გიორგი შაქარაშვილის საქმეში მესამე მანქანა ჩნდება-იყო თუ არა დიდუბეში დაფიქსირებული ფურგუნი მცხეთაში

0
შაქარაშვილის ბურუსით მოცულ გარდაცვალების საქმეზე ახალი სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი. საქმეში გამოჩნდა მესამე ავტომანქანაც - მიკროავტობუსი, რომელიც დიდუბეში გადაღებულ სათვალთვალო ვიდეოკამერებში ფიგურირებს, საიდანაც "მთავარი არხის" ინფორმაციით, მამაკაცი გადმოდის და საქმის ე.წ. ოქროს მოწმესთან, გური ამირხანაშვილთან მოსალაპარაკებლად მიდის. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ვიდეომასალა აქამდე მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილა. საქმის ახალი დეტალები მხოლოდ გუშინ, ექსკლუზიურად "მთავარისთვის" გახდა ცნობილი. ეკა კვესიტაძის "მთავარ აქცენტებში", ნიკა გვარამიამ იმ სქემაზე ისაუბრა, რომელიც სავარაუდოდ განვითარდა შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს. სავარაუდოდ, გარდაცვლილის ფეხბურთელის ცხედარი წყალში მოხვედრამდე სწორედ იმ ფერად შენობაში იყო გადამალული, რომელიც როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, დამწვარია. დიდუბეში დაფიქსირებული მიკროავტობუსი მცხეთის სათვალთვალო კამერებშიც ფიგურირებს: "ტოიოტამ გააკეთა თავის შავი საქმე. ბავშვი ამ დროისათვის არის უკვე გარდაცვლილი. სავარაუდოდ და ჩვენი წყაროების ცნობით, მისი ცხედარი არის ფერად შენობაში. ეს მანქანა. ე.წ. მაღალი პასადკა, არის ან ჯიპი, ან ფურგონი რაც ჩვენ ვნახეთ. ცხედარი იმყოფება ფერად შენობაში, 5 წუთი სჭირდება შენობიდან ცხედრის გადმოტანას მანქანაში და ეს მანქანა მიემართება თბილისისკენ. ამის შემდგ იწვება ეს შენობა. იმისათვის, რომ მიკრონაწილაკი დნმ-ის, ცხედრის იქ არ დარჩეს"- ამბობს ნიკა გვარამია. შეგახსენებთ, რომ ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღე წყალში არ უნდა ყოფილიყო, დღეს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატმაც გამოთქვა. ამასთან, გუშინ საღამოს ასევე ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ, მაყურებელს უჩვენა კადრები, თუ როგორ ჩერდება ავტომობილი დაახლოებით 5 წთ-ის განმავლობაში, ე.წ. ფერად სახლთან. სანაია, მის მიერ მოპოვებულ ვიდეო-მასალას, გვარამიას მოპოვებულ მასალასთან პარალელს ავლებს და სოციალურ ქსელში კითხვას სვამს, არის თუ არა ერთი და იგივე, დიდუბეში და მცხეთაში დაფიქსირებული მანქანები. "პირველ ფოტოზე მიკროავტობუსი, რომელიც წერეთელზე ჩერდება და იქიდან გადმოსული ადამიანი მიემართება ამირხანაშვილის მიმართულებით. ---- დანარჩენი სამი ფოტო. მცხეთა. ფერადი სახლიდან ლიდერფუდის მიმართულება. ჩვენ მიერ გუშინ გაშვებული კადრების მონაკვეთში ფერადი სახლიდან ლიდერფუდამდე ჩაიარა სულ სამმა მიკროავტობუსმა. ახლა გამოძიებამ უნდა თქვას ზუსტად - წერეთლის მიკროავტუბუსი და ლიდერფუდთან გადაღებული სამი მიკროავტობუსიდან არის თუ არა რომელიმე ერთი და იგივე. სულ ორი პასუხია - კი ან არა. ამ სამი მიკროავტობუსიდან რომელიმე იმ ღამით ჩამოვიდა წერეთელზე თუ არა ? აგერ ფოტოები, "-წერს სანაია სოციალურ ქსელში. http://pirveliradio.ge/index.php?newsid=146943
0