საქართველოს ერთგული მეგობარი!!!

0
აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, რომელიც აღიარებულია ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ წარმატებულ და პოპულარულ პრეზიდენტად, ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი იყო, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი (69 წლისა იყო, როდესაც პრეზიდენტად აირჩიეს, 8 წელი მართავდა ქვეყანას და 77 წლისამ დატოვა თეთრი სახლი). რეიგანი შეუპოვრობითა და ენერგიულობით ახალგაზრდას არ ჩამოუვარდებოდა. არადა, წლები თავისას შვრებოდა.
მიუხედავად ამისა, ატომური იარაღით დახუნძლულ საბჭოთა კავშირს დაუპირისპირდა, "ბოროტების იმპერია" უწოდა და გაანადგურა კიდეც. ამასთან, ყოფით სიტუაციებშიც არ კარგავდა ჩვეულ ხალისსა და იუმორს. 1981 წელს რესპუბლიკური პარტიის რიგებიდან არჩეულ პრეზიდენტს თავს დაესხნენ და გულმკერდის არეში მძიმედ დაჭრეს. რეიგანი სასწრაფოდ ჰოსპიტალში გააქანეს. პრეზიდენტს არათუ გრძნობა არ დაუკარგავს, ხუმრობის ხალისიც კი შეინარჩუნა. ექიმს, რომელიც გზაში ჭრილობას უმუშავებდა, მრავალმნიშვნელოვნად ჰკითხა: ექიმო, იმედია, რესპუბლიკელი ბრძანდებითო, რაზეც ექიმისგან ღირსეული პასუხი მიიღო: ბატონო პრეზიდენტო, ახლა ჩვენ ყველანი რესპუბლიკელები ვართო.
მისი პრეზიდენტობისას ძალზე დაიძაბა ურთიერთობა საბჭოთა კავშირთან, რაც ამერიკელთა შეშფოთებას იწვევდა. ამასთან დაკავშირებით რეიგანმა ერთ-ერთი ოფიციალური გამოსვლისას ასე დაამშვიდა მოსახლეობა: თუ ქვეყნის უშიშროებას საფრთხე დაემუქრება, ბრძანება გავეცი, დაუყოვნებლივ გამაღვიძონ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ დროს მთავრობის სხდომაზე ვიქნებიო. 1984 წელს რადიოს პირდაპირ ეთერში გამოსვლისას კი ამერიკის მოქალაქეებს "ახარა": ძვირფასო თანამემამულენო, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ეს-ეს არის, ხელი მოვაწერე დოკუმენტს, რომელიც საბოლოოდ მოხსნის კომუნისტურ საფრთხეს - ხუთ წუთში საბჭოთა კავშირის ატომური დაბომბვა დაიწყება". ეს "უწყინარი" ხუმრობა საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდა. შემდგომ პრეზიდენტის პრესსამსახური ამაოდ ამტკიცებდა: რეიგანმა არ იცოდა, პირდაპირი ეთერი ჩართული თუ იყო და ეს წინადადება მიკროფონის გასასინჯად თქვაო. რეიგანის პრეზიდენტობისას საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ ედუარდ შევარდნაძე, რომელიც იუმორით მთელ კაპიტალისტურ ბლოკს ჯიბეში ჩაისვამდა და რეიგანს ყურიც კი აუწია, როდესაც შეიტყო, რომ შვილიშვილი ეყოლა. როგორც ამბობენ, პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურმა ამომწურავი ინფორმაცია მოიძია ამ არაორდინარული ქართული ტრადიციის შესახებ და დაადგინა, რომ ყურს მხოლოდ ვაჟიშვილის შეძენისას უწევენ ბედნიერ მამებს და არა ბაბუებს. საბედნიეროდ, ამ "მცირე" უზუსტობას მესამე მსოფლიო ომი არ მოჰყოლია.
რონალდ რეიგანი ერთ-ერთმა ამერიკელმა პროფესორმაც გაიხსენა და თქვა, რომ ამერიკელების სათაყვანებელი პრეზიდენტი ცოცხალი რომ იყოს, ნამდვილად იამაყებდა თავისი პოლიტიკის იმ შედეგით, რასაც დღევანდელი საქართველო წარმოადგენს. P.S. დღევანდელი მონაცემებით ვერაფერს გეტყვით, ??? მაგრამ ორი ათეული წლის წინ რონალდ რეიგანი ერთ-ერთმა ამერიკელმა პროფესორმა გაიხსენა ვიზიტის დროს და თქვა, რომ ამერიკელების სათაყვანებელი პრეზიდენტი ცოცხალი რომ იყოს, ნამდვილად იამაყებდა თავისი პოლიტიკის იმ შედეგით, რასაც დღევანდელი საქართველო წარმოადგენს. ???
#ამერიკა
0