Perfect Sense

0
, , ხშირად ადამიანები ვერ ვაფასებთ იმას, რაც გაგვაჩნია. ვერ ვაფასებთ სიყვარულის შესაძლებლობას, ერთმანეთზე ზრუნვის შანსს, სამყაროს აღქმის ბედნიერებასა და იმას, რომ ვარსებობთ და ვცხოვრობთ. რა მოხდება თუ ერთ დღესაც გავიღვიძებთ და სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ ნგრევას დაიწყებს? თუ დავკარგავთ მგრძნობელობის უნარს, ჩვენს არსებას ბრაზი მოიცავს და თავისუფლად სუნთქვის საშუალებას აღგვიკვეთს, თუ სიყვარულს დავივიწყებთ? თავიდან გვეჩვენება, რომ ფილმი ეპიდემიოლოგისა და მზარეულის რომანზეა, მაგრამ მალევე ვხვდებით, რომ ის ცდილობს შეგვახსენოს რისთვის ღირს ცხოვრება. სამყარო ქაოსში იძირება და ამ მომენტში აღარ აქვს მნიშვნელობა მზარეული ხარ თუ მიმტანი, ექიმი ხარ თუ ექთანი, რადგან დედამიწას სულ სხვა რამ ამოძრავებს და ხალხს ეს დაავიწყდა. ევა გრინი და იუან მაკგრეგორი ამ ფილმს განსაკუთრებულ ხიბლს აძლევენ და ალბათ ამიტომ ვერ წყვეტ თვალს თითოეულ დიდებულ მომენტს. 'It's dark now. But they feel each others breath. And they know all they need to know. They kiss. And they feel each others tears on their cheeks. And if there had been anybody left to see them, then they would look like normal lovers, caressing each others faces, bodies close together, eyes closed, oblivious to the world around them. Because that is how life goes on. Like that., ,
#news
#opinion
#goodfilm
#goodvibes
Tbilisi
0