"გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ვცდი­ლობ­დი გა­მერ­კვია, ვინ სად იყო"

0
ინფორმაციასა და ფოტომასალაზე, რომლის მიხედვითაც 18 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს, მცხეთიდან წამოსული ახალგაზრდების ნა-წილმა თემქაზე, იუბილარ ანი გაბეჩავას მეგობრის სახლში გადაინაცვლა, პირ-ველ კომენტარს აკეთებს გიორგი შაქარაშვილის მეგობარი მარიამ ხატისკაცი. მარიამი სხვებთან ერთად იმყოფებოდა თემქაზე და ის ამბები.ჯი-სთან ადასტურებს, რომ გავრცელებული ფოტოები ნამდვილად შემთხვევის ღამესაა გადაღებული. "თემქაზე წავედით იმისთვის, რომ უბრალოდ გაგვერკვია, რა მოხდა. რაც გავრცელდა, ეს იმ ღამის სურათებია. მეც ვიყავი იმ დროს იქ, უბრალოდ -0:00 ფოტოებში არ ვარ, რადგან ძალიან განერვიულებული ვიყავი და ვცდილობდი გამერკვია, ვინ სად იყო და ა.შ. ვრეკავდი აქეთ-იქეთ. იაკობს დაბადების დღეზე, მცხეთაში არ გადაუღია ფოტოები, რადგან გვიან მოვიდა და როგორც ფოტოგრაფი, ისე არც იყო მოწვეული" - ამბობს მარიამ ხატისკაცი. წყარო: ამბები.ჯი შაქარაშვილი ხატისკაცი
TbilisiDail
0