5 votes
0 comments
0 shares
Save
33 views
დათო სარხანიძე
Batumi · 10 months ago

მტირალას ეროვნული პარკი


დათო სარხანიძე
Batumi · 10 months ago
Similar Posts
Batumi Daily
Batumi · 3 weeks ago
მაჭახელას ეროვნული პარკისთვის 120 000 ევრო გამოიყო
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მაჭახელას ეროვნული პარკი, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, 120 000 ევროს ღირებულების ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის მაჭახელას ეროვნული პარკთან დაკავშირებით ხელშეკრულება მიმდინარე კვირას გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ მაჭახელას ეროვნული პარკი ბათუმიდან 30 კმი-ის დაშორებით მდებარეობს და იგი 2012 წელს, უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვის მიზნით, შეიქმნა. მაჭახელა ეროვნულიპარკი ბათუმი BatumiDaily
დათო სარხანიძე
Batumi · 10 months ago
ქ.ბათუმი აღმაშენებლის 13 მობ.557240053
Batumi Daily
Batumi · 1 month ago
რა არის "ქემფინგი" და რატომ აჭარაში?
ქემფინგი ინგლისური სიტყვაა, რომელიც ბოლო დროს ტურიზმში აქტიურად გამოიყენება. სინამდვილეში "ქემფინგი" იგივეა, რაც ლაშქრობა - ბუნების მოყვარულები მიდიან ღია სივრცეში, შლიან იქ კარავს და დასვენების დღეებს სუფთა ჰაერზე ატარებენ. აჭარაში ქემფინგისთვის ყველა პირობაა როგორც მთებში, ასევე ზღვაზე. ზაფხულის ცხელ დღეებში მთები უფრო პოპულარულია სიგრილის მოყვარულთათვის. იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო საზღვარი ჯერ-ჯერობით ჩაკეტილია და სხვა რეგიონებთან შედარებით უკეთესი ეპიდსიტუაცია გვაქვს, ადგილობრივი ტურიზმით დაკავებისთვის ხელსაყრელი დროა. თან, შეგვიძლია აჭარის აღმოჩენა - ბევრმა მხოლოდ ბათუმი და რამდენიმე ადგილი იცის მახლობლად, მაგრამ აჭარის მთები ბევრ საიდუმლოს ინახავს. ადრე დავწერეთ, სად შეიძლება აჭარაში ქემფინგზე წასვლა - მაგალითად, ბოტანიკურ ბაღში, მტირალას მთაზე, ხულოში, შუახევში, ქედაში. დღეს კი მოგიყვებით, რატომ უნდა დავკავდეთ ქემფინგით. ქემფინგს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად კარგი აქტივობაა. ბევრი ადამინისთვის ის სტრესის დასაძლევი საშუალებაა. პანდემიით გამოწვეული 3-თვიანი იზოლაციის შემდეგ, ბუნებაში გასვლა სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს. სტრესთან ერთად, მთებში ნელი სიარული ასევე კარგი ვარჯიშიცაა. სახლში ყოფნისას სიარულს გადავეჩვიეთ, მოძრაობის ნაკლებობამ კი შეიძლება ჰიპოდინამია გამოიწვიოს. ქემფინგის დროს ძილის ხარისხიც გაუმჯობესებულია. მართალია, თავიდან კარავში ძილი შეიძლება უჩვეულო იყოს, მაგრამ მთებში ძილი საათობით სიარულის შემდეგ გაცილებით უფრო სასარგებლოა. ადამიანის ორგანიზმს სრულფასოვანი ძილი სჭირდება ენერგიის აღსადგენად. ბოლოს, ქემფინგი ან კარგი სოციალიზების, ან განმარტოების საშუალებაცაა. თუ ადამიანებთან კონტაქტი ამ სამი თვის განმავლობაში მოგაკლდათ, მეგობრებთან დროის გატარების და მათი უკეთ გაცნობის ერთ-ერთი საუკეთესო გზა მათთან ერთად მთების დალაშქვრაა. ხოლო თუ პირიქით, იზოლაციაში დიდ ოჯახთან ერთად აღმოჩნდით, მარტო ლაშქრობა განმარტოების საშუალებაც შეიძლება იყოს - მხოლოდ თქვენ და მხოლოდ ბუნება. ქემფინგი ბუნება აჭარა ლაშქრობა batumidaily
დათო სარხანიძე
Batumi · 7 months ago
-87კგ
ლადო ნიკურაძე
Batumi · 1 year ago
მტირალას ტბა
TV Imedi
Tbilisi · 3 weeks ago
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ჩემი ქალაქი მკლავს
Tbilisi · 3 weeks ago
თბილისის ეროვნული პარკი
თბილისის ეროვნული პარკი 🆘 სამშენებლო ნაგავს მარხავენ აქ სავარაუდოდ ❗️ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი, მაგრამ ამ უვიცი ხალხის ქმედებას არა❗️ მიაქციეთ ამ ადგილს ყურადღება, თბილისის ეროვნული პარკია და თბილისის სირცხვილია რაც აქ ხდება ❗️ თბილისის მერია / Tbilisi City Hall Kakha Kaladze კახა კალაძე თბილისის ეროვნული პარკი შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia თბილისის მუნიციპალური ინსპექცია #შეცვალე #ნუდაყრინაგავს #ჩემიქალაქიმკლავს
+3
Nino Kakulia
Poti · 1 month ago
დატკბით პალიასტომის ტბის ულამაზესი კადრებით
