არ მაინტერესებს ვინ არის კაწრო, ტელეშოუების დასადგმელად დაკითხეს - შაქარაშვილის ბიძა

0
იკითხება იმის გამო, რომ დაიდგა ტელეშოუები, თითქოს გარდაცვლილი ბავშვები 4 დღე ვიღაცას დაჰყავდა სამარშრუტო ტაქსით და რაღაც სრული იდიოტიზმი - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ ავთო ბილანიშვილის იგივე , , კაწროს" დაკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა. ნიკოლაძე გავრცელებულ ვიდეომასალაში ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროს“ არსებობას უარყოფს. ნიკოლაძე იმ ვერსიასაც არ ეთანხმება, რომ შაქარაშვილის ცხედარი რამდენიმე დღის განმავლობაში მიკროავტობუსში იყო. შაქარაშვილის ბიძის ინფორმაციით, ყველა პირი, რომელიც ვიდეოკადრებში ფიგურირებს, გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულია. „საერთოდ არ მაინტერესებს ვინ არის კაწრო, რა კავშირი აქვს რომ საქმის მასალებიდან მისი კავშირი არ იკვეთება საქმესთან. მე ვვარაუდობ, იკითხება იმის გამო, რომ დაიდგა ტელეშოუები, თითქოს გარდაცვლილი ბავშვები 4 დღე ვიღაცას დაჰყავდა სამარშრუტო ტაქსით და რაღაც სრული იდიოტიზმი. რამდენადაც მე ვიცი, ყველა იდენტიფიცირებულია და ტარდება ამომწურავი მოქმედებები. როდესაც გავლენ ბოლოში, გააკეთებენ იმედია განცხადებას. თუ ამბობენ კაწროაო, თავიც და ბოლოც ამ საქმეში უნდა დაკითხო, აბა რა უნდა ქნა, მერე გეტყვიან რომ ხელს აფარებ“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. http://pirveliradio.ge/index.php?newsid=147001
0