შსს-ში ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება ავთო ბილანიშვილი (კაწრო)

0
ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფება ავთო ბილანიშვილი (კაწრო). დაკითხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის გამო იმართება, რომლის მიხედვითაც, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ავთო ბილანიშვილიც ფიგურირებს. ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“ გუშინ გაავრცელა ვიდეო, რომელიც დიდუბეში სათვალთვალო კამერით არის გადაღებული და სადაც მოწმე, გურამ ამირხანაშვილთან ერთად ჩანს უცნობი მამაკაცი. “მთავარი არხის” დამფუძნებლის თქმით, აღნიშნული მამაკაცი სავარაუდოდ ავთო ბილანიშვილია. საქმეში ბილანიშვილის მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს მისი ადვოკატი, თამარ აბესაძე, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნულ დროს ბილანიშვილი დიდუბეში საერთოდ არ იმყოფებოდა და ამის უტყუარი მტკიცებულებებიც არსებობს. http://pirveliradio.ge/?newsid=146981
0