მე - დიზაინერი

0
#დიზაინი #თანამედროვედიზაინი #დიზაინსიახლეები პროფესიიდან გამომდინარე, გადავწყვიტე ახალი რუბრიკა დავამატო ✨ მომოს ხედვა / ანუ

თანამედროვე დიზაინი საქართველოს რეალობაში

რას მოიცავს დიზაინი? ვინ არის ინტერიერის დიზაინერი? რა შეცდომები არ უნდა დავუშვა კლიენტმა-დიზაინერთან?
გავკადნიერდები და პირველ ნაწილში ჩემზე ძალიან მოკლედ მოგიყვებით, ჩემი ხედვით გაგაცნობთ დღევანდელ დიზაინ-სთორებს.

დიზაინერი

დღეს-დღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და წესით მაღალანაზღაურებადი პროფესიაა. ევროპის ქვეყნებში ერთ-ერთი წამყვანი დარგი. ეს არის პროფესია, რომელიც მრავალმხრივ განვითარებულ გონებას, უდიდეს შრომას, თვითგანვითარებაზე მუდმივად ზრუნვასა და კიდევ უამრავ მნიშვნელოვან კრიტერიუმს მოითხოვს პიროვნებისგან.

რას აკეთებს დიზაინერი?

დიზაინერი არის ადამიანი რომელიც აზროვნებს, მუდმივად ვითარდება, იღებს გადაწყვეტილებებს, ჭრის პრობლემებს და ქმნის იმ რეალობასა და დროზე მორგებულ პროდუქტს, რომელშიც ვცხოვრობთ.

ჩემზე

გამარჯობა, მე მარიამი ვარ, ყველა მომოს მეძახის და ვთვლი, რომ ჩემი პროფესიული/პიროვნული უნარებიდან გამომდინარე, დიზაინერი ვარ.

რაზე ვმუშაობ

დიზაინის სფეროს დღეს-დღეობით უამრავი საინტერესო მიმართულება აქვს, ყველა მათგანი ფიქრს, კრიტიკულ აზროვნებასა და აქტიურ განვითარებას მოითხოვს. მე ინტერიერისა და ავეჯის დიზაინერი ვარ, ადამიანებზე მორგებულ, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს ვქმნი

რას ვაკეთებ შენთვის?

ვინაიდან დიზაინი საკმაოდ ფართო სფეროა და მისი ყველა დარგის შესწავლა ერთი ადამიანისთვის თითქმის შეუძლებელია, მეც საკუთარ სფეროდან გამომდინარე, ინტერიერზე მოგიყვებით ამ პოსტში.
თქვენი ინტერიერის დიზაინერი თქვენ მაგივრად ფიქრობს რა მოუხერხოს ოთხ კედელს, რომ ის თქვენთვის საყვარელ, მაქსმალურად კომფორტულ ადგილად აქციოს. მე-დიზაინერი, ვარ ადამიანი, რომელიც თქვენთვის საყვარელ, მაქსიმალურად მოსახერხებელ სივრცეს შექმნის ? მე-დიზაინერი დავაგეგმარებ და ლოგიკურად გადავანაწილებ შენს ფართს, მოვარგებ სტილს, რომელიც შენ ძალიან ძალიან მოგეწონება და შევქმნი შენთვის ჯადოსნურ გარემოს. ზოგჯერ გადაკეთებები მოგვიწევს და შეიძლება რეალობაში 3დ პროექტი ზუსტად ვერ გადმოვიდეს, მაგრამ აუცილებლად შევინარჩუნებთ სტილს, რომელიც შენ აირჩიე და ლოგიკურად გადავანაწილებთ ყველაზე პაწაწინა დეკორსაც კი

როგორ მოიქცეს კლიენტი?

შენ - ჩემი კლიენტი მქირაობ მე-დიზაინერს. შენ ნახულობ ჩემს ნამუშევრებს და წყვეტ ვარ თუ არა შენთვის შესაფერისი დიზაინერი. ერთად ვთანხმდებით პროექტსა და დეტალებზე. შენ ყიდულობ ჩემს გონებასა და უნარებს.

