3 ფსიქოლოგიური ხრიკი ადამიანის გონებაზე მანიპულაციისთვის!

0
ადამიანები საკმაოდ რთული და კომპლექსური არსებები არიან, თუმცა ყველაზე საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ჩვენი მართვა ძალიან მარტივია. დღეს წარმოგიდგენთ 3 ხრიკს, რომლის საშუალებითაც, მარტივად შეძლებთ ადამიანების გონებაზე მანიპულაციის მოხდენას.

ხრიკი 1- როდესაც ვინმეს ეუბნებით, რომ რაიმე არ შეუძლია იგი აუცილებლად ეცდება საპირისპიროს დამტკიცებას.

მაგალითად თქვენ მენეჯერი ხართ და გყავთ თანაშმრომელი, რომლისგანაც გჭირდებათ, ისეთი რამის გაკეთება , რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია.იმ შემთხვევაში თუ მოგეცემათ საშუალება შეგიძლიათ უთხრათ მას, რომ გაქვთ პროექტი, რომლის მიცემაც მისთვის ძალიან გინდოდათ, თუმცა ამ შემთხვევაში იგი ვერ შეძლებს ამ კონკრეტული საქმის გაკეთებას . იგი საკუთარ თავში არ შეიტანს ეჭვს საკუთარი ეგოდან გამომდინარე და სწორედ ამ მომენტში შესაძლოა ამ საქმის გაკეთება მან თავად შემოგთავაზოთ.

ხრიკი 2 - თუ ადამიანი ყველანაირად ცდილობს, რომ თავი აარიდოს კონკრეტულ თემაზე საუბარს უყურეთ მას თვალებში გამჭოლი მზერით.

როდესაც ადამიანი რაიმე თემაზე საუბრისას თავს იკავებს, ამას ყოველთვის ახლავს რაიმე ფაქტობრივი მიზეზი, რაც მას ხელს უშლის თქვენთან გულის გადაშლაში.საუბრის დროს, როდესაც ხვდებით, რომ პიროვნება მეტად ინფორმაციის მოცემას აღარ აპირებს შეგიძლია მას უყუროთ პირდაპირ თვალებში, რაც მას დააბნევს და აიძულებს, რომ მოყოლა განაგრძოს და დეტალები განგიმხილოთ, რადგან ამ დროს შესაძლოა ფიქრობდეს, რომ სიმართლე თქვენ უკვე იცით, თუმცა ფრთხილად იყავით, არსებობენ ადამიანთა ნაწილი ვინც ამ ხრიკის შესახებ უკვე იცის. მათი მთავარი მიზანი იქნება ამჯერად თქვენ აღმოჩნდეთ მის მახეში გაბმული.

ხრიკი 3- კამათის დროს გადაერთეთ თანხმობის რეჟიმზე და შემდგომ ერთიანად მოახდინეთ თქვენი არგუმენტების დემონსტრირება.

კამათის დროს ყველა ადამიანი ცდილობს საკუთარი მოსაზრებებისა და არგუმენტების მაქსიმალურ დემონსტრირებას, რაც მათი აზრით სწორია, თუმცა ამ ხრიკით დაგიმტკიცებთ, რომ ეს ტექნიკა საკმაოდ მარტივად ნეიტრალდება.პირველ რიგში, უნდა მოახდინოთ კონცეტრაცია იმ არგუმენტებზე რასაც საპირისპირო მხარე გეუბნებათ და გქონდეთ მასთან მზერითი კონტაქტი. მუდმივ რეჟიმში თავის დაქნევით შეგიძლიათ თანხმობა გამოუცხადოთ, რაც ოპონენტს გაათამამებს და დაგეგმილზე ბევრს ისაუბრებს, როგორც კი იგრძნობთ მომენტს რომ ოპონენტმა რადიკალური შეცდომები დაუშვა შეგიძლიათ ჩაერთოთ საუბარში და თქვენი არგუმენტების საშუალებით მოახდინოთ მისი აზრის განეიტრალება ბონუსად კი მისი დაშვებული შეცდომა გამოიყენოთ და თქვენი მონოლოგის ბოლოს ახსენოთ. ეს ხრიკი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს, როგორც ოპონენტზე ასევე მსმენელზე, რადგან ამ მდგომარეობის დროს ოპონენტი ვერ ახდენს საკუთარი აზრების დაწყობას ხოლო თქვენ ფსიქოლოგიურ უპირატესობას იღებთ!
0