მტვრით სავსე ქალაქი

0
ამ ვიდეოში კარგად ჩანს თუ რა მტვერი იყო დღეს სიცოცხლით სავსე ქალაქში ? ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკები, მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი ზომის წვეთების ჩათვლით. მყარი ნაწილაკები ზომის მიხედვით ძირითადად ორი ჯგუფად იყოფა PM10 და PM2.5. რა ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას ეს ნაწილაკები? ❗️სიმსივნე ❗️თვალის გაღიზიანება ❗️ასთმა ❗️ბრონქიტი ❗️ფილტვის დაზიანება ❗️მძიმე ლითონებით მოწამლვა ❗️უარყოფით ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე. საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 29. გარემოს დაცვის უფლება 1. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით. 2. ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა უზრუნველყოფილია კანონით. #ჩემიქალაქიმკლავს #შეცვალე #იცირასსუნთქავ?
0