ნაპოვნი წინდა და ფეხსაცმელი გიორგი შაქარაშვილს არ ეკუთვნის, თეთრი წინდა ეცვა

0
მდინარე არაგვზე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარის პოვნის შემდეგ, მისი გარდაცვალების საქმე დღემდე ბურუსით არის მოცული. მიუხედავად იმისა, რომ 17 ადამიანი განსასჯელის სკამზე ზის, ჯერჯერობით მათმა ჩვენებებმა ვერაფერი შეძინა ამ საქმეს, რომელსაც მედია საქმის მასალიდან, წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.არის სხვადასხვა ვერსია, თუ როგორ მოხდა 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი მდინარეში. თუმცა, შსს-მ გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო საზოგადოების ნაწილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. თუმცა, გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ამავე დროს ოჯახის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე „აიპრესთან“ ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოებთან პრეტენზია არ აქვს. მისივე თქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, ხოლო გენეტიკური ექსპერტიზის პასუხი როდის იქნება ჯერ არ არის ცნობილი. „აიპრესი“: საუბარია იმაზე, რომ შემთხვევის ადგილზე, სადაც ცხედარი იპოვეს, მოშორებით ნაპოვნი იყო წინდები, ფეხსაცმელი, ჩანთა. რა არის თქვენი ვერსია, ვისი იყო ეს წინდები, ნივთები? მირიან ნიკოლაძე: უცებ გეტყვით პასუხს. არაფერი კავშირი არ აქვს გიორგისთან. რადგან შემთხვევის ადგილზე ზოგადად აღმოჩნდა, უნდა ამოეტანათ. ეს წინდები გიორგის არ სცმია და არც რამე შემხებლობა ქონია. გიორგის ეცვა თეთრი წინდები. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია შავი წინდები. ეს არის ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედებების დროს ვალდებულებითი მომენტი, ყველაფერი ამოეღოთ, იქნებ რამე შემხებლობა ჰქონდა. მაგრამ, ეს გამორიცხულია. „აიპრესი“: ანუ, ამ წინდებს, ფეხსაცმელს შემხებლობა არ აქვს? მირიან ნიკოლაძე: საერთოდ არაფერი. „აიპრესი“: გარეგნული დათვალიერებით ცხედარს რა დაზიანებები ჰქონდა? მირიან ნიკოლაძე: გარეგნული დათვალიერებით, ზოგადად დაზიანებები არის, მაგრამ, არ არის მოტეხილობები, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა. თუმცა, დაზიანებები როდის არის მიყენებული, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. „აიპრესი“: ასევე, არის საუბარი, რომ საქმეში ერთ-ერთ ფიგურანტს, ფოტოგრაფს წაშლილი აქვს კადრები… მირიან ნიკოლაძე: ფოტოგრაფს არფერი არ აქვს წაშლილი. დაიკითხა თუ არა, გადაუდებელი აუცილებლობით ამოიღეს ეს ფოტოაპარატი, რადგან მას სჭირდებოდა გადაუდებელი აუცილებლობის გამო საფუძველი, ამის თაობაზე შედგა პატაკი, რომ შესაძლებელი იყო წაეშალა, გადაუდებელ აუცილებლობას სასამართლოს კანონიერება უნდა და ჰქონდეს საფუძველი. საფუძველი რა უნდა ეთქვა? გამომძიებელი ხომ არ იტყოდა რომ მე ასე მინდა და ამოვიღეო… შესაბამისად ამოიღეს, ექსპერტიზაც მოვლილი აქვს და ამის გასკანდალებას, უშინაარსო ქცევებს, სჯობს მოეშვან. თუ ვინმეს არ ესმის აგერ გეუბნებით. თუ ვინმე ერკვევა და მაინც აკეთებს თავისი საქმეს, თვითონ იცის. „აიპრესი“: ასევე, მედიაში გამოქვეყნა დოკუმენტი, სადაც სამართალდამცავი წერს, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში წერს, რომ აღნიშნულია რომ შეიძლება წაშალოს… მირიან ნიკოლაძე: ეს ვერსია წამოვიდა იქიდან რომ პატაკში წერია, შესაძლებელია წაშალოს, შესაძლებელია გაანადგუროსო, სხვა რა უნდა ეწეროს, აბა როგორ უნდა ჩამოერთვათ ფოტოაპარატი? რა უფლება ჰქონდათ ჩამორთმევის. „აიპრესი“: ანუ, ექსპერტიზით დადგენილია რომ ყველა ფოტო არის? მირიან ნიკოლაძე: დიახ. ყველაფერი ადგილზეა. „აიპრესი“: არის საუბარი რომ ბრალდებულებმა საქმეში ჩვენება რამდენჯერმე შეცვალეს. რაც დასაშვებია. მაგრამ, რამდენად არის შეცვლილი ფაქტობრივი ჩვენება? მირიან ნიკოლაძე: მანდ ვარ მეც. ვერ გეტყვით, ასეთი თანმიმდევრული და სიტყვასიტყვითი ჩვენებები ზოგჯერ არსებობს, ზოგჯერ მცირე ცვლილებებია. ამ ჩვენებზე ზოგს პარადოქსული დასკვნები აქვს. ამას რა აზრი აქვს? თუ არის შეცვლილი ჩვენებები, ეს გამოძიების პრობლემაა. მაშინ სასამართლოში აღმოჩნდება რომ პრობლემა ექნებათ. თუ სწორია, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. “აიპრესი”: დაკავებული 17 პირის გარდა, ფიქრობთ რომ კიდევ არიან მონაწილე პირები? მირიან ნიკოლაძე: არ გამოვრიცხავთ, რომ წრე გაფართოვდეს . შეგახსენებთ, მდინარე არაგვზე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. შსს-ს ოფიციალური ვერსიით, “2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს. რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4 დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი”.
0