გენინსპექციის გასარკვევია, რა კითხვები დაუსვა ინციდენტის ღამეს პატრულმა ფოტოგრაფ მოწმეს

ByOn.geGeorgia
0
შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბოცვაძის თქმით, გენერალური ინსპექციის გასარკვევია, თუ რა ჰკითხეს პატრულის თანამშრომლებმა გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ მოწმეს, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგაძეს შემთხვევის ადგილიდან წაყვანისას.
"ეკიპაჟი თბილის-სენაკი-ლესელიძის გზაზე პოულობს ბრეგვაძეს, იგი განუმარტავს, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ დაპირისპირებას, მონაწილე პირები უკვე წავიდნენ და ეკიპაჟს სთხოვს, თბილისამდე წაყვანას. საპატრულო ეკიპაჟის წევრები გარკვეულ კითხვებს უსვამენ და ეს ცალსახად გენერალური ინსპექციის გასარკვევია, რის შემდეგაც სვამენ იაკობ ბრეგვაძეს და მიჰყავთ თბილისში".
#News
ByOn.geGeorgia
0