კრიმინოლოგიის დონე გლობალურ დონეზე - კრის ესკრიჯი.

0
კრიმინოლოგიის დარგი ცდილობს გაიგოს და ახსნას დანაშაულობა, შემდგომში მისი ინტენსივობის შემცირების და მისი უარყოფითი ეფექტის თავიდან აცილების მიზნით. ისევე, როგორც მედიცინის დარგში აუცილებელია პრევენციული და სამკურნალო სტრატეგიის შემუშავება და მათი განხორციელების აუცილებლობა, პრაქტიკულად საზოგადოების და კერძო სექტორის ყველა სფეროში. ჩვენ ხშირად რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ და როგორც ჩანს დღეისათვის ცოტაა მათზე პასუხი. ამ ჭრილში კრიმინოლოგიის დარგი დღეს ძალიან გავს მედიცინის დარგს. დანაშაულობის დაძლევის პრობლემები დღეს იდენტურია. მე–19 საუკუნის დასაწყიში იყო ჯანმრთელობის პრობლემები: სიფილისი, ბუბონური შავი ჭირი, პოლიომელიტი, ტუბერკულოზი, ბარლოუს დაავადება და ა.შ. ამ ეპოქაში ბევრი ვარაუდები არსებობდა მედიცინაში, რადგან ძალიან შეზღუდული იყო ეპისტემოლოგიური გაგება, არასრულყოფილი ცოდნა დაავადებების მიზეზებისა და მისი მკურნალობის შესახებ. არსებობდა მცირეოდენი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტები ან მეთოდოლოგია, ხმის დიაგნოსტიკა, შესაბამისად ამ ყველაფერს მოსდევდა არაეფექტური მკურნალობის მეთოდი. ასეთმა მდგომარეობამ საზოგადოებაში გამოიწვია დაავადებების მიმართ არაეფექტური მიდგომა. საზოგადოებას ერჩივნა ემკურნალათ სახლის პირობებში შეუმოწმებელი, უხეში საშუალებებით, ვიდრე ეფექტურ, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პარამეტრებით. დღეს ასე აღარ ხდება. რა გააკეთა მედიცინამ წინ წასასვლელად? რა თქმა უნდა სიკვდილი ვერასოდეს ვერ იქნება თავიდან აცილებული და დიახ, მედიცინაში ისევ არსებობს ამოუხსნელი ამოცანები, მაგრამ თანამედროვე მედიცინაში ცოდნა ვითარდება, ვითარდება ეპისტემოლოგიური გაგება, საერთო შეხედულებები. შედეგად მრავალი დაავადება იქნა აღმოფხვრილი, ხოლო ნეგატიური შედეგები დაავადებებისა და უბედური შემთხვევების მნიშვნელოვნად იქნა შემცირებული. ადამიანის სიცოცხლე უკვე დიდი ხანია გახანგრძლივდა და ეს მედიცინის საგრძნობლად გაუმჯობესებული ხარისხია. ამიტომ კიდევ ვიმეორებ კითხვას, რა ხსნის ამ პროგრესს? რა გააკეთა მედიცინამ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში შედეგის მისაღწევად? მედიცინის სფერომ ხუთპუნქტიანი სტრატეგია შეიმუშავა: 1. მან მიიღო საყოველთაო აკადემიური მოდელი. ბოლო 200 წლის განმავლობაში საგანმანათლებლო უმაღლეს დაწესებულებებში მედიცინის სკოლის ხარისხი გაუმჯობესდა. 2. მან მთლიანად მოიცვა დაკავშირების პრინციპი ყველა აკადემიურ პროცესში. მრავალი რეგიონალური, ეროვნული და საერთაშორისო პროფესიულ მედიცინასთან დაკავშირებული საზოგადოებები განვითარდა და აყვავდა, და ამ თვალსაზრისით ამ ორგანიზაციების მიერ შეიქმნა მრავალი სამედიცინო ჟურნალი, რომელიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით აქვეყნებს სამეცნიერო კვლევებს. სამედიცინო სფერო უკვე მივიდა იმ დონეზე, სადაც ურთიერთქმედება, გაცვლა, თანამშრომლობა შესაძლებელია ყველანაირ ვითარებაში. რა თქმა უნდა თანამედროვე სისტემის და ელექტრონული კომუნიკაციის დახმარებით. 