ქობულეთის მოსახლეობა ქალაქში არსებულ მძაფრ სუნს აპროტესტებენ

0
ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩა ადგილობრივმა მოსახლეობამ რამდენიმე წუთით, ცალმხრივად გადაკეტა. ადგილზე მობილიზებული იყო ქობულეთის საპატრული პოლიცია. მოსახლეობა ქალაქში არსებულ მძაფრ სუნს აპროტესტებენ. ამბობენ, რომ მსგავს პირობებში შეუძლებელია ტურისტული სეზონის დაწყება, ამ დღეებში იყო რამდენიმე შემთხვევა, გაუსაძლისი სუნის გამო დამსვენებლებმა დატოვეს ტერიტორია. მათივე თქმით, სუნი საღამოს 9-საათიდან, დილის 8-საათამდე, განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება. ე.წ. 'სმეკალოვკის' არხი არის დაბინძურებული და ის მანდარინის ქერქის ნარჩენებისგანარის გასაწმენდი. ქალაქში კი, სუნი სავარაუდოდ ამ არხიდან მოდის. ადგილზე ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე მოადგილეებთან ერთად მივიდა, მოსახლებასთან მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა რომ; ხვალ კიდევ ერთხელ მოხდება ამ საკითხის შესწავლა, რათა მოქალაქეებს არ შეექმნათ დისკომფორტი. დილიდან მელიორაციის სამსახური გავა ადგილზე და ბათუმის სოფლის მეურნეობის სამსახურები ჩაერთვებიან და სანამ არ მოხდება არხის სრულად გაწმენდა, მანამდე შესაძლებელია მოხდეს მისი დალუქვა. მერია კონკრეტულ ვადას ვერ ამბობს, თუ როდის მოგვარდება პრობლემა თუმცა იმედოვნებს რომ უახლოეს ვადებში შესაბამის სამსახურებთან ერთან მოხდება პრობლემის გადაწყვეტა.
0