ჯანმრთელობისთვის სახიფათო საღებავი 5 სასურსათო პროდუქტში

0
მომხმარებელი.GE ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტის შეძენისა და გერმანიის ლაბორატორიაში გამოკვლევის შემდეგ, 5 ნიმუშში სიცოცხლისთვის საშიში საღებავი აღმოჩნდა. ეს საღებავი ცნობილია, როგორც სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავი. შემოწმებულ პროდუქტებს შორისაა საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია: წითელი წიწაკა, აჯიკა, ტყემალი, ტომატის საწებელი, ტომატპასტა და კეტჩუპი.

"სურსათში სუდანის ჯგუფის საღებავის გამოყენება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, მეწარმეთა ნაწილი მათ იყენებს პროდუქტებისთვის მოწითალო შეფერილობის მისაღებად" - ნათქვამია ინფორმაციაში.

კვლევის შედეგები დეტალურად ნახეთ ოფიციალურ ვებგვერდზე: momxmarebeli. ge
#ახალიამბები
#კვლევა
#საკვები
#batumidaily
_____________________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა feedc-ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
0