10 მცნება, რომელიც არ უნდა იკადროს კლიენტმა

დღევანდელ რეალიბაში დიზაინერი უამრავ პრობლემასა და თავსატეხს აწყდება მუშაობის დროს, შესაბამისად დისკომფორტი პროცესში იწვევს დაბალი ხარისხის შედეგის დადებას. ამ ნაწილში ჩემი, როგორც დიზაინერის სუბიექტურ აზრს გადმოგცემთ. რას ვგულისხმობ? “დავაპუნქტოთ” და თავადაც დამეთამხმებით. 1. დიზაინერი თავისუფალი, მოაზროვნე პიროვნებაა, რომლის ჩარჩოებში მოქცევა და მაქსიმალურად შეზღუდვა სავარაუდოდ ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს. (გამოსავალი? - თავადაც ჩაერთეთ პროცესში, მოიკითხეთ და ხანდახან დაინტერესდით და ნუ ჩაერევით უხეშად, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, დიზაინერი ისედაც ითვალისწინებს თქვენს სურვილებს) 2. ნუ მეტყვი რომ ჩემი მომსახურება შენთვის ძალიან ძვირია, ყველა დიზაინერს თავისი ინდივიდუალური ფასი აქვს გამოცდილებიდან, ნამუშევრებიდან გამომდინარე. 3. ნუ გამიფუჭებ პროექტს. კლიენტებს ძალიან უყვართ ჩარევა, მაგალითისთვის, არჩეული სტილისთვის შეუფერებელი ნივთის მორახუნება და ჯიბრში ჩადგომა, ცუდია ეს, ჩვენ ბევრი ვიშრომეთ კარგი შედეგისთვის. 4. არ მომატყუო, პატივი მეცი, მე შენ პატივს გცემ, მე შენთვის ვმუშაობ. 5. არა, ჯიგრულ პონტში ვერ გაგიკეთებ უფასოდ, ბოდიში, მე ამ პროექტებით ვცხოვრობ ფაქტობრივად. 6. მესმის რომ ბრწყინვალე შესაძლებლობები გაქვს, მაგრამ ნუ მეტყვი რომ ამ ერთ კვირიან პროექტს 5წუთში გააკეთებდი, ან შენი მეზობლის ბავშვი გააკეთებდა, დამიჯერე, ვერ გააკეთებდი, დავტესტეთ. 7. მეც ადამიანი ვარ, დასვენების დღეებში ვისვენებ და ლანჩზე - მივირთმევ. პლიუს, ღამით მძინავს ნუ მომთხოვ 24 საათი ვიმუშავო. 8. არა, დღეს აღებული პროექტი დღესვე მზად არ იქნება, ყველაფერს თავისი დრო აქვს 9. ეცადე მაქსიმალურად კარგად ჩამოაყალიბო შენი სურვილები, ადამიანისა და განწყობის ფსიქოლოგიაში კარგი ვარ, მაგრამ ექსტრასენსობებში, ნაკლებად. 10. მე -დიზაინერს მიყვარს ჩემი პროფესია და მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. მე შენთვის მაქსიმალურად დავიხარჯები და ვეცდები საუკეთესო შედეგი დავდო.
იმედი მაქვს სწორად გადმოგეცით ჩემი ფიქრები ✨ რჩევები, კარგი სურვილები, პრეტენზია, საყვედური და დანარჩენები - კომენტარებში გისმენთ ?

გავაგრძელოთ?

თუ მოგეწონა ჩემი ამბები, გამიზიარე შენი აზრი და დამაფოლოვე, რომ არაფერი გამოგეპაროს ?

მომო

პორტფოლიო - https://www.behance.net/MariamTophuria
#ხელოვნება
#დიზაინი
#დიზაინერი
#ინტერიერი
#ინტერიერისდიზაინი
#ინტერიერისხელოვნება
#კლიენტი
#რჩევები
#პროფესია
#მცნება
#ახალიამბები
#საინტერესო
#რჩევა
#კაიამბები
#მომო
#მომოდიზაინი
#Momo
#MomoDesign
#ჩემიაზრი
#ჩემიფიქრები
0