WHO – დაინიშნება სპეციალურ კომიტეტი, რომელიც კორონავირუსზე მსოფლიოს პასუხს შეაფასებს

0
WHO-ს დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, გაეროს ჯანმრთელობის დაცვის ორგანო სპეციალურ კომიტეტს დანიშნავს, რომელიც კორონავირუსზე მსოფლიოს პასუხს შეაფასებს და გლობალური ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.როგორც ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, კომიტეტს ახალი ზელანდიის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჰელენ კარტერი და ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ელენ ჯონსონ სერლიფი უხელმძღვანელებენ. „ეს არ იქნება ანგარიში, რომელშიც უბრალოდ პუნქტებს მოვნიშნავთ და შემდეგ მას თაროზე შემოვდებთ დასამტვერად. ამას სერიოზულად ვუდგებით“, – განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, გებრეიესუსმა.
0