგჭირდეთ, რომ შეინარჩუნოთ ძვლების სიძლიერე და სიჯანსაღე.
#news
#health
#forhealth
#healthyfood
#healthylife
#behealthy
#goodvibes
Tbilisi
0