სალომე ზურაბიშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს ქუთაისიდან აკვირდებოდა

0
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო. გამოცდების პირველ დღეს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოცდებს ქუთაისიდან აკვირდებოდა. მან აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა; , , დღეს ქუთაისში ვიმყოფებით და აქედან მინდა მოვულოცო ყველა აბიტურიენტს, ვინც წელს აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს. მინდა ვუსურვო წარმატებები. მართალია, ეს წელი ცოტა განსხვავებულია, რადგან პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი რეგულაციაა. მგონია, რომ საგამოცდო პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ვნახე ყველაფერი ის, რაც მომზადებულია, იმისათვის რომ ამ პირობებში, მინიმუმზე იყოს დაყვანილი ნებისმიერი საფრთხე და მე მგონი, ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ის შემდომი ცხოვრების საწყისია. ამ ქვეყნის მომავალი ამ აბიტურიენტების ხელშია. ცოდნა, განათლება და პროფესონალიზმი – ეს არის ის, რაც განაპირობებს ჩვენს ყველას მომავალს და პირველ რიგში, მათ მომავალს. ასე რომ, წამატებები, წარმატებები და წარმატებები!“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა აბიტურიენტებისადმი გაკეთებულ მიმართვაში. სალომეზურაბიშვილი
kutaisidaily
0