როგორ აისახება ჯანმრთელობაზე მუდმივად მანქანით სიარული?

0
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას. ადამიანის გულსისხლძარღვთა სისტემა ზიანდება, თუ ის არ გადის დღეში აუცილებელი რაოდენობის ნაბიჯს. მაგალითად, ახალგაზრდებისთვის რეკომენდებულია დღეში მინიმუმ 10000 ნაბიჯის გადადგმა, უფროსი ასაკის ადამიანებისთვის 6000-7000 ნაბიჯის, ხოლო ხანდაზმულებისთვის - 5000 ნაბიჯის. ადამიანის საქმიანობის სფერო ამ ნორმებზე არ მოქმედებს, რადგანაც ფეხით სიარულს სარგებლის თვალსაზრისით ვერაფერი შეედრება. უპირატესად მანქანით გადაადგილებისას, შეიძლება წარმოიქმნას ისეთი პრობლემები, როგორიცაა: ჭარბი წონა, პრედიაბეტური მდგომარეობა, არტერიული წნევის მომატება და გულის იშემიური დაავადება.
#news
#forhealth
#healthylife
#healthcare
#behealthy
#health
Tbilisi
0