ოზურგეთში "ბოჭკოვანი ინტერნეტის" გაყვანა იგეგმება

0
ოზურგეთში წლის ბოლომდე ფართოზოლოვანი, ე.წ. ბოჭკოვანი ინტერნეტის გაყვანა იგეგმება. ოზურგეთი იქნება ე.წ. საპილოტო რეგიონი. სამუშაოების შესრულება საქართველოს მთავრობამ ააიპ ოუფენ ნეტს დაავალა, რომელმაც შესაბამისი კომპანიები უნდა დაიქირაოს. სამუშაოებისთვის 10 050 000 ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კი მომსახურების ტენდერის გარეშე შეძენაა დაგეგმილი. როგორც ააიპ ოუფენ ნეტში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რეგიონი დასახლებული პუნქტების რაოდენობის, ოჯახების (8 516), მოსახლეობისა (28 676) და შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოების შესრულების კრიტერიუმებით შეირჩა. "ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საშუალოდ, ერთი კილომეტრი სიგრძის მაგისტრალის მშენებლობა უზრუნველყოფს 197 ადამიანის ფართოზოლოვან მომსახურებას, რაც ბევრად აღემატება სხვა რეგიონებს", - აცხადებენ ორგანიზაციაში. სამუშაოების დასრულების შემდეგ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის სიგრძე 145 კმ იქნება და ოზურგეთის 49 დასახლებული პუნქტი დაიფარება. ამის შემდეგ ადგილობრივმა ოპერატორებმა უშუალოდ აბონენტებამდე უნდა მიიყვანონ ინტერნეტი. მთავრობის გათვლებით, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება არანაკლებ 100 მბ/წმ-ის სისწრაფის ინტერნეტთან წვდომა, ადმინისტრაციული ორგანოსა და საწარმოს შემთხვევაში კი არანაკლებ 1 გბ/წმ-ისა. ააიპ ოუფენ ნეტი 2016 წელს დაფუძნდა. როგორც ორგანიზაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს ამ დრომდე დოკუმენტების შემუშავებაზე მუშაობდნენ, პარალელურად კი კერძო კომპანიებთან ჰქონდათ კომუნიკაცია, რომ მათი საქმიანობის სფერო არ გადაკვეთილიყო. https://www.radiotavisupleba.ge/a/30713871.html
#ახალი_ამბები
#twitter
0