ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

0
სურამში, ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ ილია ქურდაძეს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა და პროკურატურამ გორის რაიონულ სასამართლოს დღესვე მიმართა პატიმრობის გამოყების თაობაზე შუამდგომლობით. დაცვის მხარე პროკურატურის პოზიციას არ იზიარებს და პატიმრობის შეფარდების ნაცვლად, გირაოს გამოყენებას ითხოვდა. ბრალდებულის ადვოკატი ნათია სირაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა. ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლს კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის , , ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-17 წლამდე ითვალისწინებს. 3 შვილის დედა, 31 წლის თეა რუსია ქმარმა მაშინ მოკლა, როდესაც ქალს ეძინა. დანაშაულის ფაქტი გუშინ დილით, სურამში მოხდა.
#მკვლელობა
#ხაშური
#პატიმრობა
0