გამდინარე ტბა, რომლის დიდი ნაწილი მდებარეობს სამეგრელოში, ქალაქ ფოთთან, თუმცა მისი დასავლეთ ნაწილი გურიის მხარეში შედის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა. ტბა შედის კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში, კოლხეთის ეროვნული პარკი ტურისტებს სთავაზობს სანაოსნო მარშრუტებს ტბის უკეთ გასაცნობად. ლეგენდა პალიასტომის ტბის შესახებ აღწერილი აქვს ეგნატე ნინოშვილს 1891 წლის მოთხრობაში „პალიასტომის ტბა“ „ახლა რომ ტბაა, იმ ადგილას თურმე ხმელეთი იყო. ზედ ხალხი იდგა და იმ ხალხს პავლიას ტომს ეძახდნენ. ერთ დღეს ხმელეთმა ძირს დაიწია, ერთ ადგილას მიწა გაირღვა, უცბად წყალი ამოვარდა დედამიწიდან და მთელი სოფელი დაფარა. აქაური ხალხი და ყოველი სულდგმული დაიღრჩო. გადარჩენილა მხოლოდ ერთი დიაკვანი, რომელმაც გაიტაცა მთავარანგელოზის ხატი, აიტანა ჯუმათის მთაზე და იქ შემდეგ ამ ხატს ეკლესია აუშენეს. ეს დიაკონიც, გვარად დარჩია, დეკანოზად დააყენეს“ პალიატომის ტბა სიდიდით მესამე ტბაა საქართველოში ( ფარავნისა და კარწახის ტბების შემდეგ ). ამავდროულად ის ზღვის დონიდან ყველაზე დაბლა მდებარე და თევზით მდიდარი ტბაა საქართველოში. ეს ადგილი უნიკალურია ფრინველებზე წარსულში პალიასტომის ტბა შავი ზღვის უბე იყო, ხოლო შემდეგ პერიოდში გამოეყო მას და ტბად იქცა. დროთა განმავლობაში უბე ამოივსო და ზღვასთან კავშირი გაწყდა. ამჟამად ტბა ზღვიდან 2 კმ სიგანის ქვიშიანი ზოლით არის გამოყოფილი.#პალიასტომი #ტბა #პალიასტომისტბა #საქართველო #lake #paliastomi Tbilisi Guria Samegrelo-Zemo Svaneti Poti #ახალიამბები #news
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 week ago
ჯანდაცვის სამინისტრომ ეროვნული გამოცდებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა
ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის. რეკომენდაციების თანახმად, გამოსაცდელ პირთა მიღებისას საგამოცდო ცენტრებში დაცული უნდა იყოს წინასწარ განსაზღვრული წესები, რომელთა თანახმადაც, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება; აბიტურიენტთა რეგისტრაციისთვის დარბაზში წინასწარ ადგილების მონიშვნა, სადაც უსაფრთხო დისტანციის, მინიმუმ ორი მეტრის დაცვით უნდა მოხდეს. აუცილებელია რეგისტრატორების აღჭურვა სახის დამცავი ფარით და ნიღბით ან რეგისტრატორის სამუშაო მაგიდაზე დამცავი გამჭვირვალე ბარიერის გამოყენებით. გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით, უნდა მოხდეს ერთიან შესასვლელთან თერმოსკრინინგი სპეციალური ვიდეოდანადგარის ან დისტანციური თერმომეტრის საშუალებით. მაქსიმალურად უნდა შემცირდეს მეთვალყურეთა რაოდენობა, ან მოხდეს როტაციის პრინციპის გამოყენება იმგვარად, რომ ერთ სესიაზე ერთ სექტორში არაუმეტეს ორმა მეთვალყურემ შეასრულოს თავისი ვალდებულებები. აუცილებელია, მიეწოდოთ ინფორმაცია პერსონალსა და გამოსაცდელებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ამასთან, რესპირატორული სინდრომების/ცხელების მქონე გამოსაცდელებისთვის უნდა გამოიყოს სარეზერვო სექტორი. „ყველა საგამოცდო ცენტრის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით; არ დაუშვათ პერსონალი, მეთვალყურეები და გამოსაცდელები საგამოცდო ცენტრში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე; განათავსეთ დეზინფექციისთვის საჭირო 60-70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი სამუშაო ადგილზე პერსონალისთვის, ხოლო გამოსაცდელებისთვის – ყოველი საგამოცდო სექტორის შესასვლელში; ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარიული შესვენება; უზრუნველყავით პერსონალისა და გამოსაცდელებისთვის სველ წერტილებში ხელის ჰიგიენა წყლითა და თხევადი საპნით, ხოლო ხელის გასამშრალებლად განათავსეთ ერთჯერადი ხელსახოცები. გამოაკარით ხელის ჰიგიენის წესები; სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციისათვის საოფისე სივრცეში ავეჯი ისე განალაგეთ, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია; გამოყავით პირები, რომლებიც პერიოდულად დაასუფთავებენ ხშირად შეხებად ზედაპირებს შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით; გელიანი კალმები, რომლებსაც ხშირად იყენებენ გამოსაცდელები, ყოველი მოხმარების შემდეგ გაწმინდეთ სადეზინფექციო ხსნარით; სექტორები, ოფისები და საერთო სარგებლობის ფართები აღჭურვეთ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერებით, რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ; თავდაპირველად გამოცდების დაწყებამდე, ხოლო შემდგომ ყოველი სესიის დასრულებისას ლეპტოპები დაამუშავეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარში