წინანდლის სასტუმროში ხანძარი ლიკვიდირებულია

0
სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში" ხანძარი საუნის ტერიტორიაზე ლიკვიდირებულია. ყველა დამსვენებელი გადაყვანილია სასტუმრო „პარკ ჰოტელ წინანდალში“. ინფორმაციას სასტუმროს ადმინისტრაცია ავრცელებს. ხანძარი წუხელ გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს სასტუმროში ღია ცეცხლი დახვდათ, რის გამოც, დაუყოვნებლივ დაიწყო შენობაში მყოფი პერსონალის და დამსვენებლების ევაკუაცია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 35 მეხანძრე-მაშველი და 6 ერთეული ტექნიკა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30713444.html
#ახალი_ამბები
#twitter
0