I’m back.. ფაქტები საქართველოდან

0
ლაშა გიორგი, თამარ მეფის ვაჟიშვილი გახლდათ, ის როგორც ცნობილია, ბავშობიდანვე გამოირჩეოდა საქართველოს სიყვარულითის 1192წელს დაიბადა, ხოლო მეფედ სახელოვანი დედის გარდაცვალებიდან მალევე, 1213წელს (ზოგიერთ წყაროში 1210, ზოგიერთში კი 1207 წელია ნახსენები.ამ მოვლენის ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის)ეკურთხა. 1207 წელს თამარმა თანამოსაყდრედ დაისვა და ამ დროიდან მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვასა და ლაშქრობებში. მისი საუფლისწულო დომენი ჯავახეთი იყო, რის გამოც იმ პერიოდის მონეტებზე „ჯავახთ უფლადაც“ მოიხსენიებოდა. თამარის გარდაცვალების შემდეგ გიორგი IV ერთპიროვნული მმართველი გახდა, მისი სურვილი იყო განემტკიცებინა მეფის ხელისუფლება, შეენარჩუნებინა სახელმწიფოს მთლიანობა და შემოემტკიცებინა ყმადნაფიცი ქვეყნები, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს სამეფოს ვასალობისაგან გათავისუფლებას. XIII საუკუნის 10-იან წლებში გიორგი IV-მ გაილაშქრა ვასალის ― განძის ათაბაგის წინააღმდეგ. საქართველოს ლაშქარმა განძას ალყა შემოარტყა. ათაბაგი იძულებული გახდა დამორჩილებოდა გიორგი IV-ს. განძა კვლავ საქართველოს მოხარკედ დარჩა. იარაღის ძალითვე დაიმორჩილა გიორგი IV-მ გამდგარი ვასალები ― ხლათის, არზრუმისა და ნახჭევანის თურქი მფლობელები. 1220 ან 1221 წელს გიორგი IV დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად პალესტინაში ჯვაროსნული ლაშქრობისათვის ემზადებოდა იერუსალიმის სელჩუკთაგან გასათავისუფლებლად, მაგრამ ამ დროს საქართველოს საზღვრებს მოულოდნელად მონღოლები მოადგნენ და ეს გეგმა ჩაიშალა. გიორგი IV მონღოლებთან ბრძოლაში დაიჭრა, დასნეულდა და გარდაიცვალა. , , დაალაიკეთ და გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, რათა არ გამოგრჩეთ ახალი და საინტერესო პოსტები!,
#გიგიორაგველიძე
#პოლიტიკა
#ახალიამბები
#ხელოვნება
#მოგზაურობა
#სპორტი
#მოდა
#ბიზნესი
#მეცნიერება
#ტექნოლოგიები
#კულინარია
#ასტროლოგია
#ჯანსაღიცხოვრება
0