"ვახტანგ კიკაბიძეს პირდაპირ ქუჩაში ვუთხარი: არაკაცი ხარ-მეთქი"

0
მსა­ხი­ო­ბი ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი ცოტა ხნის წინ 81 წლის გახ­და. "იმე­დის დღე­ში" სტუმ­რო­ბი­სას მან კა­რი­ე­რა­სა და ცხოვ­რე­ბის ტრა­გე­დი­ა­ზე - შვი­ლის, გეგა კო­ბა­ხი­ძის დახ­ვრე­ტის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. გა­და­ცე­მის ბო­ლოს კი გა­ამ­ხი­ლა ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წე­ბია აქვს... "5 წელი მა­ტყუ­ებ­დნენ, შენი შვი­ლი ცო­ცხა­ლი­აო და ამ იმე­დით ვი­ყა­ვი სულ... ხან ვინ მოგ­ვიგ­ზავ­ნეს, ხან ვინ, იქ არის, აქ არი­სო. ერთხელ გა­ვამ­ზა­დეთ ტან­საც­მე­ლი, რად­გან გვი­თხრა ერ­თმა, ლე­ნინ­გრად­ში უნდა ჩა­მო­იყ­ვა­ნონ, თბი­ლი ტან­საც­მე­ლი გვინ­და, მივ­დი­ვარ და წა­ვუ­ღე­ბო... მერე, ჩემ­თან მო­ვი­და კაცი და მი­თხრა - ვიცი, ეგე­ნი სად არი­ან და­საფ­ლა­ვე­ბულ­ნი. მე ძმა მყავს დახ­ვრე­ტი­ლი, მას ვე­ძებ­დი და მე­საფ­ლა­ვემ მი­თხრა, რომ აქ ეს ბი­ჭე­ბი არი­ან და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლიო. წა­ვე­დით, მე ჩემი მე­უღ­ლე, გე­გას მამა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე, ნიჩ­ბე­ბით. ეს კაცი იქ დაგ­ვხვდა და გვაჩ­ვე­ნა ად­გი­ლი - მე აქ ჯოხი ჩა­ვარ­ჭე და მო­ვი­ნიშ­ნე ეს ად­გი­ლიო. მამა თევ­დო­რეს (მღვდე­ლი თე­ი­მუ­რაზ ჩიხ­ლა­ძე, რო­მე­ლიც სხვებ­თან ერ­თად დახ­ვრი­ტეს) მამა და ძმაც იყ­ვნენ ად­გილ­ზე. და­ი­წყეს თხრა. ამო­ი­ღეს და ვხე­დავთ სოსო წე­რე­თე­ლია. და­ნარ­ჩე­ნი იქ არც ერთი იყო... სოსო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა და რო­გორც ჩანს, იმ ად­გი­ლას ჩა­ას­ვე­ნეს“ - იხ­სე­ნებს ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი. მან ასე­ვე ისა­უბ­რა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც ხელ­მო­წე­რე­ბი შე­ი­ტა­ნეს, რომ გეგა კო­ბა­ხი­ძე არ და­ეხვრი­ტათ და მის­თვის სას­ჯე­ლი პა­ტიმ­რო­ბით შე­ეც­ვა­ლათ, შემ­დეგ კი, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილ­მა, ხელ­მო­წე­რე­ბი უკან გა­ი­ტა­ნეს. წლე­ბის შემ­დეგ, ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ანს ეს დო­კუ­მენ­ტა­ცია ხელ­ში ჩა­უ­ვარ­და: "მე არ­ქივ­ში მაქვს ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ბა­რე­ბუ­ლი, ყვე­ლას გვა­რი წე­რია, ვინც წა­ი­ღო ხელ­მო­წე­რა და რომ გავა წლე­ბი, ნა­ხოს მათ­მა შთა­მო­მავ­ლო­ბამ, რა ბა­ბუ­ე­ბი და რა მა­მე­ბი ყავ­დათ... თუმ­ცა, რა და­ა­შა­ვა მის­მა შვი­ლიშ­ვილ­მა თუ ასე­თი ბა­ბუა ყავს? რა და­ა­შა­ვა მის­მა შვილ­მა, თუ ასე­თი გა­რე­წა­რი მამა ყავს? რა და­ა­შა­ვეს იმათ? მაგ­რამ, ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძეს ეს ვაგ­რძნო­ბი­ნე ერთი-ორ­ჯერ... პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში ვუ­თხა­რი: არა­კა­ცი ხარ-მეთ­ქი. არა­ფე­რი უპა­სუ­ხია... ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვილ­საც... რო­მე­ლიც ტრან­სპორ­ტში შემ­ხვდა და ბი­ლე­თი ამი­ღო, ვუ­თხა­რი შენი ბი­ლე­თი არ მჭირ­დე­ბა, დიდი მად­ლო­ბა-მეთ­ქი. ...უბე­დუ­რი ვარ, რომ ეს ერ­თა­დერ­თი შვი­ლი აღარ მყავს, მაგ­რამ და­ჩაგ­რუ­ლი არ ვარ ჩემს გარ­შე­მო მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის გამო. ეტყო­ბა ღმერ­თმა მომ­ცა ეს სიძ­ლი­ე­რე. ერთხელ გე­გამ დამ­ხა­ტა. შევ­ხე­დე ამ პორ­ტრეტს და ვუ­თხა­რი - გეგა, ასე­თი უშნო ვარ­მეთ­ქი?! იცი რა დედა, შენ თით­ქოს ხომ ისე­თი ხარო, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ძა­ლი­ან უბე­დუ­რი და სა­წყა­ლი ადა­მი­ა­ნი ხარო. წელს გეგა გახ­და 60 წლის. სულ მა­ინ­ტე­რე­სებს და ვამ­ბობ: რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და გეგა 60 წლის. თმა ნამ­დვი­ლად გაც­ვე­ნი­ლი ექ­ნე­ბო­და, მა­მა­მი­სიც თმა­გაც­ვე­ნი­ლი იყო ახალ­გაზ­რდო­ბი­დან. გო­ნე­ბა­ში ბევრ რა­მეს ვფიქ­რობ, მაგ­რამ არა­ვის უნდა მო­ახ­ვიო თავ­ზე შენი ტკი­ვი­ლი... სურ­ვი­ლი ერთი მაქვს - სიზ­მარ­ში ვნა­ხო ჩემი გეგა. ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­სო­დეს დამ­სიზ­მრე­ბია“ - ისა­უბ­რა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა "იმე­დის დღე­ში". მსა­ხი­ო­ბი გეგა კო­ბა­ხი­ძე 1984 წლის 3 ოქ­ტომ­ბერს დახ­ვრი­ტეს. სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზომა მას ერთი წლით ადრე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის მი­უ­სა­ჯეს - 1983 წლის 18 ნო­ემ­ბერს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან თა­ვის დაღ­წე­ვის მიზ­ნით, შვი­დი ქარ­თვე­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­ტა­ცე­ბუ­ლი იქნა თვითმფრი­ნა­ვი ტუ-134A; გამ­ტა­ცე­ბელ­თა შო­რის იყო გეგა მე­უღ­ლეს­თან თინა ფეტვი­აშ­ვილ­თან ერ­თად. გეგა კო­ბა­ხი­ძემ და თინა ფეტვი­აშ­ვილ­მა თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბამ­დე 1 დღით ადრე იქორ­წი­ნეს...
0