დასველებული ერთჯერადი ხელსახოცებით. გამოსაცდელები წინასწარ გააფრთხილეთ იმის შესახებ, რომ ზედმეტი ნივთები, გარდა კალმისა და აუცილებელი ნივთებისა, საგამოცდო ცენტრში არ შემოიტანონ. სხვა შემთხვევაში უზრუნველყავით ნივთების მოთავსება სპეციალურ პარკებში და შემდეგ მათი უსაფრთხოდ გატანა. ამ შემთხვევაში პერსონალი უნდა აღიჭურვოს ნიღბით და სახის დამცავი ფარით“,- წერია რეკომენდაციებში. რაც შეეხება საგამოცდო სექტორებში სამუშაო მაგიდების განთავსების წესებს, სამუშაოდ უნდა მოხდეს სექტორის მხოლოდ 50%-ის გამოყენება. სამუშაო მაგიდები წინა მხრიდან უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გამჭვირვალე დამცავი ფარებით/ბარიერებით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება უნდა იყოს არანაკლებ ორი მეტრისა, ხოლო ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი არანაკლებ ერთი მეტრისა. ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით. გამოცდის მიმდინარეობისას კონდიციონერის ჩართვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო სივრცეში ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს და კონდიციონერის მუშაობის პროცესში საგამოცდო სივრცეში მყოფ ყველა პირს უნდა ეკეთოს ნიღაბი. „რეკომენდაციის თანახმად, თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს „პისიარ“ ტესტი და წარმოადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მოიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის ცნობა (ფორმა 100); თუ გამოსაცდელს 37 გრადუსზე ან 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა აღენიშნა, 15 წუთში უნდა გადაუმოწმოთ ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით. გადამოწმების შემდეგ 37.5 გრადუსამდე შედეგის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი: თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული „პისიარ“ ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ მისი განთავსება ხდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო დარბაზში. შემთხვევა კი აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება“,- წერია დოკუმენტში. ცენტრის პერსონალი ვალდებულია დაიცვას ჰიგიენის წესები მის სამუშაო ადგილზე. სამუშაოს შესრულებისას სრულად გამოიყენოს ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც დამსაქმებელმა მიაწოდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთაოს ის ადგილები და ხელსაწყოები, რომლებსაც იყენებდა მუშაობისას. ხელის ჰიგიენა ჩაიტაროს ხშირად. რაც შეეხებათ გამოსაცდელებს, მათი ვალდებულებებია: „საგამოცდო ცენტრში არ შემოიტანოთ ზედმეტი ნივთები (გარდა გელიანი კალმისა და აუცილებელი ნივთებისა); სხვა შემთხვევაში ნივთები დატოვეთ ამ ნივთების შენახვისათვის განკუთვნილ ადგილას; საგამოცდო ცენტრში ვალდებული ხართ გეკეთოთ ნიღაბი: ა) სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე; ბ) საგამოცდო სექტორის დატოვების დროს; გ) სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს; დ) საგამოცდო სექტორში კონდიციონერის მუშაობისას; ე) 37 გრადუსზე მეტი სხეულის ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში (მიუხედავად „პისიარ“ ტესტირების კოვიდ-უარყოფითი შედეგისა). მითითების შემთხვევაში დაიმუშავეთ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით; მაქსიმალურად დაიცავით სოციალური დისტანცია; დაიცავით წესები, რომლებიც დაკავშირებულია ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებთან“, – წერია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში.
Natia Imerlishvli
Lagodekhi · 1 week ago
ჩემიშენიჩვენილაგოდეხი
😇 Happiness is when this view unfolds before your eyes 🏔 🌿🌲 Hidden in the greenery Lagodekhi Protected Areas, with ancient pristine forests, is the best place to collect new memories and feel the beauty of nature up close ☺️ 😇 ბედნიერებაა, როცა შენს თვალწინ ეს ხედი იშლება 🏔 🌿🌲 სიმწვანეში ჩაფლული ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, უძველესი ხელუხლებელი ტყეებით, საუკეთესო ადგილია ახალი მოგონებების შესაგროვებლად და ბუნების მშვენიერების ახლოდან შესაგრძნობად ☺️ 📍 Lagodekhi National Park • ლაგოდეხის ეროვნული პარკი#WeCreatememories #MyGeorgianMemories#LagodekhiNationalPark#ვმოგზაურობეროვნულპარკებში2020