რა არის ალფა-ლიპოის მჟავა და რაში ეხმარება იგი ორგანიზმს?

0
ალფა-ლიპოის მჟავა ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ბუნებრივი ნივთიერებაა. ის განამტკიცებს ჯანმრთელობას და აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას.

რა რაოდენობით საჭიროებს მას ორგანიზმი?

ალფა-ლიპოის მჟავა დისულფიდშემცველი ნაერთია, რომელიც ადამიანის ორგანიზმის აბსოლუტურად ყველა უჯრედშია. ის ქსოვილებში მიმდინარე უამრავ რეაქციაში მონაწილეობს. ჯანმრთელი ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს აღნიშნული მჟავას სათანადო რაოდენობას და სრულად ფარავს ამ ნივთიერებაზე მოთხოვნილებას. ამ მჟავას გამომუშავება მცირდება ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებებისას. ალფა-ლიპოის მჟავას დონე განსაკუთრებულად ქვეითდება ისეთი დაავადებების არსებობისას, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი, გულის პათოლოგიები და ღვიძლის ციროზი.

რომელი პროდუტები შეიცავენ მას?

პროდუქტები, რომლებიც შეიცავს საკმარისი რაოდენობით ალფა-ლიპოის მჟავას: ხორცი; თევზი და ზღვის პროდუქტები; ბოსტნეული; ნიგოზი და თესლები; მცენარეული ცხიმი (ზეთი).
#news
#health
#forhealth #healthylife
Tbilisi
0