3. მან მოიცვა ინტერდისციპლინარული პერსპექტივა და ეძებდა ინტელექტუალურ „დამთხვევას“ განსხვავებული აკადემიური და მეცნიერული სფეროს გაერთიანებით, ამით ცდილობდა მოეძებნა ეტიოლოგიური გაგება, შემდგომში ეფექტური რეაგირების შესამუშავებლად. დღეს არაფერია უჩვეულო იმაში, რომ სამედიცინო ჟურნალში ნახოთ სხვადასხვა დარგის მკვლევართა თანაავტორობით, სხვადასხვა დაწესებულებებიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან გამოქვეყნებული სტატიები (მე–2 პუნქტი). 4. იგი გადავიდა მტკიცებულებებზე დაფუძნებულ შეფასების სტანდარტზე. 5. მან შეძლო ახალი ცოდნის ინტეგრირება, როგორც სამეცნიერო საზოგადოებაში, ისე საჯარო სექტორში. ამ ძალისხმევაში მედიცინამ წარმატება განიცადა სხვადასხვა საკომუნიკაციო სტრატეგიის გამოყენებით, რომელიც შექმნილია განსხვავებული აუდიტორიის დასაინტერესებლად („გამოსაჭერად“). ჩვენ კრიმინოლოგიაში ბოლომდე ვერ დავამარცხებთ დანაშაულობას, ისევე როგორც ექიმები ვერ დაამარცხებენ სიკვდილს. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ თანამედროვე პრობლემების სიმძიმე დანაშაულობის სფეროში (ისევე როგორც მედიცინამ შეძლო დაავადებების და უბედური შემთხვევის შედეგების შემცირება) იმავე 5 პუნქტიანი სტრატეგიული ორიენტაციის მიღებით, როგორც მედიცინამ ის ორი საუკუნის წინ მიიღო. მოკლედ საიდან ვიწყებთ? პირველი ნაბიჯი ჩემთვის არის კრიმინოლოგიის/სამართლის სწავლების პროგრამის ხარისხის გაუმჯობესება კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუკი ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ გავაძლიეროთ სოციალური სამართალი, გავაღრმაოთ მშვიდობის და უსაფრთხოების გრძნობა და გავაუმჯობესოთ სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა, ჩვენ უნდა დავიწყოთ მართლმსაჯულების განათლების პროგრამის ხარისხის გაუმჯობესებით მსოფლიოს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემებში და სახლში. ამას შეიძლება დასჭირდეს ერთი ან ორი თაობა, რათა დაინახო სამართლის სფეროში განათლებამ როგორ დაიმკვიდრა თავი დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, და კიდევ უფრო მეტიც, საბოლოოდ გააცნობიერო ამ საერთო სტრატეგიის დასრულებული შედეგები, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იმუშავებს. დიდი გამოწვევები დგას ჩვენს წინაშე, რადგან ჩვენს ირგვლივ არსებულ უსამართლობაზე და უთანასწორობაზე შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჭირდებათ დახმარება, ბუნება რომელსაც დაცვა სჭირდება და სხვ., ცხოვრება ყველა ფორმით უნდა იქნას დაცული და შეცდომები უნდა იქნას გამოსწორებული ყველა სფეროში. ამ 5 პუნქტიან სტრატეგიულ მოდელზე ჩაბღაუჭებით, ჩვენ შევძლებთ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, შედეგად მშვიდობა და სამართლიანობა დაისადგურებს, რომელიც იქნება ხშირი სტუმარი ჩვენს სახლში, ერში, სამეზობლოსა და მსოფლიოში. წყარო : კრის ესკრიჯი
0