ამირან გამყრელიძე ასახელებს PCR-ტესტის ღირებულებას

0
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა „ფეისბუკზე“ მიმდინარე პირდაპირ ეთერში უპასუხა შეკითხვას -  რა იქნება PCR-ტესტის ღირებულება იმ ადამიანისთვის, ვისაც საქართველოში შემოსვლისას საკუთარი ხარჯით მოუწევს ტესტის ჩატარება. როგორც გამყრელიძე ამბობს, COVID – 19-ის გამოსავლენად განკუთვნილი PCR-ტესტის ღირებულება 150-250 ლარს შეადგენს. „PCR-ტესტის ღირებულება მერყეობს სხვადასხვა ლაბორატორიის ფასების მიხედვით: 150, 180, 250 ლარის ფარგლებში. სახელმწიფო ტარიფი, რითიც დღეს PCR-ტესტირებას უხდის სახელმწიფო ლაბორატორიებს (განსაზღვრებას, ვინც ექვემდებარება იმ ჯგუფისთვის - ექიმებისთვის და ა.შ. ) გახლავთ 150 ლარი. თუ ცენტრალიზებულად ნაყიდ რეაგენტებს ვაწვდით ლაბორატორიას მაშინ მომსახურების ფასი არის 50 ლარი, მაგრამ ამაში არ შედის ე.წ. ნაცხის აღების ფასი, თუ სახლში უღებენ და ა.შ. როგორც გითხარით, ლაბორატორიების პრივატული ფასები 150-დან 250 ლარის ფარგლებში განისაზღვრება“, - განმარტავს გამყრელიძე. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  უცხო ქვეყნიდან საქმიანი ვიზითით ჩამოსული მოქალაქისთვის სავალდებულოა საკუთარი სახსრებით 14-დღიანი კარანტინის გავლა ან ყოველ 72 საათში  COVID - 19-ზე PCR-ტესტის საკუთარი ხარჯით ჩატარება.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30714573.html
#ახალი_ამბები
#twitter
0