რეპრესირებულთა პენსიის გაზრდისთვის პეტიცია მომზადდა

0
საზოგადოება „მემორიალს“ საქართველოს პარლამენტში პეტიცია შეაქვს, რომლითაც საბჭოთა კავშირის პერიოდში რეპრესირებულთა და მათი ოჯახების მიმართ საპენსიო დანამატის გაზრდას მოითხოვენ. წევრების თქმით საქართველოში მცხოვრები 10 ათასამდე რეპრესირებულის უფლებები, ომის ვეტერანებს უნდა გაუთანაბრდეს.რესპრესირებულებს წლების წინ კომუნალურ გადასახადებში 50 პროცენტიანი შეღავათი ჰქონდათ, რომელიც შემდეგ გაუუქმდათ და დაენიშნათ 7 ლარის საპენსიო დანამატი. ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს კი 44 ლარიანი დანამატი აქვთ.
0